The Ring Magazine წონითი კატეგორიის გაუთვალისწინებლად ადგენს საუკეთესო მოკრივეთა ტოპ-ათეულს
ცნობილია, რომ პოპულარული ამერიკული გამოცემა - The Ring Magazine წონითი კატეგორიის გაუთვალისწინებლად ადგენს საუკეთესო მოკრივეთა ტოპ-ათეულს, რომელიც მრავალი წელია, დიდი პოპულარობითა და ავტორიტეტით სარგებლობს.

მაგრამ მას შემდეგ, რაც გამოცემის მფლობელი გახდა პრომოუტერული კომპანია Golden Boy და ჟურნალიდან დაითხოვეს მთავარი თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელი იყო TOP10-ის შედგენაზე, აღნიშნული რეიტინგის მომდევნო ცვლილებებმა სულ უფრო და უფრო მეტი კითხვა და კამათი გააჩინა. მაგალითად, ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ გილერმო რიგონდო, რომელმაც ამას წინათ დამაჯერებლად დაამარცხა ნონიტო დონერი, პირველ ათეულში შეყვანის ღირსია.

აქედან გამომდინარე, საინტერესოა ანალოგიური ალტერნატიული ტოპ-ათეული, რომელიც ინტერნეტ-გამოცემა Fightnews.com-ის ექსპერტთა საბჭომ შეადგინა. რეიტინგის ფორმირების გადამწყვეტი ფაქტორები აქაც ტრადიციულია - გამოსვლის ხარისხი, მეტოქის დონე და მიღწევები.

აი, როგორ გამოიყურება ალტერნატიული ტოპ-ათეული:

1. ფლოიდ მეივეზერი (36 წლის, აშშ, ნახევრად საშუალო)

2. ანდრე უორდი (29 წლის, აშშ, მეორე საშუალო)

3. ხუან მანუელ მარკესი (39 წლის, მექსიკა, ნახევრად საშუალო)

4. მენი პაკიაო (34 წლის, ფილიპინები, ნახევრად საშუალო)

5. სერხიო მარტინესი (38 წლის, არგენტინა, საშუალო)

6. გილერმო რიგონდო (32 წლის, კუბა, პირველი ნახევრად მჩატე)

7. ვლადიმერ კლიჩკო (37 წლის, უკრაინა, სუპერმძიმე)

8. ნონიტო დონერი (30 წლის, ფილიპინები, პირველი ნახევრად მჩატე)

9. ტიმოტი ბრედლი (29 წლის, აშშ, ნახევრად საშუალო)

10. საულ ალვარესი (22 წლის, მექსიკა, პირველი საშუალო)

WBC-ის ვერსიით, მეორე ნახევრად საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონმა, ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმის შესახებ, რომ 40 მილიონ დოლარს სთავაზობდა ბრძოლის სანაცვლოდ ფილიპინელ მენი პაკიაოს.

"ჯერ კიდევ მარკესთან შეხვედრამდე დავურეკე მენის და მას 40 მილიონი დოლარი შევთავაზე, მაგრამ პაკიაომ განაცხადა, რომ სურს შემოსავლის თანაბრად განაწილება და ყურმილი დამიკიდა", - ამბობს ამერიკელი მოკრივე.

შეგახსენებთ, რომ მეივეზერი უახლოეს უქმეებზე ჩაატარებს თავის მორიგ შეხვედრას - ის რობერტო გერეროს წინააღმდეგ გავა რინგზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კრივის სამყაროში მეტოქეები დარიგებულია

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა