"აზერბაიჯანთან 0:3 რომ წავაგეთ, პორტუგალიელმა თანაკლუბელებმა დამცინეს"

18 წლის ქართველმა პორტუგალიური გრანდიდან წასვლა გადაწყვიტა. მირცხულავა ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებულ "ბენფიკას" ძირითად შემადგენლობაში კვირაში ორ-სამჯერ მაინც ვარჯიშობს. ამის მიუხედავად, ქართველ მცველს მხოლოდ ლისაბონელთა დუბლშემადგენლობაში სათამაშო პრაქტიკა არ აკმაყოფილებს და სწორედ ეს გახდა მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

ბაქარს გუშინ დავუკავშირდით და ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე დავეკითხეთ.

"ლისაბონის "ბენფიკაში" გატარებული 3 წლით ძალიან კმაყოფილი ვარ. აქ ყველანაირი პირობაა, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო, ივარჯიშო და ასე შემდეგ. წელს დუბლებში თითქმის ყველა შეხვედრა ძირითადში დამაყენეს და ვიცე-კაპიტნად დამნიშნეს. ეს ქართველი ბიჭისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამის მიუხედავად, აქ დარჩენა აღარ მინდა, რადგან სხვა გამოწვევა მიზიდავს. მინდა, ძალები სხვაგან მოვსინჯო. "ბენფიკაში" თავისებური საკადრო პოლიტიკაა და ფეხბურთს სხვანაირად უდგებიან. პირველ გუნდში დაბალი ასაკიდან და დუბლებიდან გადასვლა რთულია, ძირითადისთვის მოთამაშეებს ყიდულობენ. აქ დუბლების ასაკს მორჩები და შემდეგ სხვა გუნდი უნდა მოძებნო. მესამე წელია "ბენფიკაში" ვარ და ბევრი რამ ვისწავლე, ფეხბურთშიც, ცხოვრებაშიც... "ბენფიკას" სკოლა ძალიან წამადგა. ჯერ კიდევ მოქმედი კონტრაქტი მაქვს, მაგრამ 99%-ით შემიძლია გითხრათ, რომ ამ გუნდიდან მაინც წავალ", - ამბობს მირცხულავა.

მცირე ხნის წინ "ლელოსთან" ინტერვიუში ბაქარმა თქვა, რომ "ბენფიკას" საჩემპიონო ლიგის განაცხადში შეიყვანეს, რასაც საქართველოში სკეპტიკური გამოხმაურება მოჰყვა. მირცხულავას ამის თაობაზე კიდევ ერთხელ ვკითხეთ.

"ბენფიკას" დუბლების მწვრთნელმა მითხრა, რომ ჩემპიონთა ლიგაში თამაშის თეორიული შანსი გამიჩნდა, რადგან უეფას მოთხოვნით, განაცხადში ერთი მცირე ასაკის ფეხბურთელი აუცილებლად უნდა იყოს და "ბენფიკამ" ასეთად შენ შეგარჩიაო. მეტი არაფერი ვიცი და არც არავისთვის მიკითხავს - ვთქვი ის, რაც მითხრეს, ჩემით სიტყვაც არ დამიმატებია".

მირცხულავა არ ამხელს, თუ რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას: "თუ პორტუგალიაში დავრჩები, მხოლოდ "ბენფიკაში", მაგრამ ამ ქვეყანაში დარჩენა აღარ მინდა, სხვა ქვეყნისკენ მიმიწევს გული, თორემ "ბენფიკაზე" უკეთესი გუნდი პორტუგალიაში არ არის. არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ წინასწარ თქმა არ მინდა. ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ "ბენფიკადან" კონტრაქტის ამოწურვამდე ან დამთავრებამდე უეჭველი წავალ. როდის მოხდება ეს - იანვარში ან ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის დროს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ გადაწყვეტილება უკვე მივიღე".

ვლადიმერ გუცაევმა ბაქარი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახა. ამ გუნდმა პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები გამართა და ტურნირს გამოეთიშა. რა მოუვიდა გუნდს, როცა ორი ტურის შემდეგ ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა და როგორ დამარცხდა აზერბაიჯანთან 0:3?

"პირველ შეხვედრაში ბერძნებს ვაჯობეთ და 1:0 მოვუგეთ. წარმატებას იმიტომ მივაღწიეთ, რომ ბიჭებმა მოედანზე სული და გული ჩადეს და ძალიან მოვინდომეთ. მეორე და მესამე ტურში რა მოგვივიდა, ეს ჩვენც არ ვიცით. ფაქტია, რომ პორტუგალიასა და აზერბაიჯანთან ძალიან ცუდად ვითამაშეთ და შედეგიც სახეზეა და ორივე წავაგეთ... ალბათ, პერველი მატჩის მოგებით გვეგონა, აზერბაიჯანის ნაკრებთანაც თავისუფლად გავიმარჯვებდით. მაგრამ ფეხბურთში მოდუნებას კარგი არაფერი მოაქვს. ბიჭებს არც განწყობა გვქონდა, როდესაც მოედანზე გავედით".

რატომ არ ჰქონდათ სათამაშო განწყობა, ამ კითხვაზე მირცხულავა კონკრეტულს არაფერს ამბობს, ეგ მე არ უნდა მკითხოთო...

ბაქარმა შესარჩევ ტურნირში ბენფიკელი თანაგუნდელების წინააღმდეგ ითამაშა, რომლებიც ქართველთა წარუმატებლობით გაოცებულები დარჩნენ.

"ლისაბონის "ბენფიკადან" პორტუგალიაში ორი ფეხბურთელი გამოდიოდა და ორივე ძირითადში - ერთი ნაკრების კაპიტანი იყო, რუბენ პინტო. სხვათა შორის, გუნდში დაბრუნების შემდეგ ვილაპარაკეთ და გაუკვირდათ, 0:3 რომ წავაგეთ. მათაც ეგონათ, რომ ბოლო თამაშს აზერბაიჯანელებს მოვუგებდით. წაგების გამო ცოტა კი დამცინეს, მაგრამ ესეც ავიტანე. ისე მართალიც იყო -დასაცინი არ ხარ, როდესაც აზერბაიჯანელებთან 0:3 წააგებ? პასუხიც არ გამიცია, ნათქვამი მივიღე", - ამბობს მირცხულავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა