ფრანგმა ლეგენდამ ზედიზედ მერვედ მოიგო არგენტინის რალი
მოტოგრანპრის გარდა, გასულ კვირას დიდ ინტერესს იწვევდა კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი არგენტინაში. აქ გამოდიოდა მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ფრანგი სებასტიან ლოები, რომელიც რალიში არასრულფასოვან სეზონს ატარებს და იშვიათად ჩნდება ეტაპებზე. ეს მისი მესამე გამოჩენა იყო ამ ჩემპიონატში და მას მორიგი გამოცდა უნდა მოეწყო ახალი სეზონის უდავო ლიდერისთვის, "ფოლკსვაგენის" პილოტ სებასტიან ოჟიესთვის. ამ პილოტთა ერთი დუელი ლოებმა მოიგო, მეორე - ოჟიემ...

არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ ლოების არყოფნაში, ოჟიე წელს იოლად მოიგებს ჩემპიონატს და ყველას აინტერესებს - რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ცხრაგზის ჩემპიონი სრულფასოვან სეზონს ჩაატარებდა? არგენტინის ეტაპმა ამ კითხვას თითქმის გასცა პასუხი - ოჟიე გაიბრძოლებდა, მაგრამ უპირატესობა ლოების მხარეს იქნებოდა.

არგენტინაში ლოებმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, ოჟიეც იოლად მოექცა მეორე ადგილზე და ისინი უკნიდან არავის შეუწუხებია. ბოლო დღისთვის ჩემპიონს იმხელა უპირატესობა ჰქონდა "ფოლკსვაგენზე", რომ შეეძლო, ტემპი დაეგდო და რისკს მორიდებოდა.

ლოებმა ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა არგენტინაში, ოჟიემ კი მთავარი ამოცანა შეასრულა და ტიტულისთვის ბრძოლაში ყველა კონკურენტს გაუსწრო. რალიში მორიგი ეტაპი მაისის ბოლოს, საბერძნეთში გაიმართება, სადაც ლოებს ვერ ვიხილავთ - "სიტროენის" პილოტი საფრანგეთში გეგმავს გამოსვლას.

"ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო, - განაცხადა ჩემპიონმა, რომელმაც კარიერაში 78-ე ეტაპი მოიგო. - ძალიან რთული რალი გამოვიდა, მაგრამ მე მომეწონა. ღორღის საფარზე დიდი ხანია, არ მიასპარეზია და ამიტომაც თავიდანვე ვერ ვიპოვე საერთო ენა მანქანასთან, მაგრამ შემდეგ ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა".

არგენტინის რალი

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, Citroen) – 4:35.56,7; 2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) - +55,0; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - +2.00,8; 4. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, Ford) - +2.36,7; 5. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) – +4.40,5; 6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) - +6.23,9; 7. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) – +11.02,2; 8. ანდრეას მიკელსენი (დანია, Volkswagen) - +13.22,1...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, Volkswagen) – 122 ქულა; 2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, Citroen) – 68; 3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, Citroen) – 57; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, Volkswagen) - 49; 5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, Ford) – 38; 6. ტიერი ნოივილი (ბელგია, Ford) – 35; 7. დანიელ სორდო (ესპანეთი, Citroen) – 29; 8. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, Ford) - 27...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სარბოლო უქმეები: ლოებისა და ოჟიეს დუელის მოლოდინში

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა