ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბობ და მაიკ ბრაიანები - რეკორდსმენი ტყუპები

ბობ და მაიკ ბრაიანები - რეკორდსმენი ტყუპები

კარიერული შლემისა და წყვილებში ყველა ძირითადი რეკორდის მფლობელ ბობ და მაიკ ბრაიანებს 35 წელი შეუსრულდათ
ბობ და მაიკ ბრაიანები აუცილებლად შევლენ ჩოგბურთის ისტორიაში. ამერიკელმა ტყუპმა ძმებმა წყვილთა თანრიგში პრაქტიკულად ყველა ძირითადი რეკორდი გადაწერეს. ამ დუეტმა ყველაზე დიდხანს გაძლო რეიტინგის პირველ საფეხურზე - ჯამში 309 კვირა.

ძმებს 80-ზე მეტი ტიტული აქვთ მოგებული (86 ბობს და 88 მაიკს, რომელმაც 2002 წელს სხვა პარტნიორებთან - მარკ ნოულსთან და მაეშ ბჰუპატისთან ერთად მოიგო ორი ტურნირი) და უკვე დიდი ხანია გაუსწრეს ლეგენდარულ ავსტრალიელებს - ტოდ ვუდბრიჯსა და მარკ ვუდფორდს, რომელთა ანგარიშზე 61 ტიტული მოდის. ძმებმა “ვუდისებს” “დიდი სლემის” ტურნირებზე გამარჯვებების რაოდენობითაც გადააჭარბეს – 13 11-ის წინააღმდეგ. სხვათა შორის, ამ სიაში მეორე ადგილზე არა “ვუდისები”, არამედ სხვა ავსტრალიელები არიან – ჯონ ნიუკომბი და ტონი როჩი 12 ტიტულით.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 1978 წლის 29 აპრილს ჯერ მაიკი გაჩნდა, ორი წუთის შემდეგ კი ბობი. მათმა მშობლებმა, რომლებიც თავადაც თამაშობდნენ ჩოგბურთს (ბრაიანების დედა პროფესიულ ტურშიც კი გამოდიოდა და 1965 წელს, უიმბლდონის მეოთხედფინალისტი იყო მიქსტში), ტყუპები მაშინვე ჩოგბურთზე შეიყვანეს, როგორც კი ბავშვებმა სიარული ისწავლეს. საინტერესოა, რომ ადრეულ ასაკში მშობლები უკრძალავდნენ ძმებს ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშს: თუ წილისყრა ერთეულთა თანრიგში მათ ერთმანეთს შეახვედრებდა, რომელიმე მათგანი ტურნირიდან უნდა მოხსნილიყო და გზა მეორესთვის დაეთმო.

იუნიორთა დონეზე ბრაიანებმა ერთი მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვეს, როცა ამ ასაკობრივ კატეგორიაში თავიანთ ბოლო ტურნირში - აშშ-ის ღია ჩემპიონატში (1996) გაიმარჯვეს. თუმცა იუნიორთა და ბავშვთა დონეზე ძმებმა შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს - მათ წყვილთა თანრიგში 100-ზე მეტი ტურნირი მოიგეს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ისინი, ძირითადად, საკუთარი უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდნენ და 1998 წელს, სტუდენტურ დონეზე წყვილებისა და გუნდური ტიტულები მოიგეს. გარდა ამისა, ბობი ერთეულებშიც გახდა ჩემპიონი.

მომავალშიც სწორედ ცაცია ბობი თამაშობდა უფრო უკეთ ერთეულთა თანრიგში. მან ორი ტიტული მოიგო “ფიუჩერსებზე”, იმ დროს, როცა მაიკს მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ერთხელაც არ აუღია ერთეულებს შორის ტიტული. ის მხოლოდ იმით დაიკვეხნის, რომ თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ერთეულთა მატჩში (2001 წლის ამერიკის ღია პირველობაზე) ანდრე აგასისი წინააღმდეგ ითამაშა. ბობმა, საბოლოოდ, ორი ტიტული მოიპოვა “ჩელენჯერებში” და ისეთ ჩოგბურთელებთან მოგებით იწონებს თავს, როგორებიც იყვნენ ტიმ ჰენმანი, მაქს მირნი, ნიკოლა ესკუდე... 2000 წელს ის ახლოს იყო ტოპ-ასეულთან, როცა 116-ე ადგილამდე მიაღწია რეიტინგში, მაგრამ 2003 წლის შემდეგ, საბოლოოდ მიატოვა ერთეულთა თანრიგი.

მათი მთავარი მოწოდება წყვილებში თამაში იყო. თუმცა აქ ძმები დიდი ხანი ვერ ახერხებდნენ სერიოზული წარმატების მიღწევას. ისინი იგებდნენ ტურნირებს “ჩელენჯერებზე”, “ფიუჩერსებზე”, მაგრამ ეს არ იყო იმ დონის გამარჯვებები, რაზეც ტყუპები ოცნებოდნენ. ATP-ის ტურში პირველი წარმატება 2001 წელს მოვიდა - მაშინ ძმებმა მოიგეს მემფისში, ლონდონში, ნიუპორტსა და ლოს ანჯელესში. გარდა ამისა, ძმები პირველად გავიდნენ “დიდი სლემის” ტურნირის ნახევარფინალში - ეს უიმბლდონზე მოხდა. ანალოგიური შედეგი ჰქონდათ მათ ლონდონში მომდევნო წელს, რასაც დაემატა აშშ-ის ღიას ნახევარფინალი, რისი წყალობითაც კარიერაში პირველად მოხვდნენ რეიტინგის საუკეთესო ათეულში. 2003 წელს კი მაიკმა და ბობმა მოიგეს “დიდ სლემზე” თავიანთი პირველი ტიტული, თანაც, მოულოდნელად, როლან გაროსზე გაიმარჯვეს (სხვათა შორის, ის გამარჯვება პარიზულ გრუნტზე დღემდე ერთადერთია ამერიკელთა კარიერაში). ოდნავ მოგვიანებით, ცინცინატიში გამარჯვებისა და აშშ-ის ღიას ფინალში გასვლის შემდეგ, ბრაიანები მსოფლიოს პირველი ნომრები გახდნენ. თუმცა ლიდერობა დიდი ხნით ვერ შეინარჩუნეს და პირველი ადგილი მაქს მირნის დაუთმეს.

