კიდევ ერთი უბედური შემთხვევა
შვედური გამოცემა Aftonbladet-ის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ აიკ-ის 32 წლის ხორვატი მეკარე ივან ტურინა სტოკჰოლმში საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

"ვადასტურებ, ნამდვილად არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ადგილი ჰქონდა რაიმე ძალადობას. ადგილზე მაშინვე გავჩნდით, როცა შეტყობინება მივიღეთ, მაგრამ უკვე გვიანი იყო," - განუცხადა გაზეთის წარმომადგენელს გამომძიებელმა.

წინასწარი ვარაუდით, ფეხბურთელს გული გაუჩერდა. აიკ-ის პრეზიდენტის იოჰან სეგუის ინფორმაციით, ტურინას გულის პრობლემები ბავშვობიდანვე აწუხებდა, მაგრამ ის ექიმების გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

"დღეს ბაზაზე ყველანი შევიკრიბებით, მაგრამ ვარჯიში არ გვექნება. ყველანი ივანთან მივალთ და მის ოჯახს თანადგომას გამოვუცხადებთ," - განაცხადა პრეზიდენტმა. ზაგრების "დინამოს" ვებგვერდზე უკვე გაჩნდა სამძიმრის განცხადება. კლუბი ყოფილი ფეხბურთელის ოჯახს ყოველმხრივ თანადგომას ჰპირდება. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი მხოლოდ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

გეტყვით, რომ ტურინა აიკ-ში 2010 წლიდან თამაშობდა და გუნდის ძირითად მეკარედ ითვლებოდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ აიკ-მა მას თებერვალში ახალი ხელშეკრულება გაუფორმა. 2006 წელს ის ზაგრების "დინამოს" შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი გახდა და იმავე წელს ჰონკონგთან პირველი და უკანასკნელი თამაში (4:0) ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში. ამას გარდა მას უთამაშია ბერძნული "ქსანტისა" და პოლონური "ლეხის" რიგებშიც.

2007 წელს ტურინა ხორვატიის წლის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. მას ფეხმძიმე მეუღლე და წელიწადზე უფროსი ტყუპი გოგონები დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა