ტურინის "იუვენტუსმა" "პალერმო" უნდა დაამარცხოს, რათა სკუდეტო ოფიციალურად მოიპოვოს
XXXV ტურში შესაძლოა მთავარ კითხვას გაეცეს პასუხი და ტურინის "იუვენტუსმა" სკუდეტო ოფიციალურად მოიპოვოს.

ამისთვის, საჭიროა "ბებერმა ქალბატონმა" საკუთარ კედლებში "პალერმო" დაამარცხოს.

მართალია, სიცილიელებს ქულები ჰაერივით სჭირდებათ და შეასკდებიან მეტოქეს, მაგრამ ფავორიტი რომ "იუვეა", ცხადზე უცხადესია...

სკუდეტოს მოლოდინში

ტურინში ყველაფერი მზადაა საიმისოდ, რომ "იუვენტუსის" გულშემატკივრებმა მორიგი სკუდეტო იზეიმონ.

მართალია, ანტონიო კონტე ისევ 3-5-1-1 ტაქტიკას ამზადებს, რომელიც თითქოს ზედმეტად ფრთხილია, მაგრამ გულშემატკივრები მაინც პიემონტელთა ფიესტას ელოდებიან, რაც გოლებში უნდა აისახოს.

ჯანლუიჯი ბუფონიც ამ აზრზეა:

"წინ უდიდესი მატჩი გველის, რომელიც ჩვენი გამარჯვებით უნდა დასრულდეს. თანაც, ძალიან მინდა, რომ სკუდეტო ფეერიული თამაშის შედეგად მოვიპოვოთ და ჩვენი გულშემატკივრები ყველანაირად ვასიამოვნოთ.

მეორე მხრივ, მოდუნება არაფრით არ შეიძლება და მთელი 90 წუთი, მაქსიმალური კონცენტრაციით გვმართებს თამაში".

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანტონიო კონტე კვლავაც 3-5-1-1 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე მირკო ვუჩინიჩს გაამწესებს. ჩერნოგორიელს უკნიდან კლაუდიო მარკიზიო და ნახევარმცველთა ხუთეული დაეხმარება შტეფან ლიხტშტაინერის, ანდრეა პირლოს, პოლ პოგბას, არტურო ვიდალის და კვადვო ასამოას შემადგენლობით.

მოკლედ, ტურინში საჩემპიონო სამზადისია, დანარჩენი კი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

სხვადასხვა მიზნებისთვის

შაბათს გასამართი შეხვედრებიდან ფლორენციული პაექრობა უნდა გამოვარჩიოთ, სადაც ერთმანეთის პირისპირ "ფიორენტინა" და "რომა" წარდგებიან.

დედაქალაქელები ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას ლამობენ, მაშინ, რიდესაც ფლორენციელები სწორედ ამ ტურნირს გაურბიან და ჩემპიონთა ლიგის ზონაში სურთ შეძრომა.

მოკლედ, მიზნები განსხვავებულია, თამაში კი ბევრ საინტერესოს გვიქადის...

ვინჩენცო მონტელა 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და ტრადიციული ტრიოთი შეუტევს სტევან იოვეტიჩის, ადემ ლიაიჩის და ხუან კუადრადოს შემადგენლობით. უკნიდან გაირჯებიან ბორხა ვალერო, ალბერრტო აკვილანი და დავიდ პისარო - ანუ, ტოსკანელებს ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავთ.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, აურელიოლ ანდრეაცოლი გარკვეულ ნოვაციებს მიმართავს და ამჯერად, 4-2-3-1 სქემას აირჩევს... ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი პაბლო დანიელ ოსვალდო იქნება, მის უკან კი ფრანჩესკო ტოტი, ალესანდრო ფლორენცი და ერიკ ლამელა იმოქმედებენ. ორივე გუნდი შემტევ, ლაღ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ჩვენც მეტი რა გვინდა...

განახევრებული "ინტერი"

მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლიმ" პრაქტიკულად უკვე მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური, ხოლო "ინტერმა" სამეულში მოხვედრის ყველა შანსი დაკარგა, "სტადიო სან პაოლოზე" დაგეგმილი მატჩი მაინც ცენტრალურად უნდა მივიჩნიოთ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთმანეთის პირისპირ "ნაპოლი" და "ინტერი" წარსდგებიან, ეს კი ყოველთვის საინტერესოა.

"ინტერის" ტრავმიანობას მართლაც არ უჩანს ბოლო - ამ მომენტისთვის, მილანური გრანდის ლაზარეთში ერთბაშად 13 ფეხბურთელია და როცა ჯანმრთელად არიან, მათი უმეტესობა ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება. შესაბამისად, ანდრეა სტრამაჩონის განახევრებული შემადგენლობით უწევს ფონს გასვლა და ამად არის, რომ შეტევაში მთელი იმედები ტომაზო როკიზე აქვს დამყარებული.

"გაძეტა" გვარწმუნებს, რომ "ნერაძური" 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებს, როკისთან ერთად კი თავდასხმაში ნომინალური ნახევარმცველი, რიკი ალვარესი გაირჯება.

რაც შეეხება "ნაპოლის", ვალტერ მაცარის ედინსონ კავანი დაუბრუნდა და ბუნებრივია, გორან პანდევთან ერთად, სწორედ მას დააყენებს ძირითად შემადგენლობაში. სრულ მზადყოფნაშია მარეკ ჰამშიკი, დანარჩენს კი თამაშიდან შევიტყობთ.

"მილანის" მისია

"მილანს" "ფიორენტინა" უდგას კვალში და ცოცხალი თავით არ ეშვება. ლომბარდიელთა მისია სწორედ ტოსკანელთა ჩამოშორება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა.

მასიმილიანო ალეგრის ცუდი დროება უდგას, მის შესაძლო წასვლაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და თანაც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ "როსონერი" სამეულში ადგილს შეინარჩუნებს.

წინა ტურში, "მილანმა" ბეწვის ხიდზე გაიარა, როდესაც "კატანია" მხოლოდ ბოლო 10-15 წუთში გატეხა, იქამდე კი სულაც აგებდა თამაშს. საჩუქარი არც "ტორინოა", ამ გუნდს ბოლომდე შეუძლია ბრძოლა და წესით, არც "სან სიროზე" უნდა დანებდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯამპაოლო პაცინი გოლს გოლზე იტანს, მაინც თადარიგში მოიაზრება, რადგან "მილანი" ერთი გამოკვეთილი ფორვარდით თამაშობს, გუნდში კი მარიო ბალოტელი ირიცხება.

სუპერ-მარიოს ფლანგებიდან ისევ სტეფან ელ შაარავი და კევინ პრინს ბოატენგი დაეხმარებიან - სწორედ მათ უნდა გატეხონ "გრანატა" და ჩვენც, დაველოდოთ ამ საინტერესო პაექრობას.

იტალია. სერია A. XXXV ტური

4 მაისი

კიევო-კალიარი 20.00

დისკვალიფიკაცია: პინილია (კალიარი).

ტრავმა: სპიროპულოსი, პელისიერი - კაბრერა, აველარი, კოსუ, პიზანო.

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 20 თამაში: +4=8-8, (23-26)

ფიორენტინა-რომა 22.45

დისკვალიფიკაცია: სავიჩი - გუბერტი.

ტრავმა: როსი, კამპორეზე - სტეკელენბურგი.

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 38 თამაში: +6=10-22, (41-66)

5 მაისი

უდინეზე-სამპდორია 14.30

დისკვალიფიკაცია: გასტალდელო, პალომბო (სამპდორია).

ტრავმა: რანიჯი, მერკელი, ლაძარი - კრსტიჩიჩი, კოსტა, სავიჩი, სანსონე.

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +0=3-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 31 თამაში: +8=10-13, (47-56)

მილანი-ტორინო 17.00

დისკვალიფიკაცია: გლიკი (ტორინო).

ტრავმა: დე იონგი, ამბროზინი, ბოიანი, მონტოლივო (მილანი).

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 20 თამაში: +1=8-11, (12-37)

კატანია-სიენა 17.00

დისკვალიფიკაცია: ანდუხარი, მარკეზე, ბელუში - ვიტიელო.

ტრავმა: შაკა, ალვარესი - მატეუ, პოცი.

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 13 თამაში: +2=8-3, (16-18)

ჯენოა-პესკარა 17.00

ტრავმა: კუჩკა, როსი, ოლივერა, ფერონეტი - დაგოსტინო, კროლდრუპი, მოდესტო, ვეისი, კუინტერო, კაპრარი, პელიცოლი, კოსიჩი.

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +0=1-5

ურთიერთშეხვედრები

სულ 15 თამაში: +5=4-6, (22-21)

იუვენტუსი-პალერმო 17.00

დისკვალიფიკაცია: მორგანელა (პალერმო).

ტრავმა: ანელკა, პეპე - მანტოვანი, ილიჩიჩი.

ბოლო 6 მატჩი

+6=0-0 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 15 თამაში: +7=1-7, (23-18)

ლაციო-ბოლონია 17.00

დისკვალიფიკაცია: ბიავა - მორლეო.

ტრავმა: ედერსონი, ბროკი, მაური - კერუბინი, კურჩი.

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +0=5-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 თამაში: +14=4-9, (39-32)

პარმა-ატალანტა 17.00

დისკვალიფიკაცია: ლივაია (ატალანტა).

ტრავმა: მარიგა, მაჩეაკენი - დელ გროსო, ტროიზი, პარა, ბუდანი, კაცოლა, მარილუნგო, ბრიენცა.

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 25 თამაში: +9=9-7, (31-29)

ნაპოლი-ინტერი 22.45

ტრავმა: ობი, მუდინგაი, მილიტო, კასტელაცი, ნაგატომო, სტანკოვიჩი, პალასიო, კასანო, მბაიე, გარგანო, სამუელი, სილვესტრი, ძანეტი (ინტერი).

ბოლო 6 მატჩი

+5=1-0 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 25 თამაში: +8=4-13, (24-33)

სატურნირო მდგომარეობა

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 23 - კავანი (ნაპოლი); 18 - დი ნატალე (უდინეზე); 16 - ელ შაარავი (მილანი); 15 - დენისი (ატალანტა), ლამელა (რომა), ოსვალდო (რომა), პაცინი (მილანი); 13 - ჯილარდინო (ბოლონია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის
[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში - "სანტოსმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