საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდის ვარიანტები: "ტორინო", "კალიარი", "ჯენოა"...
რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში "ალანიამ" ვლადიკავკაზში "კრასნოდარს" უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ "ალანიას" შემადგენლობაში გამოჩნდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია. ის მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა - ეს იყო გიორგის მიერ "ალანიას" შემადგენლობაში ჩატარებული მე-3 მატჩი.

მცირე ხნის წინათ პოპულარულმა იტალიურმა გამოცემა "ტუტოსპორტმა" გაავრცელა ცნობა, თითქოს ჭანტურიას გადაბირება სერია A-ს "ტორინოს" სურს.

Sportall.ge-სთან საუბარში ჭანტურიამ ეს ამბავი იუცხოვა, თუმცა თქვა, რომ იტალიაში დაუფიქრებლად გადავიდოდა.

19 წლის ქართველის სატრანსფერო უფლებები არნემის "ვიტესს" ეკუთვნის, რომლის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა.

"ლელომ" ახალი ინფორმაციები მოიპოვა. მალე რუსეთის ჩემპიონატი დასრულდება, გიორგის ოსურ კლუბთან იჯარის ვადა უმთავრდება და შევიტყვეთ, რომ "ალანიაში" აღარ ითამაშებს, მაგრამ ვლადიკავკაზელებმა ჟორდანიასგან ჭანტურიას ტრანსფერის გამოსყიდვაზე საბოლოო უარი მიიღეს და ამიტომაც არ ათამაშებდნენ.

ზაფხულში კი გიორგის იტალიაში გადასვლის საკითხი განიხილება. ესაა ყველაზე საინტერესო - ლაპარაკია არა მხოლოდ "ტორინოზე", არამედ "კალიარიზე".

და კიდევ: კვლავ გააქტიურდა "ჯენოა", რომელიც შარშან მზად იყო, ჰოლანდიური კლუბიდან ქართველი თავდამსხმელის გამოსასყიდად 4 მილიონი ევრო გადაეხადა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭანტურია: სერია A-ში დაუფიქრებლად გადავიდოდი

გიორგი ჭანტურიას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა

გიორგი ჭანტურია: ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ "ვიტესში" აღარ დავბრუნდე!

გიორგი ჭანტურია: ყველაფერი ვლადიმერ გუცაევმა გამიკეთა

გიორგი ჭანტურია: საქართველოს ნაკრებს კარგი მწვრთნელი სჭირდება! [VIDEO]

"გამოჩნდა ბარსელონური ტექნიკა" - გიორგი ჭანტურია გაზაევსაც მოსწონს [VIDEO]

გიორგი ჭანტურია: "ბარსელონაში" დარჩენას მთავაზობდნენ, მაგრამ არ ვისურვე

eeeee
აღარ მაქვს იმედი რომ ეს ბიჭი ვარსკვლავად ჩამოყალიბდება, მის ასაკში მხოლოდ იმაზე უნდა ფიქრობდეს როგორ მოუმატოს თამაშს და არა სატრანსფერო ინტრიგებზე, თუ ფიქრობს რომ ვარსკვლავია ძალიან შემცდარა ჯერჯერობით არაფერი ღირებული არ გაუკეთებია
dudu
აი, ეგრე უწევენ დათვურ სამსახურს ქართულ ფეხბურთს დაა კონკრეტულ ფეხბურთელებს ჟურნალისტები, როცა დაუმსახურებელი ქებით ცაში აყავთ ახალგაზრდა მოთამაშეები.
joni
ეგ ზღაპრები ბებიათქვენს მოუყევით,გაახურეთ საქმე!!!
uro
არ დაუთმო კი არა ტოროლა!თავიდან როცა ალანიაში გადიოდა სულ სხვანაირად მღეროდა.
siko
ეგრე არ ჯობია? ცოტა ინტერესი მიეცა ცხოვრებას. საინტერესოა რომელ იტალიურ გუნდს ამოირჩევს? ან იმათ რად უნდათ? ფეხბურთის თამაში ამან არ იცის, არც მაკარონის გაკეთება, არა მგონია ხატვაში ერკვეოდეს ან ლასკალა გაქაჩოს. მაინც იქ რა უნდა?
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა