იტალიაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვის განვლილი უქმეები წარმატებული გამოდგა
განვლილი უქმეები იტალიაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებული გამოდგა. გაიმარჯვა სამივე ჩვენიანის გუნდმა. "უქმეები" კი ვთქვით, მაგრამ კალათბურთელებმა დიდი ბრძოლა გადაიტანეს და ბევრი ოფლიც დაღვარეს - მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" რომს ჩრდილოეთიდან დაესხა თავს და "ლოტომატიკა" 78:66 დაამარცხა; ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" მომხდური "აველინო" შინ გაწბილებული გააბრუნა - 73:66; ნიკა მეტრეველის "რიმინის" მეტოქე "ბარსელონამ" 91 ქულა კი ჩააგდო, მაგრამ მასპინძლებისგან 95 მიიღო.

მარკოიშვილის რომაული მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 17 წუთი, 8 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება. ქართველმა უკანახაზელმა 2-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, საჯარიმოებიც ზუსტად ასეთი რაოდენობითა და შედეგიანობით ისროლა. გამოცემა "ტუტობასკეტისგან" მანუჩარმა 6.5 ბალი დაიმსახურა. მასზე მეტი მხოლოდ ორ კანტუელს ჰქონდა - ლეუნენს (7) და გრინს (7.5). პირველმა 16 ქულა ჩააგდო, მეორემ - 11 ქულა და 6 პასი მიითვალა. მართალია, მანუ 10 ქულას ვერ ასცდა, მაგრამ მისი ტყორცნები ჩრდილოელებს წარმატების მიღწევაში ძალიან დაეხმარა. ამას კანტუელთა საიტზე გამოქვეყნებული მატჩის მიმოხილვაც გვიდასტურებს: "მესამე პერიოდის ბოლოს მწვრთნელმა ანდრეა ტრინჩიერიმ მოედანზე დააბრუნა ორტნერი და მარკოიშვილი და შედეგიც მიიღო - 51:41 "კანტუს" სასარგებლოდ...

მესამე ათწუთეულში ყველაზე დიდი სხვაობა მარკოიშვილის სამქულიანის შემდეგ დაფიქსირდა - 56:44.

როგორც სტაბილურ გუნდებს სჩვევიათ, "კანტუმ" 12-ქულიანი უპირატესობა არ გაანიავა და საფინალო სირენამაც ასეთი ანგარიში დააფიქსირა - 78:66.

შეგახსენებთ, რომ "კანტუმ" "ლოტომატიკა" რომში შარშანაც დაამარცხა.

- "აველინოსთან" მატჩის წინ ძალიან მეშინოდა. განსაკუთრებით მეტოქის ტანდაბლები მაფიქრებდნენ. თუმცა, საბოლოოდ დაცვაში შესანიშნავად გავისარჯეთ და სეზონში მეორე მატჩიც მოვიგეთ, - ამოისუნთქა "ვირტუსის" თავკაცმა ლარდო ლინომ.

მას "აველინოს" წინახაზელებისა იმიტომ არ ეშინოდა, რომ სანიკიძის იმედი ჰქონდა. ფაქტია: მეორე ტაიმში რამდენჯერაც ვიქტორი მოედნიდან გავიდა, "აველინო" "ვირტუსს" იმდენჯერ წამოეწია და მწვრთნელი იძულებული გახდა, ქართველი მოედანზე დაებრუნებინა. ბოლონიელებმა პირველი სერიოზული გაქცევა მეორე პერიოდის ბოლოს მოაწყვეს: კოპონენის 4 ქულას ვიქტორმა ჯერ ორქულიანი მიაყოლა, შემდეგ სამიანი და - 44:30.

მესამე პერიოდს სანიკიძე სათადარიგოთა სკამზე შეხვდა და 7 წუთში "აველინომ" ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა (43:48). ჩვენიანი მოედანს სწორედ 27-ე წუთზე დაუბრუნდა და "ვირტუსმა" 9:0 სპურტი "გამოაცხო", რომლის დროსაც ორი ქულა ქართული იყო (მოხსნებზე არაფერს ვიტყვით). 35-ე წუთზე, მაშინ, როცა ვირტუსელთა უპირატესობა 14 ქულას შეადგენდა, ლინომ სანიკიძის დასვენება გადაწყვიტა, თუმცა მომდევნო ორ წუთში მასპინძლებმა ქულა ვერ ჩააგდეს და სტუმართათვის "თარსი" მე-13 ნომერი მოედანს დაუბრუნდა. "აველინოს" "გამშრალი" კალათი სწორედ სანიკიძემ დაასველა, რასაც პოეტას სამი ქულა მოჰყვა და სირენამდე წუთით ადრე "ვირტუსი" კვლავ 10 ქულით დაწინაურდა - 67:57. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.

ამ მატჩის მსვლელობისთვის თვალის დევნება საინტერესო გახლდათ: ბოლონიელები რამდენჯერაც 10-ზე მეტი ქულით სხვაობით დაწინაურდნენ, მწვრთნელმა ვიქტორი იმდენჯერ დაასვენა. არადა, მას ორმაგ დუბლამდე ცოტა უკლდა. მატჩის ინტერნეტ-მსვლელობის შემყურემ გავიფიქრე - ნეტავ, "აველინო" ცოტა წამოეწიოს, რომ სანიკიძე მოედანზე დაბრუნდეს-მეთქი. ასეც ხდებოდა, თუმცა ჩვენიანს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - 14 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი.

ნიკა მეტრეველმა "ბარსელონასთან" (საინტერესოა, რომ ამ იტალიურ კლუბს ემბლემაზე კატალონიის დროშა ახატია) 7 წუთში 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

"რიმინის" 5 ტურის შემდეგ 4 მოგება აქვს და "ლეგადუეს" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. პირველია უდინეს "სნაიდერო".

"ვირტუსსა" და "კანტუს" 2-2 მოგება და თითო წაგება უწერიათ. ასეთი მაჩვენებელი კიდევ ექვს გუნდს აქვს. სამი ტურის შემდეგ უდანაკარგო მხოლოდ მილანის "არმანია".

shoda
ძაან განათლდა ჩვენი ახალგაზრდობა> სპურტი კი არა "კუტუ".
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს