მადრიდში საინტერესო ფაზაში შევიდა კაცების მასტერსი
ქალების სუპერტურნირის შემდეგ, მადრიდში საინტერესო ფაზაში შევიდა კაცების მასტერსიც - იქ დაიწყო მეორე წრე და შესაბამისად, ბრძოლაში ჩაებნენ ძირითადი ფავორიტები. ერთისთვის ამ რაუნდის მატჩი სავალალოდ დასრულდა.

შარშანდელ სეზონამდე ნოვაკ ჯოკოვიჩი კარგად თამაშობდა მადრიდის გრუნტზე. 2009 წელს, მან ოთხსაათიანი ნახევარფინალი წააგო რაფაელ ნადალთან, ორი წლის შემდეგ კი (2010 წელს ესპანეთის დედაქალაქში არ ჩასულა) გადამწყვეტ მატჩში დაამარცხა რაფა. შარშან ნოვაკი ტიტულის დაცვას აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად წააგო მესამე წრეში.

წელს, ნოვაკს პირველ მეტოქედ გრიგორ დიმიტროვი ერგო. ბულგარელი იოლი მოწინააღმდეგე არ არის, მაგრამ ნოვაკი აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა. უკვე პირველი გეიმების შემდეგ ცხადი იყო, რომ სერბს იოლი გასეირნება არ ელოდა. დიმიტროვი შესანიშნავად აწოდებდა, სწრაფად თამაშობდა და არ აძლევდა მეტოქეს ინიციატივის მოპოვების საშუალებას. ბულგარელმა პირველ პარტიაში ხასიათი გამოავლინა და სამი სეტბოლი მოიგერია. ყველაზე უცნაური ტაი-ბრეიკზე მოხდა - ნოვაკი 6:4-ს იგებდა, მაგრამ ზედიზედ ოთხი ქულა დათმო.

მეორე სეტში ჩოგბურთელებს გაუჭირდათ სწრაფი ტემპის შენარჩუნება. თავდაპირველად სირთულეები პირველ ჩოგანს შეექმნა - ის უკანა ხაზზე დაეცა და მარჯვენა კოჭი დაიზიანა. ჯოკოვიჩმა ექიმის დახმარებას მიმართა, მაგრამ ეტყობოდა, რომ უჭირდა შეხვედრის გაგრძელება. ამ სირთულის მიუხედავად, სერბმა შეძლო პარტიის 2:4-დან გადარჩენა. ტაი-ბრეიკი ნამდვილი გამოცდა გახდა ორივესთვის. გულშემატკივრებს აშკარად დიმიტროვის მხარე ეჭირათ და ხანდახან არაეთიკურად იქცეოდნენ - მაგალითად, უხაროდათ ნოვაკის შეცდომები პირველი მოწოდებისას.

ბულგარელმა 7:6-ზე პირველი მატჩბოლი მიიღო, მაგრამ ჯოკოვიჩი მოწოდებისთანავე ბადესთან გავიდა. მოულოდნელობის ეფექტმა გაამართლა - გრიგორმა ბადეს გაარტყა ბურთი. საბოლოოდ, სერბმა მოიგო ურთულესი ტაი-ბრეიკი და სეტი.

მაგრამ მეტის გასაკეთებლად ნოვაკს ძალა აღარ ეყო. სერბმა მატჩის შემდეგ აღიარა, რომ მონტე კარლოს მასტერსის მოგების შემდეგ, სხვადასხვა მიკროტრავმის გამო 12 დღე ჩოგანი არ აუღია ხელში. ამ ყველაფერმა თავი მესამე სეტში იჩინა, რომელიც დიმიტროვმა ბრეიკით დაიწყო, 5:3-ზე კი მეორედ აიღო მეტოქის მოწოდება და თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია - 7:6(6), 6:7(8), 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მადრიდში ფავორიტები აგებენ

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა