არის შანსი, ტურინის "იუვენტუსმა" სკუდეტო ამ უქმეებზევე გაინაღდოს
ჯერ რომაული დერბი, შემდეგ გენუური, შემდეგ სიცილიური და აგერ, ამ უქმეებზე ტურინული გუნდების ჯახსაც ვიხილავთ. მოკლედ, სერია A დერბებით გვანებივრებს, სამართალდამცავებს კი საქმე და საზრუნავი არ ელევათ.

მართალია, ტურინელები სიცილიელებივით და გნებავთ რომაელებივით ცხელთავიანები არ არიან, მაგრამ უსაფრთხოების საკითხი ამ უქმეებზეც აქტუალურია.

სწორედ ამიტომ, ტურინული დერბი არა გვიან საღამოს, არამედ შუა დღეს დაინიშნა...

ტურინული დერბი

თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ არის შანსი, "იუვენტუსმა" სკუდეტო ამ უქმეებზე გაინაღდოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "ბებერი ქალბატონი" თანაქალაქელს დაამარცხებს, "ნაპოლი" კი ქულებს დაკარგავს.

"იუვეს" მწვრთნელ ფეხბურთელები ჩემპიონობაზე არ ფიქრობენ და მთელი ყურადღება დერბიზე აქვთ გადატანილი.

ანტონიო კონტე ისევ 3-5-1-1 ტაქტიკას აირჩევს, შეტევის წინა ხაზზე მირკო ვუჩინიჩს გაამწესებს, მის უკან კი კლაუდიო მარკიზიოს. ეს სქემა "ბებერი ქალბატონის" თავკაცმა კარგად დასცადა და როგორც ჩანს, 3-5-2-ზე დაბრუნებას აღარ აპირებს.

რაც შეეხება "ტორინოს", გუნდი ტრადიციული 4-4-2-ით გაირჯება - შეტევის წინა ხაზზე ბიანკი და ბარეტო იმოქმედებენ,. ფლანგებიდან კი ჩერჩი და სანტანა.

დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება და დაველოდოთ ამ მეტად საინტერესო პაექრობას.

კავანის გარეშე

სულ ცოტაც და "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაინაღდებს, ამ გზაზე კი პესკარაში გამარჯვებაა საჭირო.

ვალტერ მაცარის გუნდი უდავო ფავორიტია, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სტუმრებს დისკვალიფიცირებული ედინსონ კავანის გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა. თანაც, წინა ტურში "დელფინებმა" წაგებათა სერია შეწყვიტეს, "რომასთან" ქულას გამოჰკრეს ხელი და "ნაპოლისაც" ემუქრებიან.

მაცარი შეგირდებს მობილიზებისკენ მოუწოდებს: "მიზანთან ახლოს ვართ და ასეთ დროს, მოდუნება არაფრით არ შეიძლება. ამიტომ სრული მობილიზება გვმართებს, რათა "პესკარასთან" დაგეგმილი სამი ქულა ავიღოთ. ედინსონ კავცანის შეცვლა რთულია, მაგრამ ჩვენ გვყავს ლორენცო ინსინიე, რომელმაც წინა ტურში გამარჯვების გოლი გაიტანა. აუცილებლად შევუტევთ, სხვაგვარად სასურველი მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება".

მესამე ადგილისთვის

დარჩენილ ტურებში ყველაზე დიდი ინტრიგა ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის ბრძოლაშია... "მილანი" "ფიორენტინას" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს და თუნდაც ამ უქმეებზე, შესაძლოა ვითარება რადიკალურად შეიცვალოს.

მოკლედ, "ვიოლა" ჩასაფრებულია, "როსონერი" კი ყველანაირად შეეცდება მდევარს დაუსხლტეს.

ამ უქმეებზე, "მილანი" "კატანიას" უმასპინძლებს, "ფიორენტინა" კი "სამპდორიას" ესტუმრება. ლომბარდიულ გრანდს დისკვალიფიკაციამოხდილი მარიო ბალოტელი უბრუნდება, რომელსაც შეტევის წინა ხაზზე კევინ პრინს ბოატენგის და სტეფან ელ შაარავის მხარდამხარ მოუწევს ასპარეზობა.

ნახევარდაცვაში მატია ფლამინისთან და რიკარდო მონტოლივოსთან ერთად, ძირითად შემადგენლობაში ანტონიო ნოჩერინო მოიაზრება, რომელიც ბოლო ხანს სათადარიგოთა სკამს ხეხავს.

"მილანი" ფავორიტია და ალბათ, პირველივე წუთებიდან ეკვეთება მეტოქის კარს.

მიმდინარე სეზონში, "ფიორენტინა" "სამპდორიაზე" უკეთესი გუნდია და ეს სატურნირო ცხრილიდანაც ნათლად ჩანს, მაგრამ გენუაში გამარჯვება რომ მთლად იოლი საქმე არაა, ესეც კარგად მოგვეხსენება.

მოკლედ, ვინჩენცო მონტელას გუნდს კიდევ ერთი გამოცდა ელის და ვნახოთ, რას გახდებიან ფლორენციელები...

იტალია. სერია A. XXXIV ტური

27 აპრილი

ატალანტა-ბოლონია 20.00

დისკვალიფიკაცია: რაიმონდი, კარმონა, სკალონი, ბონავენტურა - გაბიადინი.

ტრავმა: კაცოლა, ბუდანი, მარილუნგო, ბრიენცა - კერუბინი.

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +6=8-7, (27-29)

კალიარი-უდინეზე 20.00

დისკვალიფიკაცია: დესენა, ეკდალი (კალიარი).

ტრავმა: პიზანო, ერიკსონი, კოსუ (კალიარი).

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 თამაში: +5=6-16, (28-50)

პესკარა-ნაპოლი 22.45

დისკვალიფიკაცია: კავანი, ბერამი (ნაპოლი).

ტრავმა: კაშონე, დაგოსტინო, კროლდრუპი, ვეისი, კუინტერო (პესკარა).

ბოლო 6 მატჩი

+0=1-5 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 10 თამაში: +0=2-8, (4-17)

28 აპრილი

რომა-სიენა 17.00

დისკვალიფიკაცია: გუბერტი, დესტრო - ვიტიელო.

ტრავმა: ოსვალდო, პანაიოტისი, მარკინიო, დოდო - მატეუ, სესტუ, პოცი.

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +11=2-6, (36-18)

კიევო-ჯენოა 17.00

დისკვალიფიკაცია: ცეზარი, ფრეი - პორტანოვა.

ტრავმა: სპიროპულოსი - კუჩკა, როსი, ოლივერა.

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +0=3-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +9=4-4, (23-16)

პალერმო-ინტერი 17.00

დისკვალიფიკაცია: დოსენა (პალერმო).

ტრავმა: მანტოვანი - ობი, მუდინგაი, მილიტო, კასტელაცი, ნაგატომო, სტანკოვიჩი, პალასიო, კასანო, მბაიე, გარგანო, კამბიასო, გუარინი.

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 თამაში: +2=6-10, (26-40)

პარმა-ლაციო 17.00

დისკვალიფიკაცია: გონსალესი (ლაციო).

ტრავმა: მარიგა, პალადინო, მაჩეაკენი - ლულიჩი, ბროკი.

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 37 თამაში: +12=9-16, (41-46)

სამპდორია-ფიორენტინა 17.00

ტრავმა: კრსტიჩიჩი - რონკალია, აგაცი, როსი, ლიამა, კამპორეზე.

ბოლო 6 მატჩი

+0=3-3 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 25 თამაში: +8=11-6, (36-32)

ტორინო-იუვენტუსი 17.00

დისკვალიფიკაცია: ვივესი, დარმიანი (ტორინო).

ტრავმა: ბრიგი - ანელკა, ჯოვინკო, პეპე.

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +6=0-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +10=5-2, (34-16)

მილანი-კატანია 22.45

დისკვალიფიკაცია: საპატა - ანდუხარი, სპოლი, ბელუში.

ტრავმა: დე იონგი, ამბროზინი, აბიატი - შაკა, რიკიუტი, ტერაჩანო, ისკო, ალვარესი.

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 15 თამაში: +7=7-1, (26-11)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 33 24 5 4 64-20 77

2. ნაპოლი 33 19 9 5 61-32 66

3. მილანი 33 17 8 8 55-35 59

4. ფიორენტინა 33 17 7 9 62-42 58

5. ინტერი 33 16 5 12 50-44 53

6. რომა 33 15 7 11 63-54 52

7. უდინეზე 33 13 12 8 45-39 51

8. ლაციო 33 15 6 12 39-39 51

9. კატანია 33 13 9 11 41-39 48

10. კალიარი 33 11 9 13 41-52 42

11. ბოლონია 33 10 9 14 43-42 39

12. პარმა 33 10 9 14 39-43 39

13. კიევო 33 11 6 16 33-48 39

14. სამპდორია 33 10 9 14 38-40 38

15. ატალანტა 33 11 7 15 35-48 38

16. ტორინო 33 8 13 12 43-49 36

17. სიენა 33 9 9 15 34-45 30

18. პალერმო 33 5 14 14 30-46 29

19. ჯენოა 33 6 11 16 33-50 29

20. პესკარა 33 6 4 23 25-67 22

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:

23 - კავანი (ნაპოლი); 18 - დი ნატალე (უდინეზე); 16 - ელ შაარავი (მილანი); 15 - დენისი (ატალანტა); 14 - ლამელა (რომა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო