ქალთა საუკეთესო ასეულს სათავეში კვლავ უნგრელი იუდით პოლგარი უდგას
წლეულს მოჭადრაკეთა საერთაშორისო სარბიელზე შესანიშნავი შედეგები აჩვენა ქუთაისელმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ, რომელიც ახლა ინდივიდუალური მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ბოლოდროინდელი წარმატებებით ძაგნიძემ სექტემბრისთვის ფიდეს რეიტინგის ათეულში შეაღწია, გუშინდელი მაჩვენებლებით კი რჩეულებში მე-6 საფეხურზე აინაცვლა.

ქალთა საუკეთესო ასეულს სათავეში კვლავ იუდით პოლგარი (უნგრეთი) უდგას 2686 პუნქტით. მეორე ადგილზეა ინდოელი ჰამფი კონერუ (2600). პირველ ათეულში შემდეგ მოდიან: ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2591), ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2581), კონტინენტის მრავალგზის პრიზიორი ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2576), ნანა ძაგნიძე (2551), მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2548), ოცწლიანებში წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონი ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2530), ორგზის ევროპის ჩემპიონი პია კრამლინგი (შვედეთი, 2526), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2525). მსოფლიოს ამჟამინდელი ჩემპიონი რუსი ალექსანდრა კოსტენიუკი, რომელიც ორი თვის წინათ საუკეთესოთა ათეულში იყო, 2507 პუნქტით ახლა მეთოთხმეტეა, მე-15 ადგილზეა მაია ჩიბურდანიძე (2502). საუკეთესო ასეულში ნოემბრისთვის კიდევ თერთმეტმა ქართველმა დიდოსტატმა დაიბევა ადგილი: 41. სალომე მელია (2449), 46. ბელა ხოტენაშვილი (2440), 48. ლელა ჯავახიშვილი (2438), 49. ნინო ხურციძე (2436), 52. სოფიკო ხუხაშვილი (2430), 60. ანა მათნაძე (2410), 67. ნაზი პაიკიძე (2401), 71. ნინო ბაციაშვილი (2390), 88. თამარ წერეთელი (2379), 91. ინგა ჭარხალაშვილი (2375), 92. მირანდა მიქაძე (2375).

ვაჟთა საუკეთესო ასეულს 2804 პუნქტით სათავეში ჩაუდგა ინდოელი მსოფლიოს ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი. ნორვეგიელი ვუნდერკინდი მაგნუს კარლსენი, რომელიც ორი თვის წინათ პირველზე იყო და საგრძნობლად უსწრებდა მეტოქეებს, 2802 პუნქტით მეორე ადგილზე დაეშვა. მოგეხსენებათ, რომ მან ცუდად ითამაშა ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე, სადაც რამდენიმე პარტია წააგო. ერთ-ერთი _ ბაადურ ჯობავასთან, რომელიც მამაკაცთა ასეულში ერთადერთი ქართველია და 2707 პუნქტით 35-ე ადგილი უკავია (სექტემბრისთვის უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა).

მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში, ანანდისა და კარლსენის გარდა, იმყოფებიან ლევონ არონიანი (სომხეთი, 2801), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2791), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2786), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2771), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2764), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2763), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2760), იუე ვენი (ჩინეთი, 2756).

20-წლიანების ვაჟთა საუკეთესო ოცეულში ქართველთაგან არავინაა, ხოლო გოგონებში ორი წარმომადგენელი გვყავს: 9. ნაზი პაიკიძე (2401) და 18. სოფიკო გურამიშვილი (2319).

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა