"ბებერი ქალბატონის" ფიესტა გადაიდო და იქნებ უკეთესიც იყოს, რადგან სკუდეტოს საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ მოპოვებას სულ სხვა ფასი აქვს

XXXIV ტურის უკანასკნელი შეხვედრა კვირას, გვიან ღამით გაიმართა და რადგან მიმოხილვაში მასზე არაფერი გვითქვამს, შეჯამება სწორედ ამ პაექრობით გავხსნათ...

მით უმეტეს, "სან სიროზე" მეტად თვალსასეირო ბურთაობა გაჩაღდა და გოლებიც უხვად გავიდა.

მილანი ბეწვის ხიდზე

"ფიორენტინამ" თავისი თამაში დამაჯერებლად მოიგო და თუ "მილანი" ქულებს დაკარგავდა, მესამე ადგილს სწორედ ფლორენციულ გუნდს გადააბარებდა.

მოკლედ, "როსონერის" მოსაგები ჰქონდა თამაში და ამად იყო, რომ თავიდანვე ეკვეთა მეტოქის კარს. ეკვეთა ერთია, მაგრამ შედეგი არ ჩანდა, ტაიმის შუაწელს კი გოლი სულაც მასპინძელთა კარში გავიდა. "კატანიამ" სტანდარტული გამოიყენა, საჯარიმოში ჩაკიდულ ბურთს ნიკოლა ლეგროტალიე დაუხვდა და თავური დარტყმით მარკო ამელია უშანსოდ დატოვა.

მილანელებმა კიდევ უფრო გააძლიერეს დაწოლა და საწადელს ტაიმის მიწურულს მიაღწიეს - მრავალფაზიანი იერიში უზუსტესი დარტყმით მატია ფლამინიმ დააგვირგვინა, რომელიც ბოლო ხანს შედეგიანად ათამაშდა და გოლს გოლზე იტანს...

მეორე ტაიმი იმავე სცენარით წარიმართა და აქაც პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს. გონსალო ბერგესიო ამელიასთან პირისპირ დარჩა, ბურთი თავზე გადაუგდო კიპერს და ბადეში გაახვია, 1:2.

"მილანი" ურთულეს ვითარებაში ჩავარდა და მასიმილიანო ალეგრიმაც შეცვლებს მიმართა. თამაშში ჯამპაოლო პაცინი ჩართო, რომელიც სტეფან ელ შაარავის და მარიო ბალოტელის ამოუდგა გვერდით, კევინ პრინს ბოატენგმა კი უკან დაიწია და სიღრმიდან შეუდგა იერიშების წარმართვას.

ამ ყველაფერმა შედეგი თამაშის დასრულებამდე ოციოდე წუთით ადრე გამოიღო - პაცინიმ 2-წუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანა და "როსონერი" წინ გაიყვანა, 3:2.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პაცოს პირველ გოლში ლომის წილი მარიო ბალოტელიმ დაიდო, მეორე გოლისას კი რიკარდო მონტოლივომ და სტეფან ელ შაარავიმ იყოჩაღეს. მატჩის უკანასკნელ წუთზე ბალოტელიმ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და გოლიც თვითონვე გაიტანა, 4:2.

"მილანმა" ბეწვის ხიდზე გაიარა, თუმცა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მასპინძლებმა 26-ჯერ დაარტყეს სიცილიელთა კარის მიმართულებით.

იხილეთ ვიდეო

მასიმილიანო ალეგრი (მილანის მთავარი მწვრთნელი):

"ეს იყო ურთულესი მატჩი, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. შესანიშნავად ჩაერთო შეხვედრაში ჯამპაოლო პაცინი, რომლის დუბლმაც გარდამტეხი როლი ითამაშა. ვაგრძელებთ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას და იმედია, საწადელს მივაღწევთ. არაერთხელ გვქონდა შანსი, რომ "ფიორენტინასთან" სოლიდური ფორა შეგვექმნა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ - რა გაეწყობა, მოგვიწევს ამ მინიმალური ფორის შენარჩუნება, რადგან "ვიოლა" შესანიშნავ ფორმაშია და ქულებს, პრაქტიკულად, არ კარგავს".

ტურის გმირი

"სიენასთან" შეხვედრაში პაბლო დანიელ ოსვალდომ ჰეთ თრიკი შეასრულა და მთლიანობაში, ბრწყინვალედ გაისარჯა. ერთი ხანობა, ოსვალდოს ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ ბოლო შეხვედრებში აშკარად ათამაშდა და გოლების გატანაც გაიხსენა.

განვლილი ტურის გმირი, ალბათ, ოსვალდო იქნებოდა, რომ არა ზემოთ ხსენებული ჯამპაოლო პაცინი...

მართალია, პაცომ მხოლოდ დუბლი შეასრულა, მაგრამ მისი გოლები მართლაც გარდამტეხი და "მილანისთვის" ჰაერივით საჭირო ქულების მომტანი გამოდგა.

ნამატჩევს პაცინი ემოციებს ვერ მალავდა:

"საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი და უმნიშვნელოვანესი გოლები გავიტანე. მთავარია, რომ "მილანმა" მოიგო და მესამე ადგილი შეინარჩუნა. ეს გამარჯვება გულშემატკივრების დამსახურებაა, რომლებმაც ბოლომდე გვიქომაგეს და მაშინაც არ შეუწყვეტიათ გამხნევება, როდესაც "კატანიამ" მეორე გოლი გაგვიტანა. ფრე წაგების ტოლფასი იქნებოდა და ბედნიერი ვარ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ".

ტურის დანაკარგი

"პალერმოსთან" შეხვედრაში "ინტერის" ლეგენდარულმა კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო და არათუ მიმდინარე სეზონი, შესაძლოა საფეხბურთო კარიერაც კი დაასრულოს.

დიახ, 39 წლის არგენტინელი იმდენად მძიმედ დაშავდა, რომ 6-8 თვე მოუწევს მკურნალობა, რის შემდეგაც მოედანზე დაბრუნება ნამდვილად გაუჭირდება... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძანეტი 39 წლისაა, ასეთ ტრავმასთან გამკლავება კი ახალგაზრდებსაც უჭირთ.

ვეტერანმა არგენტინელმა უკვე გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ის მოედანზე დაბრუნებას ეშურება. ხავიერის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ "პალერმოსთან" მატჩი ბოლო არ აღმოჩნდეს მის საფეხბურთო კარიერაში. ძანეტის მხარდაჭერა უამრავმა ფეხბურთელმა გამოუცხადა, მათ შორის, ჯანლუიჯი ბუფონმა, კლაუდიო მარკიზიომ, თვით მარიო ბალოტელიმ და სხვებმა...

ღია წერილი გაავრცელა ჯუზეპე როსიმაც, რომელიც სწორედ ანალოგიურ ტრავმას მკურნალობს და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება:

"კარგად ვიცი, რა გზის გავლა მოუწევს ხავიერ ძანეტის და მინდა მას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. ის დიდი ადამიანი და დიდი ჩემპიონია, რომლის თამაშის ხილვა ერთ რამედ ღირს. მჯერა, რომ ხავიერს კიდევ ვიხილავ საფეხბურთო მოედანზ., სხვაგვარად, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია".

ტრიუმფის მოლოდინში

"იუვენტუსმა" ტურინულ დერბიში "ტორინო" დაამარცხა, მაგრამ სკუდეტოს მოსაგებად ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. "ნაპოლიმ" "პესკარას" სძლია და თეორიულად ჯერ კიდევ ინარჩუნებს ლიდერის დაწევის შანსს.

იხილეთ ვიდეო

მოკლედ, "ბებერი ქალბატონის" ფიესტა გადაიდო და იქნებ უკეთესიც იყოს, რადგან სკუდეტოს საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ მოპოვებას სულ სხვა ფასი აქვს.

მომდევნო ტურში ტურინული გრანდი "პალერმოს" უმასპინძლებს და მიუხედავად იმისა, რომ სიცილიელებს ქულები ჰაერივით სჭირდებათ, შესაძლოა, უფრო მეტადაც კი, ვიდრე "იუვეს", ფავორიტი, რა თქმა უნდა, მაინც "ბიანკონერია". შესაბამისად, მომდევნო ტურში დიდი საჩემპიონო ფიესტის მოლოდინია და როგორც ამბობენ, ტურინში საამისო სამზადისი უკვე დაწყებულია.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 34 25 5 4 66-20 80

2. ნაპოლი 34 20 9 5 64-32 69

მოგებათა სერია

ფრანჩესკო გვიდოლინის "უდინეზესგან" მართლა ყველაფერია მოსალოდნელი - უკვე მერამდენედ ხდება, რომ ფრიულელები სეზონს ცუდად იწყებენ, ფინიშის სწორზე კი უმატებენ და ევროტურნირის საგზურს სწვდებიან.

მართალია, ამჯერად უდინელები მხოლოდ ევროპის ლიგის საგზურს ეპოტინებიან, მაგრამ ამასაც არავინ ელოდა. გვიდოლინის გუნდმა მიჯრით ოთხი შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე წამოსკუპდა, მოიტოვა რა უკან თვით "ინტერი" და "ლაციო".

დარჩენილ შეხვედრებში ფრიულები "სამპდორიას" და "ატალანტას" მიიღებენ, "პალერმოს" და "ინტერს" კი გასვლაზე შეეჭიდებიან.

კალენდარი არც ისე რთულია და უდინელებს კიდევ უფრო დაწინაურების შესანიშნავი შანსი აქვთ. საერთოდ, ევროპის ლიგის საგზურებისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

3. მილანი 34 18 8 8 59-37 62

4. ფიორენტინა 34 18 7 9 65-42 61

5. რომა 34 16 7 11 67-54 55

6. უდინეზე 34 14 12 8 46-39 54

7. ინტერი 34 16 5 13 50-45 53

8. ლაციო 34 15 7 12 39-39 52

გადარჩენისთვის ბრძოლა

თუ ტურინში საჩემპიონო სამზადისია, პესკარაში ელიტურ დივიზიონს ემშვიდობებიან. "დელფინებს" თეორიულად ჯერ კიდევ აქვთ სერია A-ში დარჩენის შანსი, მომდევნო ტურში კი, ალბათ, ამ შანსსაც დაკარგავენ.

"პესკარას" "ჯენოასთან" უწევს მეტოქეობა, გუნდთან, რომელიც ასევე გადარჩენისთვის ბრძოლაშია ჩართული.

გენუელებმა გასულ ტურში "კიევო" დაამარცხეს გასვლაზე და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვეს, მომდევნო უქმეებზე კი მე-17 ადგილზე აღზევების შესაძლებლობა ექნებათ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ჯენოას" უმთავრესი კონკურენტი "პალერმო" "იუვენტუსთან" გამართავს გასვლით პაექრობას და თუ რა შანსები აქვთ იქ სიცილიელებს, ყველას კარგად მოგეხსენებათ.

გენუელებთან და პალერმოელებთან ერთად, გადარჩენისთვის იბრძვის "სიენაც", თუმცა რომში განადგურებამ ამ გუნდს მკვეთრად გაურთულა ვითარება. მომდევნო უქმეებზე ტოსკანელები "კატანიას" ესტუმრებიან, იქ გამარჯვება კი თვით გრანდებს უჭირთ, თანაც ძალიან...

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

16. ტორინო 34 8 13 13 43-51 36

17. პალერმო 34 6 14 14 31-46 32

18. ჯენოა 34 7 11 16 34-50 32

19. სიენა 34 9 9 16 34-49 30

20. პესკარა 34 6 4 24 25-70 22

ციფრები და ფაქტები

* მიმდინარე სეზონში "ტორინოს" მცველი კამილ გლიკი ორივე ტურინულ დერბიში გააძევეს.

* "ტორინოს" "იუვენტუსთან" მიჯრით 8 მატჩია, გოლი არ გაუტანია.

*"ტორინოს" ტურინულ დერბიში 1995 წლის შემდეგ არ მოუგია.

* "კატანიას" არასდროს მოუგია "მილანისთვის" "სან სიროზე".

* მოქმედი მცველებიდან სერია A-ში ყველაზე მეტი გოლი ნიკოლა ლეგროტალიეს აქვს გატანილი. მის ანგარიშზე 22 შედეგიანი დარტყმაა.

* "პალერმომ" "ინტერს" მხოლოდ მე-2 მატჩი მოუგო ბოლო 16 პაექრობაში.

* ფაბრიციო მიკოლიმ 161-ე მატჩი გამართა "პალერმოს" შემადგენლობაში, გაიმეორა რა მატია კასანის რეკორდი.

* "ფიორენტინამ" "სამპდორიას" გასვლითი მატჩი პირველად მოუგო 2008 წლის შემდეგ.

* "სამპდორიას" 7 მატჩია, არ მოუგია.

* პაბლო დანიელ ოსვალდომ პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა სერია A-ში.

* "რომამ" მიჯრით 37-ე საშინაო შეხვედრაში გაიტანა გოლი.

* "ლაციომ" გასვლით შეხვედრებში წაგებათა 5-მატჩიანი სერია შეწყვიტა.

* "უდინეზემ" ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო.

* "ბოლონიამ" ზედიზედ მე-5 მატჩი დაასრულა ფრედ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერია A. XXXIV ტური: ხავიერ ძანეტის ტრავმამ კალჩო დაადუმა [VIDEO]

"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია
[VIDEO] კრიშტიანოსა და მესის გარეშე - მოდრიჩმა მისთვის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
5 წლის შემდეგ - რობერტო დონადონიმ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება