ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სერია A. XXXV ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები. "იუვენტუსი" წინ იყურება

სერია A. XXXV ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები. "იუვენტუსი" წინ იყურება

დუბლები, ჰეთ თრიკები და ორივე ერთად
ამბობენ, რომ ტიტულის დაცვა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე მისი პირველად ან გარკვეული პაუზის შემდეგ მოპოვებაო. ამ მისიას "იუვენტუსმა" წარმატებით გაართვა თავი და მიჯრით მეორედ, სულ კი 29-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. თუმცა, კიდევ ერთხელ გვიწევს იმის განმეორება, რომ მინდორზე პიემონტელებმა 31-ჯერ იპირველეს და ბუნებრივია, თვითონ სწორედ ამ რაოდენობას აწვებიან...

ეს მხოლოდ დასაწყისია...

ტურინელმა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის მორიგი ტრიუმფი ხმაურიანად აღნიშნეს... "იუვე"-"პალერმოს" შემდეგ სტადიონზე დაგეგმილი ყველა ღონისძიება ჩაშალეს, რადგან მინდორზე შეიჭრნენ და მწვრთნელ-ფეხბურთელებს ყველაფერი შემოახიეს. როდესაც ათასობით ადამიანი ემოციას გასაქანს აძლევს და ტრიბუნიდან მინდორზე ჩადის, იქ თასის აღმართვა, ფეიერვერკი და მსგავსი ღონისძიებები, უბრალოდ, ვერ შედგება.

ზეიმმა ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა და იქაც დიდი ამბები იყო, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ თვითონ "იუვეს" მწვრთნელ-ფეხბურთელ-მესვეურებმა დიდი წარმატება მოზომილად აღნიშნეს და კომენტარებიც დაახლოებით ასეთი პათოსის ჰქონდათ: ეს მხოლოდ დასაწყისია...

ანტონიო კონტეს თქმით, "ბებერ ქალბატონს" მთავარი წარმატებები წინ აქვს და მიღწეულით დაკმაყოფილებას არავინ აპირებს. მესიჯი ნათელია - "ვეკია სენიორას" ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს და ეს სრულიად ბუნებრივიციაა. დაახლოებით ამგვარი კომენტარები გააკეთეს ჯანლუიჯი ბუფონმა, ანდრეა პირლომ და არტურო ვიდალმა, რომელიც თავს დებს, ტურინიდან არსად მივდივარო.

მოკლედ, ფიესტა ფიესტად და პიემონტის დედაქალაქში უკვე მომდევნო სეზონზე ფიქრობენ... გონსალო იგუაინი, კუნ აგუერო, დავიდ ვილია - ეს იმ ფეხბურთელთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა გვარებსაც "იუვეს" უკავშირებენ. ვნახოთ...

კავანის გედის სიმღერა

ამბობენ, რომ "ინტერთან" შესრულებული ჰეთ თრიკით ედინსონ კავანი "ნაპოლის" გულშემატკივრებს ღირსეულად და თავაწეული დაემშვიდობაო. მართალია, ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ სამი ტურია დარჩენილი და ურუგვაელი კიდევ ითამაშებს, მაგრამ ამ ჰეთ თრიკს მაინც სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა.

თავად განსაჯეთ, კავანი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც დიდი იტალიური ტრიოს (იუვენტუსი, მილანი, ინტერი) უკლებლივ ყველა წარმომადგენლის კარში, ერთ თამაშში სამი გოლი აქვს გატანილი. მოკლედ, გრანდთა და არა მარტო გრანდთა რისხვა, დიდი ალბათობით, "ნაპოლის" ემშვიდობება და ეს არა მარტო ნეაპოლური გუნდის, მთლიანად კალჩოს დანაკლისია - კალჩოსი, რადგან ურუგვაელს ინგლისისკენ მიუწევს გული და სულ რომ იტალიაში სურდეს დარჩენა, მისი გამოსყიდვა სერია A-ს ბინადრებს ნაკლებად ხელეწიფებათ.

უბერებელი კლოზე

"იუვენტუსის" ჩემპიონობამ მიროსლავ კლოზეს საოცარი თამაში დაჩრდილა. არადა, ერთ მატჩში ხუთი გოლის გატანა და თანაც, სერია A-ში, სახუმარო ამბავი ნამდვილად არაა. ასეთი რამ მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელს გაუკეთებია, თუმცა მიროს კიდევ უფრო შორსაც შეეძლო წასვლა...

ვლადიმირ პეტკოვიჩმა გერმანელი 68-ე წუთზე შეცვალა და კიდევ ცოტა რომ დაეცლია, ვინ იცის, იქნებ მეექვსეც შეეგდო. არადა, ეს უკვე სერია A-ს რეკორდის განმეორება იქნებოდა - 6 გოლი ერთ შეხვედრაში მხოლოდ ლეგენდარულ სილვიო პიოლის აქვს გატანილი გასული საუკუნის 50-იან წლებში. ბრავო მირო, 34 წლის ასაკში გერმანელი ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია და გოლებიც ძველებური სიხშირით გააქვს.

ფაქტები

XXXV ტური მეტად უხვგოლიანი გამოდგა: 10 შეხვედრაში 27 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 2.7 შედეგიანი დარტყმაა. შესაბამისად, თავი გამოიდეს ფორვარდებმა და მეკარეები არ დაინდეს. მარკო ბორიელომ (ჯენოა) და ანტონიო დი ნატალემ (უდინეზე) დუბლი შეასრულეს, გონსალო ბერგესიომ (კატანია) კი - ჰეთ თრიკი. ედინსონ კავანისა და მიროსლავ კლოზეს შესახებ ზემოთ ვრცლად ვისაუბრეთ...

ვთქვათ ისიც, რომ "იუვენტუსი"-"პალერმოს" შეხვედრაში პოლ პოგბამ არასპორტული საქციელი ჩაიდინა, წითელი ბარათი მიიღო და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოიწერა. ანუ ახალგაზრდა ფრანგისთვის სეზონი დასრულებულია და მშვიდად შეუძლია გაემგზავროს დასასვენებლად. ერთი კია, "იუვეს" მესვეურებისგან საჯარიმო სანქციას ვერ ასცდება, თუნდაც ასეთ საზეიმო ვითარებაში.

ტურის სიმბოლური ნაკრები

ლობონტი (რომა) - ტოროსიდისი (რომა მარჯ), კანავარო (ნაპოლი ცენტრ), დონატი (პალერმო ცენტრ), დომიცი (უდინეზე მარცხ) - პაროლო (პარმა მარცხ), ერნანესი (ლაციო ცენტრ), ბერტოლაჩი (ჯენოა მარჯ) - ბერგესიო (კატანია მარცხ), კლოზე (ლაციო ცენტრ), კავანი (ნაპოლი მარჯ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერია A. XXXV ტური: დაბადებული სკუდეტოსთვის [VIDEO]

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო