უეფას პრეზიდენტმა სფფ-ს თბილისში გამართული უეფას ფუტსალის თასის ფინალური ეტაპის უმაღლეს დონეზე ჩატარებისათვის მადლობის სპეციალური წერილი გამოუგზავნა
მიშელ პლატინიმ სფფ-ს უეფას ფუტსალის თასის ფინალური ეტაპის ჩატარებისათვის მადლობა გადაუხადა

7 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ 26-28 აპრილს თბილისში გამართული უეფას ფუტსალის თასის ფინალური ეტაპის უმაღლეს დონეზე ჩატარებისათვის მადლობის სპეციალური წერილი გამოუგზავნა.

წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას პირველად მიეცა შესაძლებლობა მსგავსი რანგის ტურნირის მასპინძლობისა და ქართულმა მხარემ სრულად უზრუნველყო აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისათვის უეფას მიერ დადგენილი მოთხოვნების შესრულება.

სასიამოვნო მოულოდნელობად იქცა თბილისში, უეფას ფუტსალის თასის ფინალური ეტაპის მიმდინარეობისას მოხსნილი რეკორდიც - ოთხივე მატჩს ამ ტურნირისათვის რეკორდული რაოდენობის - 23,863 მაყურებელი დაესწრო.

წერილში ხაზი გაესვა იმ პერსონალურ ღვაწლს, რომელიც სფფ-ის საორგანიზაციო კომიტეტის თითოეულმა წევრმა ტურნირის ორგანიზებისათვის გასწია.

უეფას პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ტურნირის დირექტორს - დიმიტრი ბოკერიას, რომელმაც მთელ საორგანიზაციო გუნდთან ერთად ღირსეულად წარმართა უეფას ფუტსალის თასის ფინალური ეტაპი და ყველაფერი გააკეთა ტურნირის უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად.

უეფას პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში ხაზგასმულია ის მეგობრული თანამშრომლობა და მასპინძლობაც, რომელიც სფფ-მ უეფას წარმომადგენლებს ტურნირის მიმდინარეობისას გაუწია.

ჩვენის მხრივ კი გვსურს დავამატოთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის უეფას ფუტსალის თასის ფინალური ეტაპის მასპინძლობა უდიდესი გამოცდილება იყო. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია იმ ნდობის გამართლება, რასაც უეფა სფფ-ს უცხადებს. თითოეული ასეთი რანგის ღონისძიება ჩვენთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა გავიღრმავოთ ცოდნა და შევიძინოთ გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო დიდი და მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისათვის.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

კვირის 1000 წვრილმანი: წითელი ხაზები

რევაზ არველაძე: მიშელ პლატინი საქართველოდან უზომოდ კმაყოფილი წავიდა

საქართველოში UEFA-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი ჩამოვიდა

ზვიად სიჭინავა: გადადგნენ ბლატერი და პლატინი და მეც გადავდგები!

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა