ზეედორფი ჩემპიონის თასით
პაულისტაში ნახევარფინალები გაიმართა და ფინალისტების ვინაობა, ორივე შეხვედრაში, 11-მეტრიანების სერიაში გაირკვა.

"მოჟი მირიმის" და "სანტოსის" შეხვედრაში გამარჯვება სან პაულოს შტატის ჩემპიონატის ბოლო სამი ტურნირის გამარჯვებულს დარჩა. არადა, ნეიმარის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა - მასპინძლები 45-ე წუთზე რონიმ დააწინაურა. წონასწორობის აღდგენა სტუმრებმა მხოლოდ 77-ე წუთზე შეძლეს. "სანტოსი" კაპიტანმა და ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა, "ფენერბაჰჩეს" ყოფილმა მცველმა ედუ დრასენამ გადაარჩინა. საბოლოოდ, პენალტების სერიაში მურისი რამალიოს გუნდმა იმარჯვა და კიდევ ერთხელ გავიდა ფინალში.

"სანტოსის" მეტოქე "კორინთიანსი" იქნება, რომელმაც "სან პაულოს" აჯობა. შეხვედრა საკმაოდ სკანდალური გამოდგა. მატჩის 90-ე წუთზე "სან პაულოს" თავკაცი ნეი ფრანკო ორმაგი ცვლილების განხორციელებას აპირებდა. ვინაიდან შტატების ჩემპიონატში დამატებითი დრო არ არის, ორივე მოთამაშე მას 11-მეტრიანის შესასრულებლად შემოჰყავდა, მაგრამ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მატჩი ისე დაასრულა, რომ მასპინძლებს ცვლილების განხორციელების შანსი არ მისცა; თანაც, საფინალო სასტვენი ზუსტად 90-ე წუთზე გაისმა, როდესაც მსაჯს სხვადასხვა შეჩერების გამო მინიმუმ 3 წუთი მაინც უნდა დაემატებინა.

ამ ეპიზოდს, რა თქმა უნდა, დიდი გარჩევა და გაწევ-გამოწევა მოჰყვა. განსაკუთრებით სიტუაცია პენალტების სერიის შემდეგ დაიძაბა, ვინაიდან "სან პაულომ" 3:4 წააგო.

სხვათა შორის, სკანდალური იყო ბოლო პენალტიც, ოღონდ აქ არბიტრი მართალი იყო: 3:3-ზე 11-მეტრიანის შესასრულებლად ალეშანდრე პატო მივიდა, რომლის დარტყმულიც როჟერიო სენიმ კი მოიგერია, მაგრამ დარტყმამდე კარის წინ დაახლოებით 4 მეტრით მაინც გამოვიდა. მსაჯმა, აბსოლუტურად სამართლიანად, პენალტის თავიდან შესრულება ბრძანა. ამჯერად სენი ხაზზე დარჩა, პატომ კი ზუსტად დაარტყა და "კორინთიანსი" ფინალში გაიყვანა.

ფინალი ორმატჩიანი იქნება. პირველი შეხვედრა "კორინთიანსის" მოედანზე 12 მაისს გაიმართება, საპასუხო კი 19 მაისს.

"ტაკა რიოს" ფინალში "ბოტაფოგომ" "ფლუმინენსეს" 1:0 მოუგო. იმის გამო, რომ "ტაკა გუანაბარაზეც" "ბოტაფოგომ" იმარჯვა, რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონიც ეს გუნდი გახდა. გარინჩას კლუბმა შტატის ჩემპიონის მე-20 ტიტული მოიპოვა.

რიოს ყველაზე წარმატებული გუნდი "ფლამენგოა", რომელიც 32-გზის ჩემპიონია. ერთით ნაკლები ტიტული აქვს "ფლუმინენსეს", მესამე კი "ვასკო და გამაა", რომელიც ტურნირის გამარჯვებული 22-ჯერ გახდა.

კლარენს ზეედორფის "ბოტაფოგომ" მართლაც შესანიშნავად იასპარეზა და ყველას დაუმტკიცა, რომ ბრაზილიის მომავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.

პაულისტა. 1/2-ფინალი

მოჟი მირიმი-სანტოსი 1:1 პენ. 4:5

გოლები: 1:0 რონი (45), 1:1 ედუ დრასენა (77).

სან პაულო-კორინთიანსი 0:0 პენ. 3:4

კარიოკა. ტაკა რიო. ფინალი

ბოტაფოგო-ფლუმინენსე 1:0

გოლი: 1:0 რაფაელ მარკეში (40).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შტატების ჩემპიონატები: კანონზომიერი შედეგები

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა