ტურის ცენტრალური მატჩი "ჯუზეპე მეაცაზე" გაიმართება
XXXV ტურმა ბევრ კითხვას გასცა პასუხი, მათ შორის, მთავარს: "იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონია. ამიტომ დარჩენილ ტურებში ტურინული გრანდის მიმართ ნაკლები ინტერესი იქნება და იმ გუნდებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვთ სატურნირო მოტივაცია.

ჩემპიონთა ლიგა

პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ნაპოლი" მეორე ადგილს დაიკავებს და შესაბამისად, პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვდება. მიუხედავად იმისა, რომ წინა ტურში "მილანი" "ფიორენტინას" დაუსხლტა, მესამე ადგილისთვის ჯერ კიდევ გრძელდება ბრძოლა და შესაბამისად, ამ გუნდებზე აუცილებლად უნდა შევაჩეროთ ყურადღება.

მილანური გრანდი "პესკარას" ესტუმრება და ტრადიციული, 4-3-3 ტაქტიკით გაირჯება. კევინ პრინს ბოატენგს დისკვალიფიკაცია აქვს და ამიტომ მარიო ბალოტელისთან და სტეფან ელ შაარავისთან ერთად, შემტევ ტრიოს მბაიე ნიანგი შექმნის. მასიმილიანო ალეგრი შეგირდებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს და მუდმივად იმას იმეორებს, რომ მესამე ადგილი ჯერ დაბევებული არაა.

"მილანის" მდევარ "ფიორენტინას" "სიენასთან" უწევს გასვლითი პაექრობა, ეს კი ტოსკანური დერბია... "რომასთან" მარცხი ფლორენციაში მძიმედ განიცადეს და შეეცდებიან, ხასიათი მეზობელ ქალაქში გამოისწორონ. ადემ ლიაიჩს დისკვალიფიკაცია აქვს და სტევან იოვეტიჩთან ერთად, თავდასხმაში მარსელო ლარონდო იმოქმედებს. ვნახოთ, გამწვავდება ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა თუ პირიქით, ფლორენციელები იმ მცირე შანსსაც დაკარგავენ...

ევროპალიგა

სანამ იტალიის თასის ფინალი არ გაიმართება, იქამდე ევროპალიგაზე გამსვლელთა ვინაობის განჭვრეტა და პროგნოზების კეთება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. 26 მაისს, ფინალში რომაული გუნდები შეასკდებიან ერთმანეთს და გამარჯვებული ევროსაგზურს დაიბევებს. თუმცა, ასეა თუ ისე, ევროპის რანგით მეორე საერთაშორისო ტურნირის საგზურისთვის ერთბაშად ხუთი გუნდი იბრძვის და მათზე თამამად შეგვიძლია ყურადღების გამახვილება...

ყველაზე საინტერესო მატჩი მილანში გაიმართება, სადაც "ლაციო" "ინტერს" უმასპინძლებს. ანდრეა სტრამაჩონის გუნდისთვის ეს ბოლო შანსია, თუნდაც რაღაცას გამორჩეს ამ სეზონში და ბუნებრივია, ლომბარდიელები ყველა ღონეს იხმარენ. "ინტერის" ლაზარეთი კვლავაც სავსეა, ამიტომ "შავ-ლურჯებს" შეთხელებული შემადგენლობით მოუწევთ რომაელებთან მეტოქეობა.

შეტევაში მილანელები ფრედი გუარინის, რიკი ალვარესის და ტომაზო როკის იმედზე იქნებიან, "ლაციოს" მთავარი დამრტყმელი ძალა კი, რა თქმა უნდა, მიროსლავ კლოზეა. გერმანელმა წინა ტურში ხუთი გოლი შეაგდო და ლომბარდიის დედაქალაქში კარგ ხასიათზე ჩადის.

ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშია ჩაბმული "უდინეზეც", რომელმაც ჩვეული მოგებათა სერია გამოაცხო და მყისვე ჩამოიტოვა რამდენიმე გაცილებით ამბიციური გუნდი. ფრანჩესკო გვიდოლინის სამწყსომ სეზონის ფინიშზე მკვეთრ მომატებას მიგვაჩვია და ეს უკვე აღარც გვიკვირს. ფრიულელები "პალერმოს" მიიღებენ და წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს, რადგან არც სიცილიელები არიან უმოტივაციოდ - თუმცა, "პალერმოსა" და გადარჩენისთვის მებრძოლებზე ქვემოთ...

გა-დარჩენისთვის

ბოლო პერიოდში "პალერმომ" აშკარად მოუმატა და ქულების მოგროვებაც დაიწყო, მაგრამ მძიმე კალენდრის გამო ამ გუნდის შანსები მაინც მცირეა. გასულ ტურში სიცილიელები "იუვეს" ეპაექრნენ და რა გასაკვირია, რომ დამარცხდნენ. ამჯერად კი ფორმის პიკში მყოფ "უდინეზესთან" მოუწევთ პაექრობა. თუმცა, ვნახოთ, კუნძულელები ბრძოლას გვპირდებიან...

სუპერსაინტერესო მატჩი გაიმართება ტურინში, სადაც ბოლო ხანს დაბეჩავებული "ტორინო" "ჯენოას" მიიღებს. პიემონტელებმა ვარდნა განიცადეს და თუ გენუელებთანაც წააგეს, გასავარდნ ზონას ერთ ნაბიჯზე მიუახლოვდებიან. ტურინის "ოლიმპიკოზე" დიდი ჯახი იქნება და შედეგის პროგნოზირებაც ურთულესი საქმეა.

7 მაისი

რომა-კიევო 0.1

გოლი: 0:1 თერეუ (90).

რომა (3-4-1-2): ლობონტი - მარკინიოსი, ბურდისო, კასტანი - პირისი (55. ფლორენცი), დე როსი, პიანიჩი (72. ლამელა), დოდო - ტოტი - ოსვალდო, დესტრო (77. ბრედლი).

კიევო (5-3-2): პუჯონი - დაინელი, პაპი, ანდრეოლი, ფრეი (69. სარდო), დრამე - ლუსიანო (73. სეიმური), ჰეტემაი, კოფიე - თერეუ, სტოიანი (81. ვაჩეკი).

გაფრთხილება: პირისი - პაპი, ლუსიანო, სტოიანი.

კუთხური: 18-2; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 8-7(4-3); ბურთის ფლობა: 67%-33%.

მაყურებელი: 40 000

8 მაისი

პესკარა-მილანი 20.00

დისკვალიფიკაცია: ბოატენგი (მილანი).

ტრავმა: დაგოსტინო, მოდესტო, ვეისი, კუინტერო, კაპრარი, პელიცოლი - დე იონგი, ბოიანი, მონტოლივო, ანტონინი, ბონერა.

ბოლო 6 მატჩი

+0=1-5 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 თამაში: +0=0-1, (1-4)

ატალანტა-იუვენტუსი 22.45

დისკვალიფიკაცია: პოგბა (იუვენტუსი).

ტრავმა: ტროიზი, პარა, ბუდანი, კაცოლა, მარილუნგო, ბრიენცა - ანელკა, პეპე.

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +6=0-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 თამაში: +2=6-19, (22-56)

ბოლონია-ნაპოლი 22.45

დისკვალიფიკაცია: გუარენტე (ბოლონია).

ტრავმა: კერუბინი, კურჩი - კამპანიარო.

ბოლო 6 მატჩი

+0=5-1 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +8=3-8, (32-28)

კალიარი-პარმა 22.45

დისკვალიფიკაცია: პინილია - ლუკარელი.

ტრავმა: კაბრერა, კოსუ, პისანო - მარიგა.

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 თამაში: +8=6-13, (31-43)

ინტერი-ლაციო 22.45

ტრავმა: ობი, მუდინგაი, მილიტო, კასტელაცი, სტანკოვიჩი. პალასიო, მბაიე, გარგანო, სამუელი, სილვესტრი, ძანეტი, კასანო - ედერსონი, ბროკი, მაური.

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 45 თამაში: +13=18-14, (58-60)

პალერმო-უდინეზე 22.45

დისკვალიფიკაცია: დონატი - დანილო, დომიცი, პინცი.

ტრავმა: მანტოვანი - ლაძარი.

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +5=6-8, (19-30)

სამპდორია-კატანია 22.45

დისკვალიფიკაცია: ანდუხარი, ბელუში (კატანია).

ტრავმა: კრსტიჩიჩი, კოსტა - შაკა, კაპუანო, ალვარესი.

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 13 თამაში: +5=3-5, (14-15)

სიენა-ფიორენტინა 22.45

დისკვალიფიკაცია: ვიტიელო, ფელიპე - ლიაიჩი, ტომოვიჩი.

ტრავმა: მატეუ - როსი, კამპორეზე, აკვილანი, სისოკო.

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 15 თამაში: +3=4-8, (9-22)

ტორინო-ჯენოა 22.45

ტრავმა: სტევანოვიჩი, დიოპი - როსი, ოლივერა, ფერონეტი.

ბოლო 6 მატჩი

+0=1-5 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +7=7-5, (23-20)

სატურნირო მდგომარეობა

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 23 - კავანი (ნაპოლი); 18 - დი ნატალე (უდინეზე); 16 - ელ შაარავი (მილანი); 15 - დენისი (ატალანტა), ლამელა (რომა), ოსვალდო (რომა), პაცინი (მილანი); 13 - ჯილარდინო (ბოლონია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მასიმილიანო ალეგრი: 10 დღეში გაიგებთ, ვრჩები თუ მივდივარ

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა