"ქუთაისისა" და "რუსთავის" პირველი საპლეიოფო დაპირისპირება ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში შედგა
ამ წყვილში მეოთხედფინალური პლეი ოფის პირველი მატჩი რუსთავში უნდა გამართულიყო, მაგრამ თამაში ახალი დაწყებული იყო, როცა დარბაზში ელექტროენერგია გაითიშა და შეხვედრა 28 აპრილისთვის გადაიდო.

ასე რომ, "ქუთაისისა" და "რუსთავის" პირველი საპლეიოფო დაპირისპირება ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში შედგა.

თამაში უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა, გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა რუსთაველთა ლეგიონერმა ნეით ბოუიმ, რომელმაც სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა და 31 ქულით მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.

შეხვედრა თავიდანვე დინამიურად დაიწყო, რევაზ დიდიასა და რიჩარდ მათიაშვილის ზუსტი ორქულიანების შემდეგ დავით უსტიაშვილის შეგირდები 4:0 დაწინაურდნენ.

რუსთაველებმა მდგომარეობა მალევე გამოასწორეს და თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. მასპინძელთაგან ამ პერიოდში შეუჩერებელი იყო გიგი ბარბაქაძე, რომელმაც ზედიზედ სამი სამქულიანი ჩააგდო, რუსთაველთაგან კი საუკეთესო თავიდანვე ბოუი გახლდათ, სტუმართა გამთამაშებელმა ორი საჯარიმოთი და ზუსტი სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა - 7:7. შემდეგ კი ბარბაქაძის მესამე სამქულიანს ასევე შორეული ზუსტი ტყორცნით უპასუხა.

გიგის უფროსი ძმა დავითიც აჰყვა და შესანიშნავი კომბინაციის დაგვირგვინების შემდეგ, ქუთაისელებმა პირველი პერიოდი 25:21 მოიგეს.

მეორე მეოთხედი პერიმეტრიდან ბოუის ზუსტი სამქულიანი სროლით დაიწყო, თუმცა შემდეგ ბუბა კვიმსაძემ ზედიზედ ორი სამქულიანითვე უპასუხა, რასაც მათიაშვილის შესანიშნავი თამაშიც თან დაერთო და უსტიაშვილის გუნდი წინ 12 ქულით გავიდა - 36:24.

ამის შემდეგ ხმელიძემ და ბოუიმ ანგარიში 8 ქულამდე შეამცირეს, ეს უკანასკნელი კვლავ გაუჩერებელი იყო, მასპინძელთაგან კი ამ პერიოდში ზაურ ფაშაევის თამაშია აღსანიშნავი, რომელმაც ზედიზედ 5 ქულა დააგროვა. პერიოდის ბოლოს რუსთაველებმა მდგომარეობის გამოსწორება მოახერხეს და ანგარიში 5 ქულამდე შეამცირეს - 41:36.

მესამე პერიოდის დასაწყისში ქუთათურებმა შეტევებში ზედიზედ რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და ბოუიმ ეს კარგად გამოიყენა, მისი შესანიშნავი გარჯის წყალობით სტუმრებმა 1 ქულამდე შეამცირეს სხვაობა - 41:40.

გიგი ბარბაქაძე და რიჩარდ მათიაშვილი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და მათი კარგი თამაშის გამოისობით ქუთათურებმა სტუმრებს დაწინაურების საშუალება არ მისცეს. პერიოდის მიწურულს ათანელიშვილმა 3 ქულამდე დაიყვანა სხვაობა -57:54.

გადამწყვეტი მეოთხედი ქუთაისელთა შედეგიანი შეტევით დაიწყო, თითქოსდა უპირატესობა დავით უსტიაშვილის გუნდის ხელში გადადიოდა, მაგრამ აქ კვლავ ბოუიმ ითავა რუსთაველთა ლიდერობა, საკუთარ თავზე აიღო თამაში, ზედიზედ ორ სამქულიანს ერთი ორიანიც მიაყოლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა - 72:70.

ფაშაევმა ანგარიში გაათანაბრა - 72:72, თუმცა არც ცეკვავამ გააცუდა სროლა და ისევ "რუსთავი" დაწინაურდა.

ფაშაევმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, მატჩის დასრულებამდე 23.2 წამი იყო დარჩენილი, ცეკვავამაც ორიდან ერთი სროლა გამოიყენა, ქუთაისელები სამქულიანის ჩაგდების შემთხვევაში წინ გადიოდნენ, მაგრამ დიდიას სროლა გაუცუდდა.

დარჩენილ 8 წამში რუსთაველებმა ტუჯანის ორი საჯარიმოთი საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს 73:77 და ნახევარფინალისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს.

ბოუის 31 ქულაზე რეპორტაჟის დასაწყისშიც ვთქვით, ქუთაისელთაგან კი საუკეთესოები გიგი ბარბაქაძე (18 ქულა), ზაურ ფაშაევი (15 ქულა, 6 პასი) და რიჩარდ მათიაშვილი (16 ქულა 10 მოხსნა) იყვნენ. მატჩის ერთადერთი დაბლ-დაბლიც სწორედ ქუთაისელთა ცენტრფორვარდმა შეასრულა.

სუპერლიგა 2012-13. 1/4-ფინალი. 26 აპრილი, ქუთაისი

ქუთაისი-რუსთავი 73:77

ქუთაისი 25 16 16 16

რუსთავი 21 15 18 23

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა