MARCA-ს 1-ელი მაისის ნომერში "დინამოსა" და ქართული გუნდის ესპანელი ლეგიონერების შესახებ საინტერესო პუბლიკაცია გამოქვეყნდა
პოპულარული ესპანური სპორტული გამოცემა MARCA-ს 1-ელი მაისის ნომერში "დინამოსა" და ქართული გუნდის ესპანელი ლეგიონერების შესახებ საინტერესო პუბლიკაცია გამოქვეყნდა, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

"დინამო თბილისს", რომლის რიგებშიც 4 ესპანელი მოთამაშე ირიცხება, ლიგაში გამარჯვებას ერთი ნაბიჯი აშორებს.

გარდა ამისა, ჩისკო მუნიოსს 21 გოლი აქვს გატანილი და ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. გუნდი, ასევე, თასის ნახევარფინალშია გასული და დუბლის მოპოვება შეუძლია.

უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელ (1981 წელი), საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონ (1964 და1978 წლებში) და საქართველოს ჩემპიონატის 13-გზის გამარჯვებულ "დინამო თბილისს" უკვე 5 წელია, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული არ მოუპოვებია. ამ ერთგვარი უიღბლობის მოხსნა ესპანელ ფეხბურთელთა ჯგუფმა ითავა.

ჩისკო მუნიოსი, მიკელ ალვარო (გოლის ავტორი ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ გორის "დილასთან" 1-0 დამთავრებულ მატჩში, რამაც ჩემპიონის ტიტულის ბედი თითქმის გადაწყვიტა), უსტარიცი და კარლეს კოტო არიან იმ შემადგენლობის წევრები, რომელიც ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან ერთ ნაბიჯშია.

დარჩენილ სამ თამაშში ერთი გამარჯვება ამ მიზნის მისაღწევად საკმარისია. გარდა ამისა, ჩისკო მუნიოსი ლიგის ბომბარდირია (პიჩიჩი) 21 გოლით.

იხილეთ ვიდეო

"რეკრეატივოს", "ბეტისის" და "ვალენსიას" ყოფილი მოთამაშე გუნდის ცენტრალური ფიგურაა გუნდის, რომლის წევრობაც ძალიან მოსწონს, იმდენად, რომ ესპანეთში დაბრუნებას გამორიცხავს:

"კონტრაქტის თანახმად, ერთი წელი დამრჩა და იმედი მაქვს, ჩემპიონთა ან ევროპის ლიგაში თამაშს მოვახერხებთ. ვიცი, რომ ესპანეთში დაბრუნების შემთხვევაში ამ მიზნებისათვის ვერ ვიბრძოლებ და გარდა ამისა, არსებული კრიზისის გამო გადახდისუნარიანი კლუბების მოძებნაც კი ჭირს. აქ კი საუკეთესო პირობებია".

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ფეხბურთის დონე ახლოსაც ვერ მიდის ესპანურთან, ჩისკო ხაზგასმით აღნიშნავს "დინამოს" განსაკუთრებულ პირობებს და ინფრასტრუქტურას:

"ისეთი ბაზა გვაქვს, რომლის მსგავსიც ჩემი ესპანეთში თამაშის დროს არსად გვქონია, ალბათ, "ვალენსიის" გარდა".

32 წლის ასაკში ჩისკო უკვე სამწვრთნელო კარიერაზე ფიქრობს და ქართულ გამოცდილებას ამ გზაზე მიმავალ პირველ ნაბიჯად აღიქვამს:

"მეხმარება ინგლისურის სწავლა და სამწვრთნელო მუშაობის სხვა ასპექტებზე დაკვირვება".

საქართველოს ნაკრების შესახებ, რომელიც ესპანეთის მეტოქეა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში, აღნიშნავს:

"გუნდი განვითარების პროცესშია, მაგრამ ვერ ვხედავ იმის წინაპირობას, რომ ფინეთის მსგავსად, სიურპრიზი შემოგვთავაზონ. საქართველოში ჩვენ ძალიან გვაფასებენ".

fcdinamo.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა