goal.com-ის ტურის სიმბოლური ნაკრები ამჯერად 3-4-3 ტაქტიკური სქემითაა შედგენილი

გთავაზობთ goal.com-ის ტრადიციულ, ლა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებს, რომელიც ამჯერად 3-4-3 ტაქტიკური სქემითაა შედგენილი.

მეკარე

დიეგო ალვეში (ალმერია): ბრაზილიელი "ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკოს" დამშეული ფორვარდების პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ სწორედ ალვეში ჩადგა დედაქალაქელთა და მათთვის სანუკვარ სამ ქულას შორის, რამდენჯერმე იხსნა "ალმერია". 25 წლის ალვეშმა სწრაფი რეაქცია გამოავლინა ფორლანის, ტიაგოსა და რეიესის დარტყმებისას.

მცველები

დანი ალვეში (ბარსელონა): კიდევ ერთი ბრაზილიელი და კიდევ ერთი ალვეში სიმბოლურ ნაკრებში. 10 კაცით დარჩენილი ანდალუსიელების რბევაში დანიმ ლომის წილი დაიდო. მის ფლანგზე ახალგაზრდა ფულბეკ ლუნას კოშმარული საღამო მოუწყო, ხავი ვარასს თავზე გადაუგდო და ისე გაუტანა ყოფილ კლუბს.

სანტიაგო აკასიეტე (ალმერია): მას შემდეგ, რაც პაბლო პიატიმ "ვისენტე კალდერონზე" გაათანაბრა, "ალმერიამ უკან დაიხია. მეორე ტაიმში პერუელი მცველი "კუნ" აგუეროს იჭერდა. 32 წლის აკასიეტემ ბევრი ხიფათი ააცილა "ალმერიას" ამ საღამოს.

ალბერტო ლოპო (დეპორტივო): 9 ტური დასჭირდათ საამისოდ, მაგრამ, როგორც იქნა, გალისიელებმაც მოიგეს. ლოპომ დიეგო კოლოტოსთან ერთად დაცვის ცენტრში კარგი წყვილი შექმნა. 76-ე წუთზე კი "დეპორტივოს" მეორე გოლი გაიტანა.

ნახევარმცველები

კენედი ბაკირჩიოგლუ (რასინგი): "ელ სარდინეროზე" საკითხი ასე იდგა, თუ "რასინგი" წააგებდა, მიგელ ანხელ პორტუგალს კარზე მიუთითებდნენ. "რასინგმა" 4:1 გაანადგურა "ოსასუნა". შვედმა დიდებულად ითამაშა, საჯარიმო დარტყმით გაიტანა, შემდეგ კი მარკ ტორეხონს გაატანინა.

ლიონელ მესი (ბარსელონა): ოქტომბერში მესი და კრიშტიანო რონალდო სიმბოლური ნაკრებიდან ვერ "გაგვიგდია". ორივე დიდებულად თამაშობს. მესი ცენტრფორვარდის პოზიციიდან ხშირად იხევდა სიღრმეში და იქიდან უტევდა. ორი გოლი და საგოლე პასი მის ანგარიშზეა.

იკერ მუნიაინი (ბილბაო): დეკემბერში ის 18-ის ხდება, მაგრამ უკვე ესპანეთის ნაკრების მომავალ ვარსკვლავად სახავენ. ამ სეზონში ხოაკინ კაპაროსი იშვიათად ათამაშებს, ამიტომაც იკერმა თავისი შანსი უმალ გამოიყენა. "ხეტაფეს" დაცვა ტერორში ჰყავდა, პენალტი "მოინადირა".

სამი ხედირა (რეალი): "ერკულესთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჟოზე მოურინიომ ხედირა დაასახელა. მართლაც, რაც "სამეფო კლუბშია", გერმანელს ასე კარგად ჯერ არ უთამაშია.

თავდამსხმელები

დავიდ ვილია (ბარსელონა): "ელ გუახემ" კრიტიკოსებს ისე უპასუხა, როგორც ნამდვილ ბომბარდირს შეშვენის - "სევილიას" კარი ორჯერ დალაშქრა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველი, მახვილი კუთხიდან შორეულ კუთხეში დარტყმული.

ხოსება ლორენტე (რეალ სოსიედადი): "ვილიარეალის" ყოფილმა ფორვარდმა ძველი დრო გაიხსენა. ჯერ ჩინებული პასით ანტუან გრიზმანს გაატანინა, შემდეგ კი ჩაბი პრიეტოს ჩამოწოდებულს თავად მოუსწრო.

კრიშტიანო რონალდო (რეალი): მესამე ტურია ზედიდეზ რონალდო ტურის ნაკრებშია. "ერკულესთან" დუბლი შეასრულა. დღესდღეობით რონალდოს შემჩერებელი მცველი არ ჩანს.

სხვები, რომელთა აღნიშვნაც გვსურდა: ქარიმ ბენზემა (რეალი), ჩაბი პრიეტო (რეალ სოსიედადი), პაბლო პიატი (ალმერია), მარკუს როზენბერგი (რასინგი), ანდონი ირაოლა (ბილბაო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა