ჩვენი ქვეყნის ნაკრები 12-14 წლის მოცურავეებით იყო დაკომპლექტებული
ხუთ ასაკში გათამაშდა მედლები და თასები მოცურავეთა ბელორუსის ღია პირველობაზე, რომელშიც მასპინძლებთან ერთად საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა და ლიტვის 400-მდე მოზარდი მონაწილეობდა. კვარცხლბეკზე ასვლაში 1999-2004 წლებში დაბადებული გოგო-ბიჭები ეცილებოდნენ ერთმანეთს.

ჩვენი ქვეყნის ნაკრები (დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი აბზიანიძე) 12-14 წლის მოცურავეებით იყო დაკომპლექტებული.

ეს ის ასაკია, რომლის წარმომადგენლებიც 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლენ. ამიტომ ამ სპორტსმენების მომზადებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. პოლოცკის ცისფერ ბილიკებზე 12-მა ქართველმა მოცურავემ მოსინჯა ძალები.

2001 წელს დაბადებულთა შორის რუსთაველმა რუსუდან გოგინაშვილმა გამოიჩინა თავი: ახალგაზრდა სპორტსმენმა 50 და 100 მეტრზე ბრასითა და 100 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ოქროს მედლები დაიმსახურა, ხოლო სამი დისტანციის ჯამში, როგორც საუკეთესომ, დიდი თასიც დაისაკუთრა.

ამავე ასაკში საერთო მესამე ადგილი დაიკავა მერი მუმლაძემ (თბილისის "ტონუსი"), რომელსაც ორი ვერცხლი (100-100 მეტრზე თავისუფალი ყაიდითა და კომპლექსურ ცურვაში) და ერთი ბრინჯაო (50 მ, თავისუფალი) ერგო.

მეოთხე იყო ელენე ბერაია (თბილისის "სპორტ-თაიმი"). იგი მხოლოდ ერთი ვერცხლით (50 მ თავისუფალი) დაკმაყოფილდა.

14-წლიან ბიჭებში ირაკლი კვარაცხელიამ ("ტონუსი") 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით პირველი ადგილი დაიკავა, 100 მეტრზე კომპლექსში მე-3 ადგილს დაყაბულდა.

ამავე ასაკში ილია პაპიძემ ("ლაგუნა ვერე") ორი ვერცხლით (50 და 100 მ ბრასით) დაიმშვენა მკერდი. 2000 წელს დაბადებულთა შორის შესანიშნავად იასპარეზა საჩხერელმა ლევან ბახტურიძემ: 50 და 100 მეტრზე ბრასით პირველი იყო ფინიშთან და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ორჯერ ავიდა, მაგრამ საერთო ჩათვლაში მე-4 ადგილს ვერ ასცდა, რადგან 100 მეტრზე კომპლექსურმა ცურვამ დააღალატა.

13-წლიანებში გორელმა ვლადიმერ ტერლეცკიმ 50 და 100 მეტრზე ბრასით მე-3 ადგილები დაიკავა.

ივნისის მიწურულს ეს გოგო-ბიჭები (არ არის გამორიცხული, მათ სხვებიც დაემატონ) დნეპროპეტროვსკში თანატოლთა შორის უკრაინის ღია პირველობაზე გამოვლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა