"რენი" ფრანგული ფეხბურთის ელიტას შეუერთდა და ლიგა 1-ში მე-2000 მატჩი გამართა
"რენი" ფრანგული ფეხბურთის ელიტას შეუერთდა და ლიგა 1-ში მე-2000 მატჩი გამართა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ შეხვედრაში შეწყდა ფრედერიკ ანტონეტის გუნდის ორთვიანი მოუგებელი სერია. ამ ტურში გამოირჩა მატიო ვალბუენაც, ვინც "ლორიანთან" მოგებულ შეხვედრაში (1:0) შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა...

მთავარი:

2000 - "რენმა" ბრეტანულ დერბიში "ბრესტთან" 2:0 იმარჯვა და თებერვლის დასაწყისის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. გარდა ამისა, ანტონეტის გუნდი გახდა მე-9 კლუბი ლიგა 1-ის ისტორიაში, რომელმაც საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში 2000-მატჩიანი ნიშნული გადალახა. სხვა გუნდები არიან: "სოშო" (2 326 მატჩი), "მარსელი" (2 242), "ბორდო" (2 208), "სენტ ეტიენი" (2 196), "ლანსი" (2 082), "მეცი" (2 042), "სტრასბურგი" (2 016) და "მონაკო" (2 000).

გუნდური მიღწევები:

51 - კლოდ პუელის ხელში "ნიცა" შესანიშნავად გამოიყურება. ზღვისპირელები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან, რაც მათი შეტევის დამსახურებაა. ამ სეზონში "ნიცას" უკვე 51 გოლი აქვს გატანილი (მეექვსე შედეგი ლიგაში) - ამდენი გოლი კლუბმა ბოლოს 1979/80 წლების სეზონში გაიტანა, როდესაც ჩემპიონატი 53 გატანილი ბურთით დაასრულა.

9 - "აიაჩომ" "მონპელიეს" 2:1 მოუგო და სეზონში მე-9 გამარჯვება მოიპოვა, რაც 1971/72 წლების სეზონის შემდეგ კორსიკელთა საუკეთესო შედეგია. იმ სეზონში "აიაჩომ" ჩემპიონატი 12 მოგებით დაასრულა.

5 - "პარი სენ ჟერმენმა" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. პარიზელებმა გასვლაზე "ევიანი" დაამარცხეს (1:0) და "მარსელთან" არსებული 9-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს. აღსანიშნავია, რომ ანჩელოტის ხელმძღვანელობით, პსჟ-ს აქამდე ზედიზედ ხუთი მატჩი მოგებული არ ჰქონდა.

ინდივიდუალური მიღწევები:

19 - რენატო სიველიმ ლიგა 1-ში თავისი მე-19 გოლი გაიტანა და სებასტიან პუიგრენიეს წამოეწია. ეს ორი ფეხბურთელი ლიგა 1-ში მოთამაშე მცველებს შორის საუკეთესო ბომბარდირებში ლიდერობს.

1 - ვინსენტ ნოგეირამ "ლილს" ორი გოლი გაუტანა და "სოშოს" საოცარ შეხვედრაში ქულა მოუტანა. ნოგეირამ კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა. გარდა ამისა, 25 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში თავისი პირველი გოლები შეაგდო.

3 - მატიო ვალბუენამ "ლორიანთან" გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა და "მარსელს" 1:0 მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ "ოლიმპიკმა" ამ ანგარიშით უკვე მე-12 თამაში მოიგო (სულ 19 გამარჯვება). თავად ვალბუენას ანგარიშზე უკვე სამი გოლია. 28 წლის ნახევარმცველმა მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წელს "ოლიმპიკის" ნამდვილი ლიდერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგა 1. XXXIV ტური: "სოშოს" მცირე სასწაული [VIDEO]

რჩება თუ არა პსჟ-ში და აგრძელებს კონტრაქტს - დემბელემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის