რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი ახალ წელს აბუ დაბიში შეხვდებიან
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ანა ივანოვიჩმა ურთიერთობა გაწყვიტა მწვრთნელ ჰაინც გიუნჰარდტთან, რომელიც სერბ ჩოგბურთელს მიმდინარე წლის თებერვლიდან ეხმარებოდა. საქმე ისაა, რომ ამ სპეციალისტს გაუჭირდა ანას მწვრთნელობისა და ტელეკომენტატორის პროფესიის შეთავსება. ამის შესახებ ივანოვიჩმა თავად დაწერა საკუთარ ვებგერდზე.

"მადლობა მინდა გადავუხადო ჰაინცს გაწეული სამუშაოსთვის. მან ბევრი რამ მასწავლა და ამ თანამშრომლობამ აშკარად გააუმჯობესა ჩემი თამაში.

მაგრამ მომავალში ისეთი მწვრთნელი მჭირდება, რომელიც უფრო მეტ დროს დამითმობს, ჩემთან ერთად ტურნირებზე იმოგზაურებს და ვარჯიშებზე დამეხმარება. ჰაინცს ოჯახი ჰყავს და სამუშაო აქვს ტელევიზიაში. ამ ფაქტორებს ვითვალისწინებ და ამიტომაც მიმაჩნია შეუძლებლად ჩვენი მომავალი თანამშრომლობა", - წერს სერბი ჩოგბურთელი.

მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნები - ესპანელი რაფაელ ნადალი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ახალ წელს აბუ დაბიში შეხვდებიან. ჩოგბურთელებმა დაადასტურეს საჩვენებელ ტურნირში (Mubadala World Tennis Championship) მონაწილეობა, რომელიც 30 დეკემბრიდან დაიწყება და ორ დღეს გასტანს.

ნადალისა და ფედერერის გარდა, ტურნირი მონაწილეობას მიიღებენ შვედი რობინ სიოდერლინგი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი, ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა და კვიპროსელი მარკოს ბაღდატისი.

შეგახსენებთ, რომ შარშან აბუ დაბიში მთავარი პრიზი რაფაელ ნადალმა მოიპოვა, რომელმაც ფინალურ მატჩში სიოდერლინგი ორ სეტში დაამარცხა - 7:6, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა