ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა "პალერმოსთან" სერია A-ს 35-ე ტურის მატჩის მოლოდინზე ისაუბრა
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ მისი გუნდი ვალდებულია ჩემპიონობა "პალერმოსთან" სერია A-ს 35-ე ტურის მატჩშივე გაიფორმოს.

ტურინელები "პალერმოს" 5 მაისს დაუპირისპირდებიან.

"ვალდებული ვართ სკუდეტო ხვალვე მოვიგოთ. აღარ არის საჭირო ბევრი ლაპარკი, არავითარი - "მაგრამ" და "თუ"...

სეზონი რთული და დაძაბული გამოვიდა, თუმცა ჩვენ ცხრილის სათავეში ადგილი ჩემპიონატის დასაწყისიდან ბოლომდე არ დავთმეთ. ეს დიდი იშვიათობაა, მაგრამ ბრწყინვალე მიღწევაა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ჩვენგან ელოდნენ. ამისთვის მადლობა კლუბში ყველას და თითოეულს ეკუთვნის - პრეზიდენტ ანდრეა ანიელით დაწყებული, სპორტული დირექტორითა და გუნდით დამთავრებული.

ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს და ხშირადაც ვეკითხები მათ აზრს სხვადასხვა საკითხებზე.

როდესაც კლუბში მოვედი, ბევრი ვარაუდობდა, რომ ევროპალიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდი ვიქნებოდით. თუმცა დღეს ზედიზედ მეორე საჩემპიონო ტიტულის მოპოვებასთან ვართ.

"იუვენტუსმა" ყველა მოლოდინს გადააჭარბა იმის გათვალისწინებით, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიეთ", - აღნიშნა კონტემ.

ასევე იხილეთ:

სერია A. XXXV ტურის წინ: ტურინში ზეიმისთვის ყველაფერი მზადაა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა