პორტუგალიის გრან-პრი. მსოფლიოს ჩემპიონატი
რთულ პირობებში მოუწიათ პორტუგალიის გრან-პრიზე გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეებს. ძლიერი წვიმის გამო შაბათს კვალიფიკაციის ჩატარება ვერ მოხერხდა და მრბოლელებმა პარასკევის ვარჯიშების შედეგების მიხედვით აიღეს სტარტი. ამჯერად პილოტებს გაუმართლათ - რბოლა მშრალ ტრასაზე გაიმართა, თუმცა პელოტონში ერთი უიღბლო მაინც აღმოჩნდა - ამერიკელი ბენ სპისი გასახურებელ წრეზე დაეცა და საერთოდ ვერ გავიდა სტარტზე.

ახალმა ჩემპიონმა ხორხე ლორენსომ დამაჯერებლად შეინარჩუნა ლიდერობა, მაგრამ შემდეგ ტრასაზე სიტუაცია აირია. კარგი სტარტი გამოუვიდა ანდრეა დოვიციოზოს, რომელიც მეშვიდე ადგილიდან მეორეზე გადავიდა, მაგრამ ლორენსოს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ამის გაკეთება ჰეიდენმა შეძლო და ერთი პირობა ლიდერობაც იგდო ხელთ, თუმცა ამ პოზიციაზე დიდი ხანი ვერ გაჩერდა.

მესამე წრეზე მესამე ლიდერი ვიხილეთ - ვალენტინო როსი. მას ლორენსო მიყვებოდა და მხოლოდ შემდეგ მოდიოდა ჰეიდენი. მომდევნო წრეზე კი მესამე პოზიციაზე გადავიდა "დუკატის "მეორე პილოტი კეის სტოუნერი. ავსტრალიელმა კარგი ტემპი აიღო და ლორენსოს მიუახლოვდა, მაგრამ როგორც კი გასწრება დააპირა, ტრასაზე დაეცა. ის იყო ბოლო პილოტი, რომელმაც დისტანციაზე "იამაჰას" წყვილი შეაწუხა.

როსიმ კი ვერ შეძლო ლორენსოსგან შორს წასვლა, თუმცა თავიდან დამაჯერებლად ინარჩუნებდა პირველ პოზიციას. ხორხემ რამდენიმე წრის შემდეგ "გაიღვიძა" და მე-12 წრეზე ლიდერიც გახდა. როსისგან განსხვავებით, ესპანელმა არამარტო შეინარჩუნა პირველი ადგილი, არამედ როსის კომფორტულ მანძილზე დაშორდა. იტალიელს გამარჯვების შანსი აღარ ჰქონდა.

გაცილებით საინტერესო გამოვიდა მესამე ადგილისთვის ბრძოლა. დიდი ხანი პოდიუმის შანსს ნიკი ჰეიდენ ინარჩუნებდა, მაგრამ რბოლის ერთი მესამედის გავლის შემდეგ პრობლემები შეექმნა და ერთბაშად სამმა პილოტმა შეავიწროვა - სიმონჩელიმ, დოვიციოზომ და პედროსამ. ეს უკანასკნელი ამ ტრიოს მალე ჩამოშორდა, რადგან რბოლის მეორე ნაწილში მკეთრად უკლო სიჩქარეს. მარკო, ანდრეა და ნიკი კი ბოლო მომენტამდე იბრძოდნენ მესამე ადგილისთვის. დოვიციოზომ ზედ ფინიშის სწორ მონაკვეთზე გაასწრო კონკურენტებს და სულ მცირე უპირატესობით აჯობა მათ.

ლორენსომ სეზონში მერვე რბოლა მოიგო. ბოლო ეტაპი 7 ნოემბერს ვალენსიაში გაიმართება და სწორედ იქ გაირკვევა ვიცე-ჩემპიონის ბედი. როსი ოდნავ მიუახლოვდა პედროსას და მეორე ადგილის დაკავების თეორიულ შანსს ინარჩუნებს.

პორტუგალიის გრან-პრი

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 28 წრე; 2. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - +8,629; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +26,475; 4. მარკო სიმონჩელი (იტა, "ჰონდა") - +26,534; 5. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +27,154; 6. რენდი დე პუნიე (საფ, "ჰონდა") - +28,297...

საერთო ჩათვლა

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 358 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 236; 3. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 217; 4. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 205; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 195; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 163...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს