გიორგიმ "ალანიაში" მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა და ჯერ მეტოქეთა კარი არ აუღია, თუმცა ვლადიკავკაზელი გულშემატკივრების გულის მოგება უკვე მოახერხა
გიორგი ჭანტურიამ მიმდინარე სეზონში ვლადიკავკაზის "ალანიაში" მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა და ჯერ მეტოქეთა კარი არ აუღია, მაგრამ ამის მიუხედავად, მან ვლადიკავკაზელი გულშემატკივრების გულის მოგება უკვე მოახერხა.

ვერ გეტყვით, როგორ და რანაირად, მაგრამ ეს ფაქტია.

29 აპრილს "ალანიამ" საკუთარ არენაზე "კრასნოდართან" შეხვედრა 2:3 წააგო. შეუძლებელი იყო, ემოციების გარეშე გეცქირა იმ კადრებისთვის, სადაც კარგად ისმოდა, მთელი სტადიონი ერთხმად რომ სკანდირებდა - "ჭანტურია, ჭანტურია!"

იხილეთ ვიდეო

ოსეთში, აუტსაიდერ და ფაქტობრივად, პირველ ლიგაში გასავარდნად განწირული გუნდის ქომაგისგან ასეთი დადებითი ემოცია ქართველის მისამართით გასაოცარი იყო.

ბოლო ტურის შეხვედრა "ალანიამ" კვლავ წააგო, ამჯერად სანკტ-პეტერბურგში "ზენიტთან" - 0:4. მიუხედავად ამისა, რუსულ მედიაში ჭანტურია კვლავ გამოარჩიეს. ვლადიკავკაზელებიდან მათი მოწონება მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ლეგიონერმა დაიმსახურა.

ეს შემთხვევითი არ იყო, რადგან სტუმართაგან ლამის ყველა მომენტი გიორგიმ შექმნა. ჭანტურია მარჯვენა შემტევად განამწესეს და 26-ე წუთზე თავის ფლანგზე დანიშნული საჯარიმო შეასრულა: როდესაც ყველა საჯარიმოში ჩაკიდებას ელოდა, გიორგიმ ბურთი კარში ჩაახვია - რომ არა "ზენიტის" მეკარე ვიაჩესლავ მალაფეევის ოსტატობა, ანგარიში გაიხსნებოდა.

იხილეთ ვიდეო

პირველ ტაიმში პეტერბურგელები კიდევ ორჯერ ანერვიულდნენ და ორივე შემთხვევაში ქართველის გამო. ჯერ ფლანგზე მცველი ჩამოიცილა და ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, მაგრამ თანაგუნდელებიდან არავინ გამოხმაურებია. შემდეგ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავით შესწვდა, თუმცა მცველმა ხელი შეუშალა, სუსტად დაარტყა და მეკარეს ვერ აჯობა.

მეორე ტაიმში, 61-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ბურთი კიდევ ერთხელ ჩააწოდა და ამჯერად ძელს გაარტყა. 75-ე წუთზე კი მოედნის სიღრმიდან ფლანგზე მშვენიერი გადაცემა მიიღო, ცრუ მოძრაობით ორი მცველი ჩამოიცილა, თუმცა არაზუსტად დაარტყა.

78-ე წუთზე საჯარიმოსთან მცველმა ბურთი აართვა, თუმცა გიორგიმ ბოლომდე იბრძოლა, ბურთი დაიბრუნა და კარში დაარტყა - მალაფეევმა კვლავ საიმედოდ ითამაშა.

88-ე წუთზე საჯარიმოში უკვე მარცხნიდან შეიჭრა და ამჯერადაც არაზუსტად დაარტყა.

ისიც აღსანიშნავია, რომ რიგ ეპიზოდებში ზედმეტად ინდივიდუალისტობდა, მაგრამ ეტყობა, გაზაევი მაინც ენდობა, რადგან არ შეუცვლია.

"ვალერი გაზაევმა თავის გამოჩენის შანსი რამდენიმე მოთამაშეს მისცა, მათ შორის, გიორგი ჭანტურიასაც, რომელიც სტუმართა შორის ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა იყო... ვლადიკავკაზელთა შორის მხოლოდ ის აქტიურობდა, რომელმაც გასაოცარი მონდომება და ჩინებული ტექნიკა გამოავლინა. მაგრამ მხოლოდ მისი მონდომება ერთი გოლის გასატანადაც არ აღმოჩნდა საკმარისი".

"ალანია" რუსეთის პრემიერლიგაში ბოლო ადგილზეა. თუმცა "ზენიტთან" მატჩის შემდეგ გიორგიმ იმედიანად ილაპარაკა:

"ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის. ახლა ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და თითოეული მათგანისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭანტურია: "ალანია" თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე დაიხარჯება

არნემის "ვიტესმა" გიორგი ჭანტურია ვლადიკავკაზის "ალანიას" არ დაუთმო

გიორგი ჭანტურია: სერია A-ში დაუფიქრებლად გადავიდოდი

გიორგი ჭანტურია: ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ "ვიტესში" აღარ დავბრუნდე!

გიორგი ჭანტურია: ყველაფერი ვლადიმერ გუცაევმა გამიკეთა

გიორგი ჭანტურია: საქართველოს ნაკრებს კარგი მწვრთნელი სჭირდება! [VIDEO]

"გამოჩნდა ბარსელონური ტექნიკა" - გიორგი ჭანტურია გაზაევსაც მოსწონს [VIDEO]

გიორგი ჭანტურია: "ბარსელონაში" დარჩენას მთავაზობდნენ, მაგრამ არ ვისურვე

მათე
ყოჩაღ გიო ესე გააგრძელე!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა