ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ერთდროულად მიმდინარეობს მამაკაცთა მასტერსი და ქალების სუპერტურნირი
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ერთდროულად მიმდინარეობს მამაკაცთა მასტერსი და ქალების სუპერტურნირი. მასტერსისგან განსხვავებით, ქალთა შეჯიბრში ფავორიტები პირველ წრეში არ ისვენებდნენ და იქ თავიდანვე სერიოზული ბრძოლები გაიმართა.

პირველი წრის მთავარი სიურპრიზი აღმოჩნდა ნა ლის წაგება მედისონ კისთან. ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ის არის, რომ 18 წლის ამერიკელმა წააგო კვალიფიკაცია და მოგვიანებით შეიტყო, რომ ძირითად ბადეში "ლაქი-ლუზერის" სტატუსით მოხვდა. ნა ლისთან გამარჯვებაში დიდი წვლილი თავად ჩინელმა შეიტანა, რომელმაც ორ მოკლე სეტში 34 უნებლიე შეცდომა დაუშვა. მოკლედ, კისმა ხუთი ბრეიკი გააკეთა და 6:3, 6:2 მოიგო.

კიდევ ერთი მოულოდნელობა იყო კაროლინ ვოზნიაცკის წაგება იაროსლავა შვედოვასთან. დანიელს ინდიან უელსში ფინალის თამაშის შემდეგ სერიოზული არაფერი უჩვენებია და ახლაც ძალიან ცუდად ითამაშა. პირველ სეტში მას არც ერთი "ვინერსი" არ ჰქონია, მთლიანად მატჩში კი მხოლოდ ოთხი "სუფთა" ქულა აიღო და 21 უნებლიე შეცდომა დაუშვა. შვედოვამ კი კარგი, შემტევი ჩოგბურთი აჩვენა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 6:2, 6:4.

ასევე წააგო მეცხრე ნომრად განთესილმა სამანტა სტოსურმა, რომელმაც ჯერ ვერ აღიდგინა ფორმა ინდიან უელსში მიღებული ტრავმის შემდეგ. ასე რომ, წელს გრუნტზე შესანიშნავად მოთამაშე კარლა სუარეს ნავაროსთან მარცხი სერიოზულ მოულოდნელობად არ აღიქმება.

მეორე წრეში კიდევ ერთი სენსაცია მოხდა: აგნიეშკა რადვანსკამ ძალიან წარუმატებელი მატჩი ჩაატარა ბრიტანელი ლორა რობსონის წინააღმდეგ. პოლონელი შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და აშკარად აგებდა თამაშს უკანა ხაზზე. საბოლოოდ, რობსონმა, რომელიც გრუნტის საფარის მიმართ დიდი სიყვარულით არასოდეს გამოირჩეოდა, კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა - 6:3, 6:1.

წარმატებული სტარტი გამოუვიდა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს მარია შარაპოვას, რომელსაც რუმინელი ალექსანდრა დულგერუ უპირისპირდებოდა. ეს ჩოგბურთელები აქამდე ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს: 2011 წელს მაიამიში. ის მატჩი 3 საათი და 28 წუთი გაგრძელდა - შარაპოვას მეტოქის მატჩზე ჩაწოდების მოგერიება მოუწია და ურთულეს გამარჯვებას მიაღწია. აქ კი მხოლოდ პირველ სეტში იყო ბრძოლა.

რუმინელმა ბრეიკით დაწინაურება მოახერხა, მაგრამ შარაპოვა დროზე მოეგო გონს და ანგარიში გაათანაბრა. მე-12 გეიმში დიდი ბრძოლა გაიმართა: ალექსანდრამ ორი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ მესამე ცდაზე რუსმა მაინც მიაღწია მიზანს. მეორე სეტში კი შარაპოვას უპირატესობა აშკარა იყო - 7:5, 6:2.

ტურნირის მეორე ფავორიტმა ვიქტორია აზარენკამ და ანასტასია პავლიუჩენკოვამ ნამდვილი თრილერი შემოგვთავაზეს. რუსმა ორი დღით ადრე პორტუგალიის ღია პირველობა მოიგო და ამჯერადაც არაფერში ჩამორჩებოდა ბელორუსს.

ანასტასიას კონცენტრაცია აკლდა საკუთარ სეტბოლებზე. ორივე პარტიაში პავლიუჩენკოვა ბრეიკით აგებდა და იგერიებდა მეტოქის სეტზე ჩაწოდებებს. პირველ სეტში რუსმა ექვსი სეტბოლი მოიგერია, ტაი-ბრეიკამდე მიაღწია და იქ 6:3 დაწინაურდა, მაგრამ სამი სეტბოლი ვერ გამოიყენა. შემდეგ ორი სეტბოლი თავად მოიგერია, თუმცა აზარენკამ მეცხრე ცდიდან მიაღწია საწადელს.

მეორე სეტში აზარენკა ისევ დაწინაურდა ბრეიკით და მალე რუსი უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდა – 2:5 ჩამორჩა, მაგრამ პავლიუჩენკოვამ ისევ პატარა სასწაული მოახდინა – ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო.

განმეორდა პირველი სეტის ტაი-ბრეიკის ისტორია – ანასტასიამ ამჯერადაც სამმაგი სეტბოლი მიიღო, ისევ ვერ გამოიყენა ეს შანსი და შემდეგ მე-13 გეიმი დათმო – 6:7(8), 6:7(3).

I წრე

სარა ერანი (იტა, 7)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 6:3, 6:1; იაროსლავა შვედოვა (ყაზ)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 10) 6:2, 6:4; ანჟელიკ კერბერი (გერ, 6)-სუ ვეი ჰსიე (ტაივ) 3:6, 6:3, 6:2; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 15)-ლესია ცურენკო (უკრ) 6:3, 6:2; მარიონ ბარტოლი (საფ, 14)-ელენა ვესნინა (რუს) 6:3, 3:0 უარი; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 6:2, 6:4; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-იულია პუტინცევა (ყაზ) 7:6(5), 6:1; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8)-იანინა ვიკმაიერი (ბელ) 4:6, 7:5, 6:4; მედისონ კისი (აშშ)-ნა ლი (ჩინ, 5) 6:3, 6:2; ნადია პეტროვა (რუს, 11)-კამილა ჯორჯი (იტა) 6:3, 4:6, 6:4; ეკატერინა მაკაროვა (რუს)-ლუსი საფაროვა (ჩეხ) 6:2, 7:5; მარია კირილენკო (რუს, 13)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 6:3, 2:1 უარი; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 6:2, 6:3; ვარვარა ლეპჩენკო (აშშ)-რობერტა ვინჩი (იტა, 12) 6:1, 2:6, 6:2; კარლა სუარეს ნავარო (ესპ)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 9) 7:6(7), 6:2; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ) 7:5, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 3)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს) 7:6(8), 7:6 (3).

II წრე

ანჟელიკ კერბერი (გერ, 6)-ალიზ კორნე (საფ) 6:4, 6:2; სარა ერანი (იტა, 7)-სორანა კირსტეა (რუმ) 7:5, 2:6, 6:4; ლორა რობსონი (ბრიტ)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4) 6:3, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარია შარაპოვას მეორე "პორშე"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის