ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დიდი ეპოქის დასასრული: სერ ალექსი ”მანჩესტერ იუნაიტედიდან” მიდის

დიდი ეპოქის დასასრული: სერ ალექსი ”მანჩესტერ იუნაიტედიდან” მიდის

შოტლანდიელმა "ეშმაკების" სათავეში თითქმის 27 წელიწადი გაატარა და ის ინგლისის ყველაზე ტიტულოვან კლუბად გადააქცია
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 8 მაისს დილას "ტვიტერით" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექს ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ამ ამბავს გულშემატკივარი დიდი ხანია ელოდა, მაგრამ ელოდა გაუთვითცნობიერებელი შიშით. შოტლანდიელმა "ეშმაკების" სათავეში თითქმის 27 წელიწადი გაატარა და ის ინგლისის ყველაზე ტიტულოვან კლუბად გადააქცია.

71 წლისამ კი დამსახურებულ პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა. 1986 წლის 6 ნოემბრის შემდეგ მან გუნდი 1498-ჯერ გაიყვანა მინდორზე. სიმბოლურია, რომ ფერგის ზუსტად 2 თამაში დარჩა საიუბილეო 1500-ე შეხვედრამდე.

"ოლდ ტრეფორდი" თავის კერპს 12 მაისს, "სუონსისთან" შეხვედრის შემდეგ გამოეთხოვება. უკანასკნელად კი ფერგი გუნდს ერთი კვირის თავზე ვესტ ბრომვიჩის "ჰოუტონსზე" გაუძღვება და დიად ეპოქასაც სწორედ აქ დაესმება წერტილი. გთავაზობთ ფერგიუსონის ოფიციალურ განცხადებას:

”ძალიან ბევრს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე და მიმაჩნია, რომ ახლა ყველაზე უფრო შესაფერისი დროა. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო, გუნდი კარგ ფორმაში მყოფი დამეტოვებინა და მე ეს მოვახერხე. სამომავლოდ კი "იუნაიტედის" ელჩისა და დირექტორის ფუნქციებს ვიტვირთებ.

მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს მხარდაჭერისთვის, რომელიც ყოველთვის ასე ძალიან მჭირდებოდა. მეუღლე კეტი მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში გვერდით მედგა. არასოდეს მეყოფა სიტყვები იმის აღსაწერად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანია ის ჩემთვის.

რაც შეეხებათ ფეხბურთელებსა და კლუბის პერსონალს, იქნებიან ისინი წარსულიდან თუ დღევანდელობიდან, მადლობას ვეუბნები უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვისა და იმ ერთგულებისთვის, რომლის წყალობითაც მოვახერხეთ ამდენი ტიტულის მოგება. მათი წვლილის გარეშე კლუბის ისტორია არ იქნებოდა ასეთი მდიდარი.

პირველი დღეებიდანვე მოვიპოვე დირექტორატის ნდობა. მათ შორის ცალკე უნდა გამოვყო სერ ბობი ჩარლტონი, რომელიც მუდმივად მარწმუნებდა, რომ შემეძლო ამეშენებინა უდიდესი საფეხბურთო კლუბი და არა მხოლოდ კონკრეტული ეპოქის გუნდი.

გლეიზერების ოჯახმა "იუნაიტედში" მმართველობის ახალი იდეები დაამკვიდრა. ნამდვილად გამიმართლა, რომ მათთან მუშაობა მოვასწარი. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ისეთ ნიჭიერ მენეჯერთან ერთად მუშაობის პატივი მერგო წილად, როგორიც დევიდ გილია.

განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივარს. მხარდაჭერა, რომელსაც თქვენგან წლების განმავლობაში ვგრძნობდი, ნამდვილად შეუფასებელი იყო. თქვენი არსებობა უზარმაზარი ღირსება და პრივილეგიაა, რომელმაც საშუალება მომცა, გუნდი წარმატებების გზაზე მეტარებინა და მის სათავეში ამდენი ხანი დავრჩენილიყავი”.

პირველი ემოციები

დევიდ გილი (მანჩესტერ იუნაიტედის აღმასრულებელი დირექტორი):

"მქონდა პატივი სერ ალექს ფერგიუსონის გვერდით 16 წლის განმავლობაში მემუშავა.

ვიცოდით, რომ ის ერთ დღესაც მწვრთნელობას თავს დაანებებდა და ამიტომაც საკლუბო სისტემაში მოვუძებნეთ ადგილი. მან "იუნაიტედი" იდეალურად გამართა და მემკვიდრეს მისცა საშუალება, სტაბილურ გარემოში განაგრძოს მის მიერ დაწყებული საქმე.

ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი იმით, როგორ ზრუნავდა ის "იუნაიტედზე". ამ პროცესს მე წლების განმავლობაში ვადევნებდი თვალს. ის, რა ამაგიც მან ჩვენ დაგვდო, არასოდეს იქნება დავიწყებული. ბედნიერი ვარ, რომ მას შემიძლია მეგობარი ვუწოდო".

დევიდ ბერნშტეინი (ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელი):

"სერ ალექსის მიღწევები მართლა შთამბეჭდავია. ის ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელია.

ინგლისური ფეხბურთის განვითარებაში მის მიერ შეტანილი წვლილი განუზომელია. საფეხბურთო ასოციაციის სახელით პენსიაზე მას მშვიდ ცხოვრებას ვუსურვებთ".

მიშელ პლატინი (უეფას პრეზიდენტი):

"ალექს ფერგიუსონმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არა მხოლოდ კონკრეტულად ინგლისური ფეხბურთის, არამედ გლობალურად სპორტის ამ სახეობის განვითარებაში.

მის გასაოცარ უნარს, ყურადღება მიექცია თითქოსდა უმნიშვნელო დეტალებისთვის, ამოეცნო ფეხბურთელში ტალანტი, საოცარი შედეგები მოჰქონდა 30-ზე მეტი წლის განმავლობაში.

ის ნამდვილი გზამკვლევია სხვებისთვის. იმედია, მოიცლის უეფასთან თანამშრომლობისთვის და საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდა საფეხბურთო მენეჯერებს გაუზიარებს".

პოლ ინსი (მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი 1989/95 წლებში):

"სიმართლე თუ გინდათ, გეტყვით, რომ ამ ინფორმაციამ შოკში ჩამაგდო. არ მგონია, რომ ოდესმე კიდევ გამოჩნდეს მწვრთნელი, რომელიც ამდენ ტიტულს მოიგებს.

ბედნიერი ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით 6 წელიწადი ვთამაშობდი. მახსოვს, პირველ დღეს სამედიცინო შემოწმება ვერ გავიარე და მეგონა, რომ ამის გამო ტრანსფერი ჩაიშლებოდა, მაგრამ ფერგი ისე მომეპყრო, როგორც საკუთარ შვილს. მსგავსი რამის დავიწყება შეუძლებელია".

დიდი საქმის მემკვიდრეები: მოიესი, მოურინიო, კლოპი...

სერ ალექს ფერგიუსონის სამკვიდროს ჩაბარება ერთდროულად ძალიან იოლია და ძალიან ძნელი. იოლი იმიტომ, რომ კლუბი უმაღლეს დონეზეა გამართული.

გუნდის შემადგენლობას ცალკეულ რგოლებში შეიძლება გაძლიერება სჭირდება კიდეც, მაგრამ ძირითადად მას მაინც დაბალანსებული ჰქვია.

რთული კი იმიტომ არის, რომ ამბიციურ გუნდს დიდ გეგმებთან შეჭიდება მოუწევს და თითოეულ ნაბიჯს გულშემატკივარი იმის მიხედვით განსჯის, თუ როგორ მოიქცეოდა კონკრეტულ შემთხვევაში დიდი შოტლანდიელი.

მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედი" უახლოეს პერიოდშივე წარადგენს ფერგის შემცვლელს. იქამდე კი, მოდი, "უილიამ ჰილის" ფავორიტებს ჩამოგითვლით.

უმსხვილესმა ბუკმეიკერულმა კანტორამ ფსონების მიღება უკვე დაიწყო: ჟოზე მოურინიო - 1,8; დევიდ მოიესი - 2,62; იურგენ კლოპი - 9; ოლე გუნარ სულშერი - 21; გარი ნევილი - 26; მიკაელ ლაუდრუპი - 26; რაიან გიგზი - 34; ერიკ კანტონა - 41; ლორან ბლანი - 41, მანუელ პელეგრინი - 51; იოახიმ ლიოვი - 51; არსენ ვენგერი - 101; რაფაელ ბენიტესი - 101.

იხილეთ ფოტოგალერეა

დოსიე

სერ ალექსანდერ ჩეპმენ ფერგიუსონი

დაიბადა 1941 წლის 31 დეკემბერს გლაზგოში.

საფეხბურთო კარიერა

ქუინზ პარკი - 1958/60, სენტ ჯონსტონი - 1960/64, დანფერმლაინი - 1964/67, რეინჯერსი - 1967/69, ფოლკირკი - 1969/73, ეარ იუნაიტედი - 1973-74

სამწვრთნელო კარიერა

ისტ სტერლინგშირი 1974, სენტ მირენი - 1974/78, აბერდინი - 1978/86, შოტლანდიის ნაკრები 1985/86, მანჩესტერ იუნაიტედი 1986/2013

სამწვრთნელო მიღწევები

სენტ მირენი: შოტლანდიის პირველი ლიგის გამარჯვებული 1976/77

აბერდინი: შოტლანდიის ჩემპიონი (3) 1979/80, 1983/84, 1984/85; შოტლანდიის თასი (4) 1982, 1983, 1984, 1986; შოტლანდიის ლიგის თასი (1) 1986, თასების მფლობელთა თასი (1) 1983, ევროპის სუპერთასი (1) 1983

მანჩესტერ იუნაიტედი: ინგლისის ჩემპიონი (13) 1992/93, 1993/94, 1995/96, 1996/97, 1998/99, 1999/2000, 2000/01, 2002/03, 2006/07, 2007/08, 2008/09, 2010/11, 2012/13; ასოციაციის თასი (5) 1990, 1994, 1996, 1999, 2004; ლიგის თასი (4) 1992, 2006, 2009, 2010; ინგლისის სუპერთასი (10) 1990, 1993, 1994, 1996, 1997, 2003, 2007, 2008, 2010, 2011; ჩემპიონთა ლიგა (2) 1999, 2008; თასების მფლობელთა თასი (1) 1991, ევროპის სუპერთასი (1) 1991; საკონტინენტთაშორისო თასი (1) 1999, ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (1) 2008

პრემიერლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელი (10): 1993/94, 1995/96, 1996/97, 1998/99, 1999/2000, 2002/03, 2006/07, 2007/08, 2008/09, 2010/11; პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი 27-ჯერ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს

ალექს ფერგიუსონი: ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის ადვილი არ იყო, თუმცა ახლა შესაფერისი მომენტია

ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა

შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ

"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს

[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!

[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა

[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!

ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია

ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა

This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?