ველოსპორტსმენთა ფედერაციის პრეზიდენტი ომარ ფხაკაძე სამომავლო გეგმებსა და განვლილ შეჯიბრებაზე საუბრობს

თურქეთის ქალაქ კონიაში უკვე მესამედ ჩატარდა ბავშვთა საერთაშორისო თამაშები "ინტერნეიშენალ რუმი ჩილდრენ გეიმს".

წინა ორ თამაშებში საქართველოდან მონაწილეობდნენ ჩოგბურთელები და ტანმოვარჯიშეები. წლეულს ჩვენი ქვეყნიდან მიიწვიეს მოჭადრაკეები და ველოსიპედისტები.

სულ შვიდ სახეობაში გაიმართა შეჯიბრება - კარატეში, ტაიკვანდოში, ჭადრაკში, ველოსპორტში, მხატვრულ ტანვარჯიშში, მძლეოსნობასა და ძალოსნობაში.

ველოსპორტსმენთა დელეგაციას ხელმძღვანელობდა ამ სახეობის ფედერაციის პრეზიდენტი ომარ ფხაკაძე.

- ველომრბოლთა ტურნირში შვიდი გუნდი მონაწილეობდა, - ამბობს ომარ ფხაკაძე, - მოლდოვა, ლიტვა, სერბეთი, თურქეთის სამი გუნდი და საქართველო. თითო გუნდიდან ოთხ-ოთხი წარმომადგენელი იყო, ესე იგი, სტარტზე სულ 28 სპორტსმენი წარსდგა.

1998-2000 წლამდე დაბადებულები გამოდიოდნენ, ოღონდ თუ ყველა გუნდი 15 წლის ბიჭებით იყო დაკომპლექტებული, ჩვენ 14 წლის სპორტსმენები გვყავდა. ამის მიუხედავად, ნორმალურად გამოვედით, ყველაზე უკეთ კი გიორგი პეტრინმა იასპარეზა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

უკეთესი შედეგიც შეიძლებოდა, მაგრამ კრიტერიუმში, რომელშიც 6 ფინიშია (18 წრე), გიორგი მეხუთე ფინიშთანაც ლიდერობდა (პირველი მოგებული ჰქონდა, მესამეზე - მეორე იყო), უცებ მოსახვევში გასრიალდა, წაიქცა და საბოლოოდ მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა მინიმუმ ვერცხლის მედალი განაღდებული ჰქონდა. არა უშავს, გიორგი გამოუცდელი ბიჭია, ეს მისი პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო.

- ესე იგი, ამ ასაკში გიორგი პეტრინი გამოკვეთილი ლიდერია. მან ხომ სეზონის გახსნაც მოიგო.

- დიახ, 2015 წლის იგივე თამაშებისთვის ამ ბიჭის დიდი იმედი გვაქვს. ახლა მის ტექნიკის დახვეწაზე უნდა იმუშაონ მწვრთნელებმა.

- სხვა ბიჭები როგორ გამოვიდნენ?

- შედარებით სუსტად იასპარეზეს და ეს არც არის გასაკვირი, ისინი სულ ერთი წელია ვარჯიშობენ, პეტრინს კი ორი წლის სტაჟი აქვს. იგი გამძლეობითაც სჯობს თანაკლუბელებს, სისწრაფითაც. მაგრამ 2015 წლამდე კიდევ გვაქვს დრო და ეს ბავშვებიც მოუმატებენ.

- მსაჯობა ნორმალური იყო? მაინც ბავშვების ტურნირია...

- პატარ-პატარა ხარვეზები იყო, მაგრამ ამას საბოლოო შედეგებზე არ უმოქმედია.

- მიგაჩნიათ, რომ პერსპექტიული თაობა გვყავს?

- რა გითხრათ, 2015-ის თამაშებში რეალურად ველოდები მედალს. ანუ ამ ბიჭების დიდი იმედი მაქვს. თუ დაგეგმილი შეკრებები და შეჯიბრებები გეგმაზომიერად ჩატარდა, შედეგი აუცილებლად იქნება.

დავით ჭელიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა