საქართველოს თასი. საპასუხო ნახევარფინალური მატჩი
რუსთავში მოგების შემდეგ "მეტალურგმა" თასის განმეორებითი შეხვედრა ფრთხილად, მაგრამ ისე კარგად დაიწყო, ვერავინ წარმოიდგენდა, საბოლოოდ ტაბლოზე ასეთი შედეგი თუ დაფიქსირდებოდა.

გიორგი ყიფიანის გაწვრთნილები ქვეყნის ჩემპიონობადაბრუნებულ "დინამოს" ტოლს არაფერში უდებდნენ, ტემპში აჰყვნენ და საკმაოდ ლამაზი თამაში გვაჩვენეს.

თუმცა დინამოელები მაინც უკეთ გამოიყურებოდნენ და მეტი საგოლე მომენტი შექმნეს.

იხილეთ ვიდეო

ჩისკოსა და გია კვარაცხელიას დარტყმები არაზუსტი გამოდგა. თავის მხრივ, სახიფათო გამოდგა გოგი ფიფიას უძლიერესი გასროლაც, რომელიც გიორგი ლორიამ კუთხურზე მოიგერია.

ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა: ჯაბა დვალმა საჯარიმოს რკალთან ბურთი მიკელ ალვაროს დაუგდო, რომელმაც კარში ზუსტად გააგზავნა - 1:0.

მეორე ტაიმი რუსთაველებმა კვლავ აქტიურად დაიწყეს, მაგრამ მალე მეორე გოლი მიიღეს და მათი ენთუზიაზმიც ჩაცხრა: მარჯვენა ფლანგიდან ალვარომ ჩისკო მოძებნა, რომელმაც მეკარეს დაასწრო - 2:0

ამის შემდეგ დინამოელები სტუმრების კართან აკეთებდნენ ყველაფერს, რასაც მოისურვებდნენ.

ძალიან ლამაზი გამოდგა მესამე გოლი: ჩისკოს კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კარისკენ ლევან ხმალაძემ გაუშვა, ალვარომ კი დამატებაზე თავით მიმართულება შეუცვალა - 3:0.

ეფექტური იყო ხმალაძის გოლიც, როდესაც პეტერ გრაიციარის გადაცემით თბილისელთა ნახევარმცველმა მეტოქის საჯარიმოში დასწრებაზე ითამაშა და მახვილი კუთხიდან გაიტანა - 4:0.

თავი გამოიჩინა შეცვლაზე შესულმა გიორგი მერებაშვილმაც, რომელიც ბევრს ეცადა და 87-ე წუთზე საჯარიმოს რკალიდან ბურთი ზუსტად მოჭრა - 5:0.

რუსთაველებმა მხოლოდ ერთი ხეირიანი შეტევა განახორციელეს: კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილ გოგი ფიფიას ანგარიშის შემცირება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა.

ამგვარად, 22 მაისს, საქართველოს თასის ფინალში "დინამო" საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდება. თბილისელებმა ჩემპიონობა უკვე მოიპოვეს და ახლა მეორე ტიტულისთვისაც იბრძოლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მეტალურგი-დინამო თბ 2:1 - ერთადერთი გზა ევროტურნირებისკენ [VIDEO]

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა