მოდი, ერთად გავიხსენოთ ის მნიშვნელოვანი თარიღები, რომელთაც სერ ალექსის უნიკალურ კარიერაზე დიდი გავლენა იქონიეს
სერ ალექს ფერგიუსონმა მთელი საფეხბურთო და არა მხოლოდ საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო და განაცხადა, რომ სეზონის დასრულებისთანავე კარიერას დაასრულებს. ბევრი ადამიანის აზრით, შოტლანდიელი ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია; ზოგი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, მაგრამ იმას წყალი არ გაუვა, რომ ფერგი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო მწვრთნელია.

მოდი, ერთად გავიხსენოთ ის მნიშვნელოვანი თარიღები, რომელთაც სერ ალექსის უნიკალურ კარიერაზე დიდი გავლენა იქონიეს - კარიერაზე, რომელიც თითქმის 40 წელი გაგრძელდა...

1974 წლის 1 ივნისი: ფერგიუსონი შოტლანდიის მეორე დივიზიონის ბინადრის, "ისტ სტირლინგშირის" მწვრთნელად ინიშნება. 32 წლის ფერგი ნახევარ განაკვეთზე მუშაობს და კვირაში 40 გირვანქას იღებს. მუშაობის დაწყების მომენტში შოტლანდიელს გუნდში მეკარე არ დახვდა.

1975 წლის 7 ოქტომბერი: "სტირლინგშირში" წარმატებული მუშაობის შემდეგ ფერგიუსონი "სენტ მირენის" მწვრთნელად ინიშნება.

1977 წლის 19 აპრილი: "დანფერმლაინის" და "რეინჯერსის" ყოფილი ფორვარდი სამწვრთნელო კარიერაში პირველ ტიტულს იგებს - "სენტ მირენმა" პირველ დივიზიონში იმარჯვა და უმაღლესი ლიგის საგზური მიიღო.

1978 წლის 31 მაისი: "სენტ მირენი" გახდა პირველი და ერთადერთი კლუბი, რომელმაც ფერგიუსონი სამსახურიდან დაითხოვა. მიზეზი "აბერდინთან" არსებული წინასწარი შეთანხმება იყო, სადაც ფერგი მომავალი სეზონიდან უნდა გადასულიყო.

1980 წლის 3 მაისი: 16 საჩემპიონო ტიტულიდან პირველი - "აბერდინი" ისტორიაში მეორედ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი და ეს ტიტული 35-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. გუნდიდან წასვლამდე ფერგი კიდევ ორჯერ გახდება ქვეყნის ჩემპიონი. ბოლოს 1985 წელს. ეს იყო უკანასკნელი სეზონი, როდესაც შოტლანდიის ჩემპიონი არც "რეინჯერსი" გამხდარა და არც "სელტიკი".

1983 წლის 11 მაისი: მთელი ევროპა შოკშია - "აბერდინმა" თასების თასის ფინალში მადრიდის "რეალს" მოუგო და ევროტურნირის გამარჯვებული გახდა.

1985 წლის 4 დეკემბერი: ფერგიუსონის ხელმძღვანელობით მოთამაშე შოტლანდიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში ავსტრალიას მოუგო და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ფერგი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი მეგობრის და მასწავლებლის, ჯოკ სტეინის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა, რომელსაც ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი შეხვედრის დასრულების შემდეგ გულის შეტევა მოუვიდა და სტადიონის სამედიცინო ოთახში გარდაიცვალა.

1986 წლის 6 ნოემბერი: "არსენალის", "რეინჯერსის" და "ტოტენჰემის" წინადადებების უარყოფის შემდეგ ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემოთავაზებას დათანხმდა და ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა. დანიშვნის მომენტში "წითელი ეშმაკები" ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდნენ.

1986 წლის 8 ნოემბერი: "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი პირველი მატჩი მარცხით დასრულდა - "მანჩესტერმა" "ოქსფორდთან" 0:2 წააგო.

1990 წლის 7 იანვარი: მარკ რობინსის გოლის წყალობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ასოციაციის თასის მეოთხე ეტაპის საგზური მოიპოვა, ხოლო ფერგიუსონი გაგდებას გადაურჩა. "წითელ ეშმაკებს" გამარჯვება ნოემბრის დასაწყისიდან არ ჰქონდათ მოპოვებული და შოტლანდიელის სკამიც მორყეული იყო. საბოლოოდ, იმ წელს "იუნაიტედმა" თასი მოიგო. ფინალში "მანჩესტერმა" "კრისტალ პალასი" დაამარცხა, ფერგიმ კი მანჩესტერში პირველი ტიტული მოიპოვა.

1991 წლის 15 მაისი: თასების თასის ფინალში მარკ ჰიუზმა დუბლი შეასრულა, "მანჩესტერმა" კი "ბარსელონას" 2:1 მოუგო და 1968 წლის შემდეგ პირველი საერთაშორისო ტიტული მოიპოვა.

1992 წლის 26 ნოემბერი: წინა წელს პიტერ შმაიხელის სულ რაღაც 530 000 ფუნტად შეძენის შემდეგ ფერგიუსონმა კიდევ ერთი საოცარი ტრანსფერი სრულყო და ქვეყნის ჩემპიონი "ლიდსიდან" ერიკ კანტონა შეიძინა, რომლის ტრანსფერიც 1,2 მილიონი ფუნტი დაჯდა.

"თუ სადმე იყო ერთი ფეხბურთელი, რომელიც "იუნაიტედს" იდეალურად ერგებოდა, ეს ფეხბურთელი ერიკ კანტონა გახლდათ," - იტყვის რამდენიმე წლის შემდეგ ფერგი.

1993 წლის 2 მაისი: კანტონას შესანიშნავი თამაშის წყალობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონი ხდება. გუნდმა ეს ტიტული 38-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა და მეორე ადგილზე გასულ "ასტონ ვილას" მთელი 10 ქულით გაასწრო.

1996 წლის 5 მაისი: სეზონის დასაწყისში ფერგიმ გუნდის ლიდერები: მარკ ჰიუზი, პოლ ინსი და ანდრეი კანჩელსკისი გაყიდა და ისინი ახალგაზრდა მოთამაშეებით: დევიდ ბექჰემით, პოლ სქოულზით და ძმები ნევილებით ჩაანაცვლა. ამის გამო შოტლანდიელი ბევრმა გააკრიტიკა, მაგრამ სეზონის ბოლოს "იუნაიტედმა" ბოლო 4 წელიწადში მესამე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.

1999 წლის 26 მაისი: ბარსელონაში გამართული საოცარი ფინალის შემდეგ, რომელიც "იუნაიტედმა" არბიტრის მიერ დამატებულ დროში გატანილი ორი გოლის წყალობით მოიგო, "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. იმ სეზონში "იუნაიტედმა" ქვეყნის ჩემპიონატშიც და თასზეც იმარჯვა და ერთგვარი ჰეთ თრიქი შეასრულა.

1999 წლის 12 ივნისი: "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი სერ ალექს ფერგიუსონად იქცა. მწვრთნელმა რაინდის წოდება დედოფლისგან მიიღო.

"ჩემი მშობლები ცოცხლები რომ იყვნენ, ჩემით აუცილებლად იამაყებდნენ," - განაცხადა სერმა.

2002 წლის 4 თებერვალი: სეზონის დასაწყისში სერ ალექსმა კარიერის დასრულების სურვილი გამოთქვა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და კიდევ მინიმუმ 3 წლით დარჩენა გადაწყვიტა.

2008 წლის 21 მაისი: ფერგიუსონმა ჩემპიონთა ლიგა კარიერაში მეორედ მოიგო. დრამატულ ფინალს ვერც ამჯერად ავცდით - ჯონ ტერის გადამწყვეტი პენალტის შესრულებისას ფეხი დაუცდა, რამაც "იუნაიტედს" ტიტულისკენ მიმავალი გზა გაუხსნა.

2011 წლის 14 მაისი: ფერგიმ დიდი ხნის ოცნება აისრულა და "ლივერპული" ჩამოიტოვა. "ბლექბერნთან" მოგებული მატჩის შემდეგ (1:0) "მანჩესტერმა" ისტორიაში მე-19 ტიტული მოიპოვა და "ლივერპულს" (18-გზის ჩემპიონი) გადაასწრო. ამ 19 ტიტულიდან 12 "მანკუნიანელებს" ფერგის დანიშვნის შემდეგ ჰქონდათ მოგებული.

2013 წლის 23 აპრილი: რობინ ვან პერსის ჰეთ თრიქის წყალობით, "მანჩესტერმა" "ასტონ ვილას" 3:0 მოუგო და ინგლისის ჩემპიონი მეოცედ გახდა. ფერგიმ "იუნაიტედში" მე-13 საჩემპიონო და სულ 28-ე ტიტული მოიპოვა.

2013 წლის 8 მაისი: ფერგიუსონმა ყველა შოკში ჩააგდო, როდესაც კარიერის დასრულების სურვილი გამოთქვა. აი, რა უთხრა მან "იუნაიტედის" გულშემატკივრებს: "თქვენი საყვარელი გუნდის მწვრთნელობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ნამდვილი პრივილეგია იყო. "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებულ თითოეულ წამს ვაფასებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალექს ფერგიუსონისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" 26-წლიანი ეპოქა [ფოტოგალერეა]

del piero 10
მადლობა ფერგი! :)
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა