და ლიდერი დებიუტანტი
მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე - ესპანეთის გრანპრიზე გაგრძელდა "ჰონდას" პილოტების შიდა დაპირისპირება და საბოლოოდ, ამ გუნდის წევრებმა - დანი პედროსამ და მარკ მარკესმა ზედიზედ მეორე დუბლი შეასრულეს.

არადა, სტარტი პოულიდან "იამაჰას" პილოტმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ხორხე ლორენსომ აიღო. მართალია, მას მალე ჩამოართვა ლიდერობა პედროსამ, თუმცა პირველი წრის შუაში პირველზე ისევ "იამაჰას" ლიდერმა გადაინაცვლა. ლორენსოს თანაგუნდელმა ვალენტინო როსიმ მარკესის გასწრება შეძლო. ასე რომ, პირველი წრე მრბოლელებმა ასეთი თანმიმდევრობით დაასრულეს: ლორენსო, პედროსა, როსი, მარკესი, კრატჩლოუ, ბრადლი...

მეორე წრეზე მარკესმა რევანში აუღო როსის და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. "ჰონდასა" და "იამაჰას" მეორე დუელში კი პედროსა აქტიურად უტევდა ლორენსოს და მეექვსე წრეზე მისი მონდომება წარმატებული შეტევით დასრულდა. ამის შემდეგ პედროსას შეჩერება შეუძლებელი იყო. ის უსწრაფესი ტემპით გაეშურა სეზონში თავისი პირველი გამარჯვებისკენ და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

ამასობაში ლორენსოს მარკესთანაც მოუწია ბრძოლა. დებიუტანტი არ ეშვებოდა ჩემპიონს და საბოლოოდ, ახალგაზრდობამ აჯობა გამოცდილებას. ბოლო მოსახვევში შესვლისას მარკესმა ხისტი მანევრით შეავიწროვა ლორენსო და ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გასწრება განახორციელა. ამით მარკესმა გენერალურ კლასიფიკაციაში ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა.

ესპანეთის გრანპრი

1. დანი პედროსა (ჰონდა) - 27 წრე; 2. მარკ მარკესი (ჰონდა) - +2,487; 3. ხორხე ლორენსო (იამაჰა) - +5,089; 4. ვალენტინო როსი (იამაჰა) - +8,914; 5. კელ კრატჩლოუ (იამაჰა) - +12,663; 6. ალვარო ბაუტისტა (ჰონდა) - +15,094; 7. ნიკი ჰეიდენი (დუკატი) - +25,632; 8. ანდრეა დოვიციოზო (დუკატი) - +41,881...

საერთო ჩათვლა

1. მარკ მარკესი (ჰონდა) - 61 ქულა; 2. დანი პედროსა (ჰონდა) - 58; 3. ხორხე ლორენსო (იამაჰა) - 57; 4. ვალენტინო როსი (იამაჰა) - 43; 5. კელ კრატჩლოუ (იამაჰა) - 35; 6. ალვარო ბაუტისტა (ჰონდა) - 28; 7. ანდრეა დოვიციოზო (დუკატი) - 26; 8. ნიკი ჰეიდენი (დუკატი) - 24...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დებიუტანტი მარკ მარკესი უკვე ვარსკვლავია

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად