"მილუოკი" უმწვრთნელოდ დარჩა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია აგრძელებს რეგულარული სეზონის შედეგების შეჯამებას. მორიგი ინდივიდუალური პრიზის მფლობელი გახდა "პორტლენდის" გამთამაშებელი დამიენ ლილარდი, რომელიც სეზონის საუკეთესო დებიუტანტად დაასახელეს.

გამოკითხვაში 121 ჟურნალისტი იღებდა მონაწილეობას და ყველამ პირველი ადგილი დამიენს მიანიჭა. NBA-ს ისტორიაში ეს მეოთხე შემთხვევაა, როცა კალათბურთელმა ამ ნომინაციაში ასეთი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. მანამდე ასე მოხდა რალფ სემპსონის (1984), დევიდ რობინსონისა (1990) და ბლეიკ გრიფინის (2011) შემთხვევაში.

ლილარდმა რეგულარული ჩემპიონატის 82 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 19.0 ქულა, 6.5 შედეგიანი გადაცემა და 3.1 მოხსნა დააგროვა. მან გაიმეორა ოსკარ რობერტსონისა და ალენ აივერსონის შედეგი, რომლებმაც თავიანთ სადებიუტო სეზონში 1500 ქულაზე და 500 შედეგიან გადაცემაზე მეტი დააგროვეს.

და კიდევ, ლილარდმა დაამხო დებიუტანტების რეკორდი სეზონში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით - მან 185 შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში და სტივენ კარის შედეგი გააუმჯობესა.

"ვფიქრობ, ეს საუკეთესოა, რაც შეიძლებოდა ჩემს კარიერაში მომხდარიყო, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. წინ მთელი კარიერაა", - ასეთი კომენტარი გაუკეთა ამ პრიზის აღებას ლილარდმა.

აღვნიშნავთ, რომ "პორტლენდის" გამთამაშებელი რეგულარული ჩემპიონატის დროს, ყოველ თვეში დასავლეთი კონფერენციის თვის საუკეთესო ახალბედად სახელდებოდა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ლილარდმა "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" ოსტატობის კონკურსი მოიგო.

ლილარდი "ბლეიზერსის" მეოთხე მოთამაშეა, რომელმაც საუკეთესო დებიუტანტის პრიზი მოიპოვა. მანამდე ამგვარი აღიარება მოიპოვეს - ჯეფ პეტრიმ (1971), სიდნი უიკსმა (1972) და ბრენდონ როიმ (2007).

გამოკითხვის შედეგები

I II III სულ

დამიენ ლილარდი (პორ) 121 - - 605

ენტონი დევისი (ნ. ორლ) - 96 18 306

ბრედლი ბილი (ვაშ) - 14 52 94

ანდრე დრამონდი (დეტ) - 5 21 36

დიონ უეიტერსი (კლი) - 2 15 21

ჰარისონ ბარნსი (გ-სტ) - 1 5 8

კრის კოუპლენდი (ნ-იორ) - 2 2 8

მაიკლ კიდ-გილკრისტი (შარ) - - 3 3

იონას ვალანჩუნასი (ტორ) - - 2 2

ჯონ ჯენკინსი (ატლ) - - 1 1

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კიდევ ერთი პრიზი გასცა - ლიგის ხელმძღვანელობამ დააფასა "დენვერ ნაგეტსის" ფორვარდის, კენეტ ფარიდის საქველმოქმედო საქმიანობა.

კალათბურთელმა მიიღო საპატიო ჯილდო - J. Walker Kennedy Citizenship Award, რომელიც 1975 წელს დაფუძნდა NBA-ს ფუნქციონერის, ჯეიმს უოლტერ კენედის საპატივცემულოდ.

შარშან ამ პრიზის მფლობელი იყო "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ესპანელი ფორვარდი პაუ გასოლი.

"მილუოკი" უმწვრთნელოდ დარჩა

"მილუოკი ბაქსის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ჯიმ ბოილანი. ამის შესახებ გამოაცხადა გუნდის გენერალურმა მენეჯერმა ჯონ ჰემონდმა, რომელმაც ისიც დაამატა, რომ "ბაქსმა" უკვე დაიწყო ახალი დამრიგებლის ძიება.

სინამდვილეში ბოილანი მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებელი იყო სკოტ სკაილზის წასვლის შემდეგ. ჯიმის ხელმძღვანელობით, "ირმებმა" რეგულარულ ჩემპიონატში 22 მატჩი მოიგეს და 28-ჯერ დამარცხდნენ, პლეი ოფის პირველ რაუნდში კი "მილუოკი" 0:4 დამარცხდა "მაიამისთან".

"მილუოკის" მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ ადგილს უწინასწარმეტყველებენ სტენ ვან განდის ან კელვინ სემპსონს.

ასევე მთავარი მწვრთნელის ძიებაშია "შარლოტ ბობკეტსის" მფლობელი მაიკლ ჯორდანი. როგორც ამერიკული პრესა წერს, კლუბის ხელმძღვანელობამ წინასწარი მოლაპარაკებები გამართა "კლივლენდ კავალიერზის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტთან, ნეიტ ტიბეტსთან.

სხვათა შორის, ტიბეტსი შარშან, შემოდგომაზე აცხადებდა პრეტენზიას ამ პოსტზე - ჯერ კიდევ იქამდე, სანამ "ბობკეტსში" მაიკ დანლეპს დაიქირავებდნენ.

ტიბეტსის გარდა, "შარლოტის" მწვრთნელობაზე პრეტენზიას გამოთქვამენ ელვინ ჯენტრი, ქუინ სნაიდერი და უკვე ნახსენები სტენ ვან განდი და სემპსონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"მისტერ ბოქლომი" უმცროსი გასოლი გახდა

[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში - "მაიამი ჰიტმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა
"ლეიკერსი" და ახალი იდენტობა - როგორ იქნება იდეალური ქიმია?!
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან ნადგურდება
ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
დანაკლისი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე - ესპანეთს საქართველოსთან ჰიუსენი ვერ დაეხმარება
კონტრაქტს გაუგრძელებენ - "გალათასარაის" იკარდის შენარჩუნება უნდა
მენიო შესაძლოა, იტალიაში დარჩეს, მაგრამ სხვა გუნდში აღმოჩნდეს
"ნაპოლის" გაძლიერება სურს - ზამთრისთვის "პარტენოპეის" რამდენიმე ვარიანტი აქვს
ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს
ხორვატია ზედიზედ მეოთხედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
თორნიკე შენგელიამ თავის ყოფილ გუნდს 10 ქულა ჩაუგდო - "ბარსელონამ" გაიმარჯვა
ვან დერ ვაარტი: რონალდო ერთადერთია, რომლის სასქესო ორგანო "რეალში" არ მინახავს
[VIDEO] ნადირაძე ზაგრების გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჰანსოკუ-მაკეთი დამარცხდა
[VIDEO] U21. შეცდომები სტანდარტულებისას და გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
ზახარიანმა შეიძლება პსჟ-ში კვარაცხელიასთან ერთად შეუტიოს?
დე ლა ფუენტე: გვსურს, წაუგებელი რეკორდი გავაუმჯობესოთ, მაგრამ ამაზე კონცენტრირებული არ ვართ
"ბორჯღალოსნები" | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
იური ტაბატაძე: ბიჭებმა ვისაუბრეთ და გულშემატკივრებს უნდა დავუფასოთ
სანიოლი: ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო - გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს
საქართველო VS ესპანეთი - ნუთუ, ერთხელ მაინც არ შეგვიძლია?!