ალბათ, აზრი არ აქვს ყოველ მომდევნო სეზონში ძმების შედეგების ჩამოთვლას. 2002 წლიდან მოყოლებული, ისინი სეზონში მინიმუმ ხუთ ტურნირს იგებენ და დღეისთვის, ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი ტიტული აქვთ შეგროვებული: მათ კოლექციაში არ არის მხოლოდ შანხაის მასტერსზე გამარჯვება. 2005 წელს, ავსტრალიის ღია პირველობიდან დაიწყო მათი სარეკორდო სერია - ზედიზედ შვიდი ფინალი “დიდი სლემის” ჩემპიონატებზე. პირველი სამი ფინალი ძმებმა წააგეს, მაგრამ შემდეგ მოიგეს 2005 წლის აშშ-ის ღია, მომდევნო სეზონში კი ავსტრალიასა და უიმბლდონზე იყვნენ პირველები, რითაც “კარიერული სლემი” შეაგროვეს. ბობ და მაიკ ბრაიანებს შეეძლოთ ჯონ მაკინროის რეკორდის დამხობა, რომელიც წყვილთა რეიტინგს ზედიზედ 108 კვირა ლიდერობდა, მაგრამ სულ ცოტა დააკლდათ, რადგან იმავე მირნიმ ჩამოართვა ლიდერობა.

2007 წელს, ბრაიანებმა დევისის თასიც მოიგეს. ძმებმა დიდი წვლილი შეიტანეს ამ ტიტულის მოპოვებაში, როცა მთელი ტურნირის განმავლობაში წყვილთა ოთხი მატჩი მოიგეს. ერთეულებში კი დამაჯერებლად მოქმედებდნენ ენდი როდიკი და ჯეიმს ბლეიკი. 2008 წელს, ბობი და მაიკი პეკინის ოლიმპიადის ფავორიტები იყვნენ, მაგრამ ნახევარფინალში სენსაციურად წააგეს როჯერ ფედერერთან და სტანისლას ვავრინკასთან, რომლებმაც, საბოლოოდ, ოქროს მედალი აიღეს. ამერიკელები კი ბრინჯაოს დასჯერდნენ, როცა მესამე ადგილისთვის მატჩი მოუგეს არნო კლემანსა და მიკაელ ლოდრას. სამაგიეროდ, ბრაიანებისთვის ტრიუმფალური აღმოჩნდა ლონდონის ოლიმპიადა. იქ ფინალში მათ ისევ ლოდრა დაუპირისპირდა, რომლის პარტნიორი, ამჯერად, ჟო-ვილფრიდ ცონგა იყო.

ამ მომენტისთვის ძმების მიერ მოგებული მატჩების რაოდენობა 800-ს გადაცდა. მსოფლიოში ყველაზე შეთამაშებული დუეტი დამაჯერებლად ლიდერობს რეიტინგში - უახლოეს მდევრებს მარკ ლოპესსა და მარსელ გრანოლერსს ოთხი ათასზე მეტი ქულით უსწრებენ. მართალია, ბრაიანებს 35 წელი შეუსრულდათ, მაგრამ კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობენ - ყოველ შემთხვევაში, მსგავსი განცხადება მათგან არ მოგვისმენია. წყვილთა თანრიგში სავსებით შესაძლებელია 40 წლამდე თამაში, მთავარია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აიცილო თავიდან. თუ ასე მოხდა, სავსებით შესაძლებელია, ძმებმა თავიანთი ტიტულების რაოდენობა ასამდე აიყვნენ: მაიკს ამისთვის 12 მოგება სჭირდება, ბობს – 14.

დოსიე

ბობ ბრაიანი/მაიკ ბრაიანი

დაიბადნენ 1978 წლის 29 აპრილს კამარილიოში (აშშ)

ცაცია/მემარჯვენე

სიმაღლე: 193/190 სმ

წონა: 87 კგ

კარიერის დასაწყისი: 1998

საპრიზო თანხა კარიერაში: $9 962 750/$9 733 8277

უმაღლესი პოზიცია წყვილებში: 1 (8.09.03)

მიმდინარე პოზიცია წყვილებში: 1 (29.04.13-დან)

მოგება/წაგება წყვილებში: 804 და 256/818 და 258

ტიტულები წყვილებში: 86/88

დიდი სლემი

ავსტრალია - 6 (2006, 2007, 2009-11, 2013)

როლან გაროსი - 1 (2003)

უიმბლდონი - 2 (2006, 2011)

აშშ - 4 (2005, 2008, 2010, 2012)

დევისის თასის მფლობელი - 2007

ოლიმპიური ჩემპიონი (2012), ბრინჯაოს პრიზიორი (2008)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლონდონში პრიზები დარიგდება

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა