მიზეზი, რა თქმა უნდა, უდისციპლინობაა, რაშიც ავსტრიელი და ჰოლანდიელი მანამდეც არაერთხელ იყვნენ შემჩნეულები
ბრემენის "ვერდერმა" პირველი გუნდიდან ორი წამყვანი ფეხბურთელი, მარკო არნაუტოვიჩი და ელჯერო ელია გაურკვეველი ვადით მოკვეთა!

მიზეზი, რა თქმა უნდა, უდისციპლინობაა, რაშიც ავსტრიელი და ჰოლანდიელი მანამდეც არაერთხელ იყვნენ შემჩნეულები.

ამჯერად, არნაუტოვიჩი და ელია ღამის სამ საათზე პოლიციამ გააჩერა - მარკო ავტომობილს ზედმეტად სწრაფად მართავდა, გაჩერების შემდეგ კი არნაუტოვიჩი და ელია პოლიციასთან იმდენად აგრესიულად მოიქცნენ, რომ სამართალდამცავებმა მეორე ეკიპაჟი გამოიძახეს. პოლიციის ოფიციალური განცხადებით, "ვერდერის" ფეხბურთელები ნასვამები არ ყოფილან.

"ყველანი იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ მხოლოდ ისეთი მოთამაშეები გვჭირდება, რომლებიც "ვერდერს" 100 პროცენტით უერთგულებენ.

ვინც თამაშამდე ორი დღით ადრე ღამის სამ საათზე ავტობანზე სიჩქარეს გადააჭარბებს, ის მოკვეთის ღირსია," - ეს ბრემენული კლუბის მენეჯერ თომას აიხინის სიტყვებია.

27 აპრილს, ბუნდესლიგის 31-ე ტურში "ვერდერი" "ლევერკუზენს" ხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა