კარგა ხნის უქმობის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი ისევ დაუბრუნდა კორტებს
კარგა ხნის უქმობის შემდეგ ანა ტატიშვილი ისევ დაუბრუნდა კორტებს.

ძალები მან ოეირაშის (პორტუგალია) ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) მოსინჯა.

პირველ სეტში ჩვენებური ბელგიელ იანინა ვიკმაიერს, ფაქტობრივად, უბრძოლველად დანებდა - 1:6, მეორე ხელს კი 5:4-ს იგებდა და წონასწორობის აღსადგენად ერთი გეიმის მოგება სჭირდებოდა, მაგრამ ბელგიელმა იყოჩაღა და ტატიშვილს 7:5 სძლია.

ქართველმა ჩოგბურთელმა 30 აპრილს წყვილებში, ავსტრიელ ტამირა პაშეკთან ერთად, სტარტზე მეგან მულტონ-ლევისა (აშშ) და ალისია როსოლსკას (პოლონეთი) დუეტს მოუგო - 5:7, 6:4, 10:6.

მეოთხედფინალში იგი ვანია კინგისა (აშშ) და მონიკა ნიკულესკუს (რუმინეთი) მძლეველ (2:6, 7:5, 13:11) დარია ჯურაკისა (ხორვატია) და კატალინ მაროშის (უნგრეთი) ტანდემს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ტატიშვილი 907 ქულით მსოფლიო რეიტინგში 68-ეა.

დანარჩენ ქართველ ჩოგბურთელთა მაჩვენებლები ასეთია: 249 (255). სოფიო შაფათავა (212 ქულა), 328 (377). ოქსანა კალაშნიკოვა (132), 407 (407). მარგალიტა ჩახნაშვილი (87), 478 (482). სოფიო ქვაცაბაია (66), 517 (518). ეკატერინე გორგოძე (56). 823 (815). ნათია გეგია (18), 1140 (1143). ანი გოგვაძე (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა