ჰოკეის ეროვნულ ლიგაში სტარტი აიღო პლეი ოფის პირველმა რაუნდმა
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში სტარტი აიღო პლეი ოფის პირველმა რაუნდმა. პირველ დღეს სამი მატჩი გაიმართა და ორში ოვერტაიმი გახდა საჭირო გამარჯვებულის გამოსავლენად.

სწორედ დამატებით დროში მოიგო თავისი პირველი შეხვედრა რეგულარული სეზონის ჩემპიონმა "ჩიკაგო ბლეკ ჰოქსმა", რომელიც შინ იღებდა დასავლეთის მერვე გუნდს "მინესოტა უაილდს".

ექსპერტების შეფასებით, ჩიკაგოელებმა ეს სერია "მშრალი" ანგარიშით უნდა მოიგონ, თუმცა პირველი მატჩი მათთვის "ცივი შხაპით" დაიწყო. უკვე მეხუთე წუთზე ანგარიში გახსნა მინესოტელმა კელ კლატერბეკმა. მეკარე ჯოშ ჰარდინგის (მან შეხვედრაში 35 დარტყმა მოიგერია) ბრწყინვალე თამაშის წყალობით, "ველურებმა" ეს უპირატესობა პირველი პერიოდის ბოლომდე შეინარჩუნეს, მაგრამ მეორე 20-წუთეულის სტარტზე მაინც გაუშვეს ერთი შაიბა - რიცხობრივი უპირატესობისას ჰარდინგს ახლო კუთხეში გაუტანა მარიან ჰოსამ. ამის შემდეგ ძირითად დროში მაყურებელს გოლები აღარ უნახავს.

ოვერტაიმის მე-17 წუთზე კი კლასიკური კომბინაცია გაითამაშეს მასპინძლებმა. ჯონ ოდუიამ მაღალი პასით ცისფერ ხაზთან მიაწოდა შაიბა ვიქტორ სტალბერგს, რომელიც მცველს გაექცა, ფლანგიდან ზუსტი გადაცემით ბრაიან ბიკელი მონახა და ამ უკანასკნელმა მშვიდად მოატყუა ჰარდინგი - 2:1.

ჩიკაგო-მინესოტა 2:1 (ო)

0:1, 1:0, 0:0, 1:0

გოლები: 0:1 კლატერბეკი-1 (სტოუნერი-1), 1:1 მარიან ჰოსა-1 (პ. კეინი-1, კიტი-1), 2:1 ბიკელი-1 (სტალბერგი-1, ოდუია-1).

სერია: 1-0

სენტ ლუისში პარალელურად მიმდინარე შეხვედრაშიც საჭირო გახდა ოვერტაიმის ჩატარება. აქაც მასპინძელმა გაიმარჯვა - "ბლუზმენებმა" მოუგეს სტენლის თასის მოქმედ მფლობელს "ლოს ანჯელეს კინგზს".

აღნიშნულ მატჩში ბოლო მომენტამდე ძალიან დაბალი იყო ოვერტაიმის ალბათობა, რადგან თამაში მასპინძელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ "ბლუზმა" 42 ზუსტი დარტყმა შეასრულა. "კინგზს" კი შეტევაში თამაში არ მისდიოდა და მხოლოდ მეკარე ჯონათან კუიკის ფანტასტიკური თამაშით გადიოდა ფონს.

"სენტ ლუისი" პირველ პერიოდში ალექსანდრ სტინის გოლით იგებდა და 32 წამი ვერ გაძლო. სწორედ ამდენი რჩებოდა საფინალო სირენამდე, როცა "მეფეები" შტურმზე გადავიდნენ, მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეცვალეს და ჯასტინ უილიამსმა შესანიშნავი დარტყმით მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.

ოვერტაიმში კი კალიფორნიელები გათამამდნენ და შეტევაშიც თამამად წავიდნენ. მათ მოგების შესანიშნავი შანსი მიიღეს, როცა ოთხი წუთით გააძევეს მოედნიდან "ბლუზის" ჰოკეისტი კევინ შატენკირკი, მაგრამ აქ ტრაგედია შეემთხვა 40 დარტყმის მომგერიებელ კუიკს. ის კარის უკან ზედმეტად შეყოვნდა შაიბით, რომელიც სტინმა მოპარა და ცარიელ კარში გაიტანა.

სტ. ლუისი-ლოს ანჯელესი 2:1 (ო)

1:0, 0:0, 0:1, 1:0

გოლები: 1:0 სტინი-1 (შატენკირკი-1), 1:1 ჯასტი უილიამსი-1 (დაუტი-1, მუზინი-1), 2:1 სტინი-2.

სერია: 1-0

შედარებით დამაჯერებლად ამ დღეს "ანაჰაიმმა" გაიმარჯვა, რომელმაც 3:1 მოუგო "დეტროიტს".

დასავლეთის მეორე გუნდმა ანგარიში პირველი პერიოდის შუაში გახსნა, როცა კარის წინ დადარაჯებულმა ნიკ ბონინომ მიმართულება შეუცვალა ცისფერი ხაზიდან კემ ფაულერის დარტყმულს. ამ დროს "იხვები" რიცხობრივ უპირატესობაში იმყოფებოდნენ. სტუმრებს ექვსი წუთი დასჭირდათ თანაფარდობის აღსადგენად. "დეტროიტმაც" ზედმეტი ჰოკეისტი გაითამაშა და კარის წინ მარტო დარჩენილმა დანიელ ქლირიმ იონას ჰილერს შანსი არ დაუტოვა.

მესამე გოლიც მატჩში არათანაბარი შემადგენლობებისას გავიდა, თანაც აქ ადგილი ჰქონდა ციფრების მაგიას: 42-ე წუთზე 42 წლის ფინელმა ტეემუ სელიანემ პლეი ოფში თავისი 42-ე შაიბა გაიტანა - მან ერთი შეხებით გაგზავნა კარში შაიბა ბენ ლავჯოის გადაცემის შემდეგ.

წერტილი შეხვედრას ფრანსუა ბოშემენმა დაუსვა, რომელმაც სირენამდე 22 წამით ადრე "დეტროიტის" ცარიელი კარი აიღო.

ანაჰაიმი-დეტროიტი 3:1

1:1, 0:0, 2:0

გოლები: 1:0 ბონინო-1 (ფაულერი-1), 1:1 ქლირი-1 (კინდლი-1, ივსი-1), 2:1 სელიანე-1 (ლავჯოი-1, ბელესკი-1), 3:1 ბოშემენი-1 (გეტცლაფი-1, ვინიკი-1).

სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა