ქართველი კალათბურთელის "ბუდიველნიკმა" იოლად გაიარა უკრაინის ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპი
გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" იოლად გაიარა უკრაინის ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპი.

სერია ოთხ მოგებამდე იყო და კიეველებმა ლვოვის "პოლიტექნიკა" მშრალი ანგარიშით, 4:0 დაამარცხეს.

მეოთხე შეხვედრა ლვოვში გაიმართა და "ბუდიველნიკის" კარნახით წარიმართა. პირველი ტაიმი სტუმრებმა დამაჯერებლად ჩაატარეს, რაშიც დიდი წვლილი გამთამაშებელ ცინცაძეს მიუძღოდა, რომელმაც საწყის 20 წუთში 8 ქულა ჩააგდო, ხოლო კიევური გუნდი დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი ფორით გავიდა.

მეორე ტაიმში, უმთავრესად დაცვაში მტკიცე თამაშით "ბუდიველნიკმა" მეტოქეს თუნდაც ანგარიშის გათანაბრების შანსი არ მისცა და საბოლოოდ 69:56 დაამარცხა.

გიორგი ცინცაძემ მოედანზე 28 წუთი გაატარა, 3 ორქულიანი, 6 სამიანი სტყორცნა, რომელთაგან 2-2 გამოიყენა და 11 ქულას მოუყარა თავი. გარდა ამისა, გიორგის ანგარიშზე 4 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 მოხსნაა.

პლუს-მინუსების გრაფაში ქართველს ყველაზე მეტი, 17 ეწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა ცინცაძე მოედანზე იყო, "ბუდიველნიკი" 17 ქულით წავიდა წინ. კიეველთა ბომბარდირი ამერიკელი მალკოლმ დილეინი გახდა, რომელსაც სნაიპერობისთვის 14 ქულაც ეყო.

მეორე ნახევარფინალურ წყვილს "ფერო" და "აზოვმაში" შეადგენენ. აზოვისპირელები სერიაში 3:0-ს იგებენ და დიდი ალბათობით სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ფინალში "ბუდიველნიკს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა