ხმები უკვე დაირხა: შოლი, სტევენსი, რანგნიკი...
თომას შააფი ბრემენის "ვერდერს" 1999 წლის 9 მაისიდან წვრთნის და ბრემენული კლუბი 52 წლის სპეციალისტის გარეშე დიდხანს წარმოუდგენელი იყო.

მაგრამ ზედიზედ სამი სეზონის ჩაგდებას ისიც დაემატა, რომ ამ სეზონის მიწურულს "ვერდერს" 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და სეზონის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება ჯერაც არ აქვს განაღდებული. შესაბამისად, შააფს თითქმის ყოველდღე კრიტიკის ქარცეცხლი ატყდება და თომასს უკვე ფანებიც ამრეზით უყურებენ.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ბრემენში და ზოგადად, გერმანიაში ვრცელდება ხმები, რომ "ვერდერის" მენეჯერმა თომას აიხინმა შააფის პოტენციურ შემცვლელებთან კონტაქტი დაამყარა და პირველი მოლაპარაკებები გამართა. ერთნი ამტკიცებენ, მეჰმეთ შოლს დაუკავშირდაო, მეორენი "ვერდერთან" მიმართებაში რალფ რანგნიკს ახსენებენ; სხვები კი ირწმუნებიან, აიხინი "ვერდერში" ჰოლანდიელ ჰუუბ სტევენსს ეპატიჟებაო.

ამ მითქმა-მოთქმას 8 მაისს თავად აიხინი გამოეხმაურა, რომელმაც სხვა მწვრთნელებთან შეხვედრა ან მით უმეტეს, მოლაპარაკებები კატეგორიულად უარყო:

"არავისთან დამირეკავს და არავის შევხვედრივარ. ძალიან ვბრაზდები იმის გამო, რომ ასეთი ხმები დადის," - უთხრა "ვერდერის" მენეჯერმა "ბილდს".

თუმცა ჩვენი გერმანელი კოლეგები ეჭვობენ, რომ ეს მანევრია, რომლითაც აიხინს ყურადღების სხვა თემებზე გადატანა სურს, რადგან მას არ უნდა, რომ აღიაროს ახალ მწვრთნელებზე ფიქრი მანამ, სანამ შააფი პოსტზეა. ამ უკანასკნელს კი მანამდე არ გაათავისუფლებს, სანამ ახალ სპეციალისტს არ დაიბევებს. როგორც ჩანს, აიხინი მართლაც დარწმუნებულია იმაში, რომ "ვერდერი" მეორე ბუნდესლიგაში არ დაქვეითდება.

შეგახსენებთ, რომ შააფს "ვერდერთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული. მიეცემა თუ არა მას ამ ხელშეკრულების ბოლომდე შესრულების უფლება, ეს მალე, მაისშივე უნდა გაირკვეს. სულ მალე ბრემენული კლუბის ხელმძღვანელები (გენერალური მენეჯერი ფილბრი, ფიშერი და აიხინი) შეიკრიბებიან და შააფის მომავალზე იმსჯელებენ. ფაქტია, რომ თომასს არგუმენტები არ აქვს - "ვერდერს" 32 ტურში მხოლოდ 33 ქულა აქვს აღებული, რაც ამ გუნდის ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ვერდერმა" არნაუტოვიჩი და ელია პირველი გუნდიდან მოკვეთა

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის