"ალიანს არენა" "ბაიერნის" დაჯილდოებისთვის ემზადება
მართალია, ბუნდესლიგის გამარჯვებულის ვინაობა ლამის ერთი თვის წინ გაირკვა, მაგრამ მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალებამდე ზეიმზე უარი თქვა.

მიზეზი ყველასთვის ნათელი იყო. ემოციური ფონი და მით უფრო ალკოჰოლი ფეხბურთელებს კატალონიურ გრანდთან დათვურ სამსახურს გაუწევდა. ამ შაბათს ბუნდესლიგის 23-გზის გამარჯვებულები ბავარიულ დერბიში "აუგსბურგს" უმასპინძლებენ. თამაშის დასრულების შემდეგ კაპიტანი ფილიპ ლამი ვერცხლისფერ "სასალათეს" ოფიციალურად ჩაიბარებს.

"ალიანს არენაზე" ჩატარდება ტრადიციული საზეიმო ღონისძიებები. მათ შორის იქნება "პაულანერით" "ბანაობა", ტკბილეულის წვიმა და კლუბის ჰიმნის (Stern des Stdens, ანუ "სამხრეთის ვარსკვლავი") მოსმენა. დაჯილდოების შემდეგ ფეხბურთელები მიუნხენის ქუჩებში გავლენ გულშემატკივრებთან შესახვედრად. მარიენპლატცისკენ მანქანებით მსვლელობა 19:30 საათზე დაიწყება. თუმცა ფანებს იქ შეკრება ნახევარი საათით ადრე შეეძლებათ. სავარაუდოდ, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ყველაფერი 21:30-ზე დასრულდება.

ფანებს ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე შეეძლებათ ჩემპიონობის აღნიშვნა. ამისთვის ორკესტრი, მომღერლები და მოცეკვავეები ადგილობრივი დროით 14:15 საათიდან იზრუნებენ. კონცერტის დევიზი იქნება Mia san boarisch, რაც ადგილობრივ დიალექტზე "როგორც ჩვენ ბავარიელებს" ნიშნავს.

ზეიმის ორგანიზატორებმა გულშემატკივრებს მოუწოდეს, რომ სტადიონზეც და ყველა სხვა დაგეგმილ ღონისძიებაზეც ტრადიციულ ბავარიულ სამოსში გამოწყობილებმა მიაშურონ. თამაშამდე შეკრებილ გულშემატკივარს შეეძლება სხვადასხვა თაობის 22 ლეგენდარული მოთამაშის შესახებ კადრების ხილვა. მათ შორის - ფრანც ბეკენბაუერის, გერდ მიულერის, ზეპ მაიერის, ლოთარ მათეუსის, ოლივერ კანისა და როი მაკაის.

P.S. შესაძლოა, ამ ინფორმაციამ შედარებით ნაკლები ყურადღება მიიპყროს, მაგრამ "ბაიერნის" ჭეშმარიტი ფანებისთვის ის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს: პეპ გვარდიოლა რეკორდმაისტერს პირველად 26 ივნისს უხელმძღვანელებს ვარჯიშზე, სამწვრთნელო დებიუტი კი 13 ივლისს "ზონენჰოფთან" ამხანაგურ შეხვედრაში შედგება.

ამას გარდა, ცნობილია საზაფხულო მზადების გეგმაც:

4-12 ივლისი: შეკრება ტრენტინოს ბაზაზე.

13 ივლისი: შეხვედრა "ზონენჰოფთან".

14 ივლისი: საქველმოქმედო შეხვედრა როსტოკის "ჰანზასთან".

20 ივლისი: ტელეკომის თასი. "ბაიერნი"-"დორტმუნდი".

21 ივლისი: ტელეკომის თასი. ფინალი ან შეხვედრა მე-3 ადგილისთვის.

24 ივლისი: ული ჰიონესის თასი. "ბაიერნი"-"ბარსელონა".

27 ივლისი: გერმანიის სუპერთასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბუნდესლიგა. XXXII ტური: ეს ჟურნალი იყო, კინოს "უემბლიზე" ვნახავთ [VIDEO]

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა