"ბილდმა" დაწერა, რომ გელზენკირხენელთა მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი "შალკეს" დამრიგებლის თანამდებობაზე შტეფან ეფენბერგის კანდიდატურას განიხილავს
კვირა "შალკეს" გულშემატკივრებისთვის ყველანაირად დადებითი გამოვიდა. რაც ყველაზე მთავარია, გელზენკირხენულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი "ჰამბურგი" 4:1 დაამარცხა და მე-4 ადგილზე პოზიციები გაიმყარა. მატჩის შემდეგ კი "შალკეს" ახალგაზრდა ტალანტმა იულიან დრაქსლერმა უარყო მოარული ხმები იმის შესახებ, თითქოს დორტმუნდის "ბორუსიაში" აპირებს გადასვლას.

თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრდა: კვირას, გვიან ღამით კი "ბილდმა" დაწერა, "შალკეს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შტეფან ეფენბერგი განიხილებაო...

"არ მჯერა, რომ "შალკეს" ზოგიერთმა გულშემატკივარმა ეს ჭორი მართლა დაიჯერა. ჩემთვის შეურაცხყოფაა ის, რომ "შალკეს" ქომაგმა ჩემი "დორტმუნდში" გადასვლა დაიჯეროს.

ვისაც ეჭვი ეპარება, ყველას ვპირდები, რომ ნაღდი შალკელი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ დორტმუნდის "ბორუსიაში" არასდროს ვითამაშებ!" - უთხრა 19 წლის დრაქსლერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

დრაქსლერის "დორტმუნდში" გადაბარგების შესახებ სპეკულაციები მას მერე დაიწყო, რაც გაცხადდა, რომ მარიო გიოტცე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს - სპეკულაციების თანახმად, დორტმუნდელები გიოტცინიოს შემცვლელად სწორედ "შალკეს" უნიჭიერეს შემტევ ნახევარმცველს განიხილავდნენ. აქვე გეტყვით, რომ ალფრედს გელზენკირხენულ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.

რაც შეეხება ეფენბერგს

დრაქსლერმა ფანები კი დაამშვიდა, მაგრამ "შალკეს" ქომაგების გარკვეული ნაწილი მოგვიანებით სხვა ინფორმაციამ აღაშფოთა - "ბილდმა" დაწერა, რომ გელზენკირხენელთა მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი "შალკეს" დამრიგებლის თანამდებობაზე შტეფან ეფენბერგის კანდიდატურას განიხილავს.

ფანების საკმაოდ დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ეფენბერგი, როგორც ყოფილი და ლეგენდარული ბაიერნელი, "შალკეს" შესაფერისი ტიპი არ არის.

"გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, სპეკულაციებზე კი კომენტარის გაკეთება არ მსურს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ შტეფან ეფენბერგს დიდ პატივს ვცემ და მჯერა, რომ დიდი მწვრთნელი გახდება," - ეს "შალკეს" მენეჯერი ჰელდტის სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ ახლა "შალკეს" დროებით იენს კელერი წვრთნის და არც ისაა გამორიცხული, მომავალ სეზონშიც დატოვონ. თუმცაღა, ჰელდტს გაცილებით სახელოვანი სპეციალისტის მიყვანა უნდა.

თავად ეფენბერგმა "შალკესთან" კონტაქტი არც უარყო და არც დაადასტურა:

"კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი მიზანი ბუნდესლიგაში მუშაობაა. მინდა, წარმატებული მწვრთნელი გავხდე და ამისათვის კარგი პირობებია საჭირო. "შალკეს" ეს პირობები აქვს, მაგრამ პირობები სხვა კლუბებსაც უვარგათ," - აღნიშნა ეფემ "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ შტეფანმა სამწვრთნელო ლიცენზია კი აიღო, მაგრამ სამწვრთნელო ასპარეზზე ჯერ იოტისოდენა გამოცდილებაც კი არ აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბუნდესლიგა. XXXI ტურის შეჯამება: ჰუნტელაარი ზღაპრულად დაბრუნდა!

NIKA
არ გამიფრენია
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა