თუ ახალი მოედნის მოსაწყობად საჭირო თანხა გამოინახება, ამ პროექტის განხორციელება ფუტსალის განვითარებას დიდ ბიძგს მისცემს
ოთხთა ფინალის ჩასატარებლად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფი საორგანიზაციო პრობლემებს უეფასთან ერთად აგვარებდა.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, უპირველესად, თბილისის სპორტის სასახლეში პარკეტის შეცვლა მოითხოვა.

აქამდე არსებულიც მაღალი ხარისხის იყო, მაგრამ ოთხთა ფინალზე სხვადასხვა სახეობისთვის დახაზული საფარი შეუფერებელი გახლდათ: მიღებული პრაქტიკით, ასეთი დონის თამაშებს შავი ფერის საფარზე ატარებენ, რომელიც საგანგებოდ მხოლოდ ფუტსალისთვის იხაზება.

საფარის საკითხი ისევ უეფას დახმარებით გადაწყდა - მიშელ პლატინიმ კიდევ ერთი საჩუქარი გვიძღვნა და ახალი პარკეტი სწორედ მისი ქვემდებარე ორგანიზაციიდან გამოაგზავნა. ტრანსპორტირება დაგვიანდა და ახალი პარკეტი მხოლოდ ტურნირის დაწყების წინა დღეს დააგეს, მაგრამ მთავარია, რომ მოესწრო.

შევიტყვეთ, რომ ოთხთა ფინალის დასრულების შემდეგ ასეთივე პარკეტის დაგება მიხეილ მესხის სტადიონზე იგეგმება. საქმე ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაციას ახალი მოედნის მოწყობა სურს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სათადარიგო მოედანსა და მის მიმდებარე სკოლას შორის იმხელა თავისუფალი ადგილია, ფუტსალის მოედნის მოწყობა სავსებით შესაძლებელია.

შევიტყვეთ, რომ სახეობის დასახმარებლად, სწორედ ამ ადგილას ფეხბურთის ფედერაცია ახალი მოედნის მოწყობას აპირებს.

თუ ახალი მოედნის მოსაწყობად საჭირო თანხა გამოინახება, ამ პროექტის განხორციელება ფუტსალის განვითარებას დიდ ბიძგს მისცემს, რადგან სპორტკომპლქს "არენაზე" თითო საათი ვარჯიში 100 ლარი ღირს - ფინანსურად გაჭირვებული ფუტსალელებისთვის ეს ძალიან დიდი ხარჯია.

თავად სათადარიგო მოედნის მშენებლობა კი დასასრულს უახლოვდება. საფარი დაგებულია, შენდება გასახდელები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები, ხოლო სექტემბრისთვის სტადიონის სამ მხარეზე 3500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების მშენებლობაც დასრულდება.

მოკლედ, ერთი პატარა და კოხტა სტადიონი გვექნება, სადაც უმაღლესი ლიგის და ასაკობრივი ნაკრებების თამაშები ჩატარდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა