კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტ შეხვედრაში "დინამო" 1 ქულის სხვაობით - 68:67 დაამარცხა
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტ შეხვედრაში "დინამო" 1 ქულის სხვაობით - 68:67 დაამარცხა და ნახევარფინალში "ოლიმპს" შეუწყვილდა.

ქართული კალათბურთის ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული საპლეიოფო სერია. ამას ადასტურებ ის ანგარიშები, რომლებიც სერიის სამ მატჩში დაფიქრისდა.

პირველი მატჩი "დინამომ" 67:66 მოიგო, მეორეში არმიელებმა ოვერტაიმში - 77:75 იმარჯვეს, ხოლო დღევანდელ შეხვედრაში, როგორ უკვე ვთქვით, ტუღუშის გუნდმა 1 ქულით - 68:67 მოიგო.

სერიის გადამწყვეტი შეხვედრაც ისეთივე დაძაბული იყო, როგორიც პირველი ორი. თანაბარი ანგარიში 14-ჯერ დაფიქსირდა, ხოლო ლიდერი 20-ჯერ შეიცვალა. სასწორზე ნახევარფინალის საგზური იდო და ორივე გუნდისთვის ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ორივე ოპონენტი ფრთხილობდა, განსაკუთრებით დაცვაში თამაშზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

პირველი მეოთხედი ფრედ სასრულდა, დიდი შესვენებისთვის დინამოელებო 5 ქულით დაწინაურდნენ, ხოლო მესამე ათწუთეულში არმიელებმა ჩამორჩენა გააბათილეს და 4 ქულით - 56:52 დაწინაურდნენ.

ცხადი იყო, რომ ბოლო პერიოდი, უფრო სწორედ კი ბოლო წუთები გადამწყვეტი იქნებოდა და ასეც მოხდა.

ქულა-ქულაში მიმდინარე ბოლო მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე დინამოელმა ქიენ კარტერმა ორქულიანით ანგარიში მე-19-ედ გაათანაბრა - 65:65. ზვიად ბაბიაშვილმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რასაც კარტერმა ორქულიანით უპასუხა და საფინალო სირენამდე 1,18 წუთით ადრე "დინამო" 67:66.

გუნდებმა გაცუდებული შეტევები გაცვალეს - სამქულიანები ააცილეს ლაშა გამყრელიძემ არმიის მხრიდან, ხოლო ბექა ჩიკვილაძემ დინამოელთაგან.

ჩიკვილაძის აცილებული მისმა თანაგუნდელმა მილან ოლუიჩმა მოხსნა და საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე საშუალო მანძილიდან ააცილა. ბურთი არმიელებმა მოიხელთეს, თუმცა დინამოელებმა ჯარიმით გააჩერეს.

დასრულებმადე 6 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე დამდგარმა გამყრელიძემ ფსიქოლოგიოურ წნეხს გაუძლო და ორივე სროლა ჩააგდო - 68:67 "არმიას" სასარგებლოდ. დინამოელებმა გადამრჩენი ტყორცნა ჩიკვილაძეს მიანდეს, რომელმაც 3-ქულიანი ააცილა და არმიელებმა გამარჯვება მოიპოვეს.

ნახევარფინალისტებს 24 ქულით ლაშა ფარღალავამ ულიდერა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. 12 ქულითა და 12 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა გადამწყვეტი საჯარიმოების ჩამგდებმა გამყრელიძემ, ხოლო ბესო ლეჟავამ და გიორგი შარაბიძემ 10-10 ქულა მიითვალეს.

"დინამოში" 22 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ქიენ კარტერი, 14 ქულა ჰქონდა ლამარ კარიმს, ხოლო ფლინ კლეიმანმა და ბექა ჩიკვილაძემ 11-11 ქულა მოაგროვეს.

ნახევარფინალური სერია 8 მაისს დაიწყება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში (არმია): "ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით. საბედნიეროდ, ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდა სერია.

მივულოცავ ყველას, ჩვენს თითოეულ გულშემატკივარს. მადლობა "დინამოს", რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია. როგორც წინა თამაშზეც აღვნიშნე, ეს სერია კალათბურთის გულშემატკივარს გულგრილს ვერ დატოვებდა.

ძალიან სანახაობრივი, დაძაბული და საინტერესო იყო სამივე თამაში. თითქმის ერთნაირი ანგარიშით დასრულდა ყველა მატჩი.

ეს ორივე გუნდის დამსახურებაა. უნდა აღვნიშნო, რომ ერთ დონეზე ვიყავით, თუმცა დღეს იღბალიც ჩვენს მხარეს იყო, მადლობა ჩემს ბიჭებს თავდადებისთვის და კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი "დინამოს".

ირაკლი ხოშტარია (დინამო): "დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან რთული და მძიმეა.

რეგულარული ჩემპიონატის დროს აღვნიშნე, რომ იყო ერთი გუნდი, რომელიც არ მინდოდა შემხვედროდა. დღეს ვიტყვი, რომ ეს გახლდათ "არმია".

მიუხედავად ამისა, ჩვენ გვქონდა შანსი. კოტეს დავეთანხმები, რომ ბოლო წამზე გადაწყდა ყველაფერი. ორი თანაბარი გუნდი შეხვდა ერთმანეთს, დასანანია, რომ, ვერ გავედით ნახევარფინალში.

მივულოცავ "არმიას", უნდა აღვნიშნო კოტე ტუღუშის ძალიან დიდ შრომა და ვამაყობ, რომ კოტე ის მწვრთნელია, რომელმაც დაიმსახურა და მოგვიგო. წარმატებებს ვუსურვებ მას და მთელ "არმიას".

მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს, ბექა ჩიკვილაძეს, რომელიც ნამდვილი კაპიტანია. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ შევმდგარიყავით, როგორც გუნდი. ვამაყობ ჩიკვილაძით და ვამაყობ ჩემი ყველა მოთამაშით.

მადლობა მათ. წაგება არის მწვრთნელის ბრალი და დღევანდელ მარცხს ჩემს თავზე ვიღებ".

გიორგი გამყრელიძე (არმია): "მინდა მივულოცო "არმიას". ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო. შესანიშნავი თამაში გამოვიდა, მაყურებელმაც ისიამოვნა და მოთამაშეებმაც. დინამო ერთ-ერთი საუკეთესოა და დასანანია რომ ოთხეულის გარეთ დარჩა. იმედია აღვიდღენთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალებს და საბრძოლველად მზად ვიქნებით ოლიმპთან შეხვედრისთვის".

ბექა ჩიკვილაძე (დინამო): "დინამო ჩემთვის ნამდვილის ოჯახია. ჩვენს გუნდში არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია. ბოდიშს ვუხდი ჩემს გუნდს ბოლო სროლისთვის, კალათბურთია და არ გაგვიმართლა. ბოდიში ყველა გულშემატკვირს".

superleague.ge

ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს