ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველი მოჭადრაკეები მსოფლიოს თასზე თამაშის უფლებისთვის იასპარეზებენ

ქართველი მოჭადრაკეები მსოფლიოს თასზე თამაშის უფლებისთვის იასპარეზებენ

პოლონურ ლეგნიცაში, მოჭადრაკე ვაჟთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის შეხვედრებში, ქართველებმა ოთხი შესაძლებლიდან 2,5 ქულა მოაგროვეს
პოლონურ ლეგნიცაში, მოჭადრაკე ვაჟთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის შეხვედრებში, ქართველებმა ოთხი შესაძლებლიდან 2,5 ქულა მოაგროვეს: ბაადურ ჯობავამ (2702) თეთრი ფიგურებით სერგეი გრიგორიანცთან (რუსეთი, 2579) წააგო, მერაბ გაგუნაშვილი 158-ე (!) სვლაზე დაუზავდა ევგენი ტომაშევსკის, ხოლო თორნიკე სანიკიძემ და დავით ლომსაძემ, შესაბამისად, იგორ კურნოსოვი (რუსეთი) და ფედერიკო დასტე (იტალია) დაამარცხეს.

ვაჟთა ჩემპიონატში სულ შვეიცარიული სისტემით 11 ტური გაიმართება და ამჟამად, ცხადია, გადაჭრით რამის თქმა ძნელია, მაგრამ სტარტზევე ქულების დაკარგვა სასურველი ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, რომ ამ შეჯიბრების ჩემპიონთან და პრიზიორებთან ერთად 21 საუკეთესო მოჭადრაკე მსოფლიოს თასზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

იქ კი პრეტენდენტთა ტურნირში მოსახვედრად იწყება რეალური ბრძოლა. ვიმედოვნებთ, რომ ქართველი მოჭადრაკეები 24 საუკეთესოში ადგილის დასაბევებლად არაფერს დაიშურებენ.

რაც შეეხება ლეგნიცაში მიმდინარე ჩემპიონატს, ორი ტურის შემდეგ 33-მა მონაწილემ მოაგროვა 2-2 ქულა.

მათ შორის გახლდათ თორნიკე სანიკიძე, რომელიც 7 მაისს თეთრი ფიგურებით ალექსანდრ შიმანოვთან (რუსეთი) დამარცხდა. დანარჩენ ქართველთა პაექრობები ასე დასრულდა: ვლადიმირ აკოფიანი (სომხეთი) - მერაბ გაგუნაშვილი 0.5:0.5, პაველ სიმაჩეკი (ჩეხეთი) - ბაადურ ჯობავა 0:1, ვლადისლავ კოვალოვი (ბელორუსი) - დავით ლომსაძე 1:0.

მეწინავეთა მე-3 ტურის შედეგები: დანიილ დუბოვი (რუსეთი) - ალექსანდრ არეშნიჩენკო (უკრაინა) 0:1, პაველ ელიანოვი (უკრაინა) - ვლადისლავ ტკაჩიევი (საფრანგეთი) 0.5:0.5, დავით შენგელია (ავსტრია) - ევგენი პოსტნი (ისრაელი) 1:0, ავეტიკ გრიგორიანი (სომხეთი) - ალექსანდრ მოისეენკო (უკრაინა) 0:1, ზოლტან ალმაში (უნგრეთი) - ლუკა ლენიჩი (სლოვენია) 0.5:0.5, ილდარ ხაირულინი (რუსეთი) - არმან პაშიკიანი (სომხეთი) 1:0, სერგეი ვოლკოვი (რუსეთი) - ივან ივანიშევიჩი (სერბეთი) 1:0.

სამი ტურის შემდეგ დავით შენგელიას, ალექსანდრ არეშნიჩენკოს, ალექსანდრ მოისეენკოს (ორივე-უკრაინა), ილდარ ხაირულინს, სერგეი ვოლკოვს, ალექსანდრ შიმანოვს, ალექსანდრ რომანოვს (ოთხივე-რუსეთი), რაუფ მამედოვსა (აზერბაიჯანი) და ტომი ნიბეკს (ფინეთი) 3-3 ქულა აქვთ. სანიკიძემ, გაგუნაშვილმა და ჯობავამ 2-2, ლომსაძემ კი 1 ქულა მოაგროვეს.

მე-4 ტურში ჩვენებურები ასე დაწყვილდნენ: ბაადურ ჯობავა-გაბორ პაპი (უნგრეთი), გჟეგორჟ გაჯიევსკი (პოლონეთი)-თორნიკე სანიკიძე, მერაბ გაგუნაშვილი-გუდმუნდარ კარტანსონი (ისლანდია), დავით ლომსაძე-ალექსანდრ მიშტა (პოლონეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა