მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს მშობლიურ ტურნირზე 13-ჯერ უთამაშია
კვლავინდებურად დიდი აჟიოტაჟია ატეხილი იმასთან დაკავშირებით, ითამაშებს თუ არა წელს ბაზელის ტურნირზე ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი.

მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს მშობლიურ ტურნირზე 13-ჯერ უთამაშია და ხუთჯერ მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ფედერერსა და ტურნირის ორგანიზატორებს შორის კონტრაქტი გასულ წელს ამოიწურა. როჯერი ბაზელში გამოსვლას ხელშეკრულების გარეშეც აპირებდა, მაგრამ მოლაპარაკებების დროს გარკვეული უთანხმოება წარმოიშვა.

"როჯერის მონაწილეობა ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტული ამოცანა. ჩვენ მას მომგებიანი წინადადება შევთავაზეთ, აგრეთვე, საკუთარი სპონსორების რეკლამირების შესაძლებლობა მივეცით. ასეთი რამ, პრაქტიკულად, არ ხდება. ჩვენ როჯერის მადლობელი ვართ თანამშრომლობისთვის, მაგრამ მომავალ ტურნირში მისი მონაწილეობა ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის. უკვე გავუგზავნეთ განმეორებითი წინადადება, მაგრამ ის უპასუხოდ დარჩა. ჩვეულებრივ, ჩვენ არ ვიხდით ტურნირში მონაწილეობის სანაცვლოდ თანხებს შვიდნიშნა ციფრით", - ამბობს ტურნირის დირექტორი როჯერ ბრენვალდი.

სხვათა შორის, შეჯიბრის ორგანიზატორები მოელაპარაკნენ რაფაელ ნადალს და ესპანელი წელს ბაზელში ითამაშებს.

ფიშს ისევ გული აწუხებს

ამერიკელმა მერდი ფიშმა უარი თქვა ორ უახლოეს მასტერსში გამოსვლაზე, რომელიც მადრიდსა და რომში გაიმართება. მიზეზი კვლავაც გულთან დაკავშირებული პრობლემებია. ამის გამო ფიშმა შარშანდელი სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა.

ფიშმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორ ტურნირში მიიღო მონაწილეობა - ინდიან უელსსა და სავანაში ითამაშა, მანამდე კი ნახევარი წელი არ გადიოდა კორტზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რაფაელ ნადალის მერვე ტიტული ბარსელონაში

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა