ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მორიგი სკანდალი: "ზესტაფონის" პრეზიდენტი გუნდის დაშლით იმუქრება

მორიგი სკანდალი: "ზესტაფონის" პრეზიდენტი გუნდის დაშლით იმუქრება

ილია კოკაიამ კლუბის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავისი გუნდის დაშლას აპირებს
ლამის თვე არ გავა, ქართულ ფეხბურთში სკანდალი არ მოხდეს. აგერ, მორიგი მაგალითი: "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ კლუბის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავისი გუნდის დაშლას აპირებს.

ის თვლის, რომ ხელისუფლება კერძო მფლობელებს ისე არ ეხმარება, როგორც სახელმწიფო კლუბებს; რომ ეროვნულ ჩემპიონატში სიბინძურეებს რეალურად არ ებრძვიან და ა.შ.

- დღეს ქართულ ფეხბურთში კატასტროფული ვითარებაა. ყველაზე დიდი პრობლემა მუნიციპალური და კერძო გუნდების თანაარსებობა და მათ შორის სამართლიანობის ზღვარის დაცვაა.

მომავალი წლისთვის ორ ვარიანტზე ვფიქრობ.

1. "ზესტაფონს" დიდი ბიუჯეტი ექნება და გუნდის გაძლიერებას შევეცდები;

2. გუნდს დავშლი და მხოლოდ ინფრასტრუქტურასა და საფეხბურთო სკოლას შევინახავ.

ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო.

12-თა საბჭოზე სახელმწიფო კლუბების აკრძალვის საკითხზე ვიმსჯელეთ. ამას განვითარება არ მოჰყვა, მაგრამ მე, როგორც კერძო მფლობელს, სახელმწიფო გუნდების არსებობა მიუღებლად მიმაჩნია - ფეხბურთში ფულს ვდებ და სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადს ვიხდი, მერე კი ეს ფული ჩემი კონკურენტების გაძლიერებას რატომ უნდა მოხმარდეს?

ახლა გორის "დილას" პრობლემები შეექმნა, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო. ჩემი კრიტიკა, რომ არასწორია ასეთი ერთჯერადი პროექტები, მტრობად აღიქვეს და ისიც დამაბრალეს, გორელები არ გიყვარსო. რომ მიყვარს და ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის ხილვა მსურს, სწორედ ეს მალაპარაკებს.

დიდი ტრაგედია იყო, "დილას" ლიცენზია გამგებლის მოადგილის საგარანტიო წერილის საფუძველზე რომ მისცეს. ეს როგორ შეიძლებოდა? ფეხბურთის ფედერაციაც არასწორი იყო და მთელი პასუხისმგებლობა მათზეა.

მორიგი პრობლემა გარიგებული მატჩებია: ამ სიბინძურეებმა უკვე პიკს მიაღწია. ამიტომაც არის ჩვენი ფეხბურთი ინვესტორისთვის უინტერესო.

შარშან ამ დროს პრესკონფერენცია ჩავატარე და რამდენიმე გარიგებულ თამაშზე ეჭვი გამოვთქვი. ცოტა ხნის წინათ ამ საკითხზე კიდევ ერთი განცხადება გავაკეთე და საგამომძიებლო ორგანოებში დამიბარეს.

გაოცებული ვარ, იქ რაც ვნახე და გავიგე. გარიგებულ მატჩებზე უამრავი საქმეა, მთელი ტომები დევს და შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერზე დეტალური ინფორმაცია აქვთ. მე არ ვიცი, რას ელოდებიან.

- საქართველოს ჩემპიონატში სულ ხუთი კერძო კლუბია - ისინი თქვენს პოზიციას იზიარებენ?

- ყველა ერთ აზრზე ვართ. იყოს სახელმწიფო გუნდები, მაგრამ უსამართლობაა, ერთს 9 მილიონი მისცე, სხვებს - მილიონი, კერძოებს კი - არაფერი.

"ლელოში" იყო საინტერესო წერილი: დაითვალეთ, რამდენი მოთამაშე გაუზარდეს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს კერძო და სახელმწიფო გუნდებმაო და აღმოაჩენთ, რომ პირველებს უზარმაზარი უპირატესობა გვაქვს. ეს მეტყველებს, რომელი დაქვემდებარების კლუბია უფრო ეფექტური და სასარგებლო ჩვენი ფეხბურთისთვის.

"დილა" ძალიან კარგი გუნდია, ზესტაფონში გვაჯობა და რომან ფიფიას ვუთხარი, "დინამოზე" მეტად მომეწონა-მეთქი. მისი მწვრთნელი ვალდას ივანაუსკასი კარგი სპეციალისტია და მომავალი სეზონიდან მთელ გუნდს სიამოვნებით ავიყვანდი. სწორი მიდგომით ეს გუნდი ბევრს მიაღწევს, მაგრამ თავის დროზე სახლის შენება სახურავიდან დაიწყეს და ამიტომაც არის, ახლა "დილას" ფეხბურთელები "ჩემოდანზე" რომ სხედან.

ცხრა მილიონი დახარჯეს იმისთვის, რომ საქართველოს თასი მოეგოთ. იმ თასის ფინალშიც გაუგონარი სიბინძურე მოხდა. ბოლოს, გორში რომ ვითამაშეთ, მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში სტადიონი დავტოვე, რადგან შევატყვე, ყველაფერი წინასწარ იყო გადაწყვეტილი.

უდიდეს პატივს ვცემ თითოეულ გორელს, მაგრამ ამ გუნდს, რომელიც თავის დროზე არასწორ საფუძველზე შეიქმნა, ვერ გავაიგივებ გორთან და გორელებთან.

ბოლოს ამ აზრამდეც მივედი: სადაც გუბერნატორების ჩემპიონატი ტარდება, კლუბს და ჩვენს ინფრასტრუქტურას ზესტაფონის მუნიციპალიტეტს გადავცემ და მიხედონ.

- თქვენთვის სახელმწიფოს მიერ გუნდების დაფინანსების რომელი ფორმა იქნება მისაღები?

- თანაბრობის პრინციპზე აგებული. არის ორი გზა. პირველი: სახელმწიფო იყოს ფეხბურთში და ერთნაირად დააფინანსოს თითოეული კლუბი. ფიფიას ფული რომ აქვს, სახელმწიფოს ფული აწყენდა? კოკაია ფულს რომ ხარჯავს, სახელმწიფოს მხარდაჭერა არ სჭირდება?

მეორე: საუკეთესო გზა იქნება, ყველა გუნდს კერძო ინვესტორი მოუძებნონ და ქართულ ფეხბურთში გუბერნატორების ჩემპიონატების ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. მეც მხოლოდ იმ შემთხვევაში დავრჩები, თუ სახელმწიფო ყველას თანაბრად დაგვაფინანსებს და პრიორიტეტული გუნდები აღარ ეყოლება. ამ ყველაფრის წამალი კი ობიექტური ლიცენზირება და ფინანსური გამჭვირვალობაა, რასაც უეფა ითხოვს.

- მენეჯერების საკითხიც პრობლემურია - ბევრი გუნდი მათი მიზეზითაც დაშლილა. რუსეთში ცოტა ხნის წინათ მათ წინააღმდეგ საგანგებო რეზოლუცია მიიღეს. ამაზე თქვენს კოლეგებთან თუ გიმსჯელიათ?

- შარშანდელ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მატჩებამდე სწორედ აგენტებმა წაიყვანეს ჩვენი 4 წამყვანი მოთამაშე. შედეგად, "ნეფთჩისთან" რაც მივიღეთ, ეს ყველამ ნახეთ. ეს ისეთი საქმეა, რომ თვითონ ფეხბურთელი უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და იცოდეს, ვის ელაპარაკოს, თორემ როგორ გინდა, კაცს კაცთან შეხვედრა და ლაპარაკი დაუშალო? ჯერ ერთი, მენეჯერს დალაპარაკებას ვერც აუკრძალავ.

- ისიანის პროექტზე რას ფიქრობთ?

- ასე ადვილი განსახორციელებელი არ არის. აბა, სახელმწიფოს ჰკითხეთ, 3 წლით გუნდის დაფინანსება შეუძლია? მე თუ მკითხავ, ქართულ ფეხბურთს 4-5 ძლიერი ინვესტორიც ეყოფა, თუ სწორი მიდგომები გვექნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თვალსაზრისი: ქართული ფეხბურთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეღავათი

ვალდას ივანაუსკასი: კოკაიას განცხადება? არ ღირს თავის მტვრევა ამაზე

სკანდალი: ქართული ფეხბურთით პროკურატურა "დაინტერესდება"

ილია კოკაია: ახალგაზრდების თამაში კლუბების ინტერესებშია

ილია კოკაია: ზესტაფონში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი უნდა ჟღერდეს!

• aba

ვახო. რამდენადაც ვხედავ დინამოს ისტორია მარტო ქარტული "გაბერილი" წყაროებიდან იცით. ავიგოტ საფრანგეთის გუნდები. დინამოს'ს ოფიციალურ მატჩებში 1წაგება აქვს, 1 ფრე და 1 წაგება. აღსანიშნავია რომ 1მოგება და 1 ფრე აქვს S.C Bastia'თან რომლის სახელიც ალბათ ბევრს არ გაუგია. ახლა მითხარ - ეს არის "ქვეყნების გუნდები არაფერს წარმოადგენდნენ"-ო. სულ საფუძველ მოკლებული ჭიმვით ხომ ვერ ვიცხოვრებთ. რაც შეეხება ჩემს ნათქვამს რომ ახლა საქართველოში "გაშანშალებული ლელინიზმია საქარტველოში. სახელმწიფო რომ ფეხ. გუნდს დააფინანსებს ამას სხვას ვერაფერს უჭოდებ." - მე მგონი სადავო არაფერია. ადრე ეს სხოვრების წესი იყო. ახლა, ბევრ ყოფილ საბჯოთა გუნდს შანსი გაუჩნდა რომ მოიშოროს ეს ლენინიზმი და წარმოაჩინოს თავისი თავი. საქართველოში კი "რუსეთს აგინებენ" და თან "ლენინიზმს" აწვებიან. აიი ეს არის სატირალი.

• vaxo

სწორედ ლენინიზმის დრო იყო დინამო რომ ბობოქრობდა, მისთვის საფრანგეთის, ჰოლანდიის, საბერძნეთის, დანიი, ბელგიის, შოტლანდიის და სხვა ქვეყნების გუნდები არაფერს წარმოადგენდნენ, ეხლა კი აზერბაიჯანმაც კი გაგვასწრო.

• aba

გაშანშალებული ლელინიზმია საქარტველოში. სახელმწიფო რომ ფეხ. გუნდს დააფინანსებს ამას სხვას ვერაფერს უჭოდებ. მე მგონი (ა.შ.შ-დან მარტო ინტერნეტით ტუ გაიგებ ამბავს) ევროპელმა დამკვირვებელმა ასეც თქვა , მაგრამ საქარტველოში განაჭყენდნენ. რას ამბობ "ლენინიზმი" სხლაგან მოძებნეო.... ნეტა სადარიან ის გოიმები ეგ რომ შეიცხადეს. ...

• 1223

დახმარება რომ აუილებელია, ამას არავინ დავობს. საბიუჯეტო კლუბებზე პროგრამა უნდა შემუშავდეს როგორ დაიხარჯება თანხა, გადაყრილი რომ არ გამოვიდეს. კერძო კლუბებს საგადასახადო შეღავათები უნდა მიეცეს და ეს ისე უნდა დაბალანსდეს, რომ თანაბრად გადანაწილდეს საბოლოო ჯამში ყველაზე დახმარება და ხელშეწყობა

• Fridon

აბსოლუტურ სიმართლეს ამბობს ილია კოკაია. თუ სახელმწიფოს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის სურვილი გაუჩნდა მუნიციპალური დაქვემდებარების კლუბები დააფინანსოს, ეს თანხა ყველასათვის ერთნაირი უნდა იყოს და იგივე სიდიდის დოტაცია გადაეცეთ კერძო კლუბებს. ეს იქნება სამართლიანი.

• 1111

დავითმა სწორად ჩამოაყალიბა ყველაფერი, რაც ასევე ნათლად ჩანს ინტერვიუშიც.

• თამაზი

სახელმწიფოც უნდა ეხმარებოდეს რა თქმა უნდა, მითუმეტეს დღესდღეობით,ისეთი მძიმე სიტუაციაა რომ მეტი აღარ შეიძლება რეგიონებში სულ ჩამკვდარია ფეხბურთი ვინც რაღაცას წვალობდა რომ რაღაც სეეზინა ქართული ფეხბურთისტვის ნელნელა გარიყეს მოკლედ არის კიდევ ერთი ასეთი პროექტიც იმ მეწაარმეებს ვინც დააფინანსებს ფეხბურთს მოეხსნას დღგ 5%-ით ამ 5$-დან 4 აუცილებლად უნდა ჩადოს კლუბში,ხოლო ის ერთი პროცენტი როგორც უნდა თვითონ გამოიყენოს დაინახავთ რამდენი ინვესტიცია ჩაიდება ფეხბურთში ეს სახელმწიფოსაც წაადგება ყოველ სატრანსფერო თანხაზე კლუბი ხომ იხდის საგადასახადოს?{მხვედველობაში მაკვს ფეხბურთელების გასხვისების თანხა) ბუმი იქნება ძველებურად ფეხბურთის, თანხები რომ ჩაიდება ჩამოიყვანენ უცხოელებსაც თორემ მარტო ჩვენი ადგილობრივი ფეხბურთელებით ფონს ვერ გახვალ მიუხედავად, იმისა როგორი ნიჩიერებიც არ უნდა ვიყოთ. ამაზეა სამუშაო მტავრობასტან რომ დატანხმდეს, ისე ლევანი ყიფიანის და გია ისიანის პროექტებიც არ არის ცუდი ამ ეტაპისათვის ეს მხოლოდ მოკლედ ავხსენი თუ დაინტერესდებიან მზად ვარ თანამშრომლობისთვის ვარ ერთერტი კლუბის ხელმძღვანელი და ასეთუ ისე ჩახედული ვარ გარკვეულწილად ფეხბურთში

• puma

ისიანი რომ წერს კონსოლიდაციაა კლუბებში საჭირო პირველი დღიდან რაც თავისი პროექტი წარმოადგია რატომ არ თანხმდებიან რომ ეს კარგია, ზოგიერთს არც წაუკითხავს და იძახის დასხვეწიაო ან არ გამოვაო, რა არის ბატონებო დასახვეწი თქვით რა? ან რა არ გამოვა , ამ საიტებზე უფრო მეტს ვფიქრობთ ალბათ ვიდრე ის ხალხი ვინ უნდა ფიქრობდეს, ნუ გეწყინინებათ და დადეთ თქვენი პროექტიც, ხომ დადო ფხაკაძემ არ გაეკარეთ,არც განიხილეთ არც დაუდექითგვერდში

• puma

ერთ რამეზე უნდა შევჯერდეთ ალბათ მეგობრებო, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი გუნდები არიან არა კომერციული ესეიგი მოგებაზე არ არიან დამოკიდებულები, ჯობია გუნდებმა ერთმანეთში მოაწესრიგონ ყველაფერი რაც აწუხებთ, თორე რა გამოვა აბ ნახეთ, რამდენი ფეხბურთელია გადასული ამ კლუბებიდან კერძო კლუბებში და ვინმეს გონია რამე აქვთ გადახდილი? და რამდენად სარფიანად გაყიდიან მათ?

• daviti

დალიან მარტივი,ქართული ტექტით არის დაბეჭდილი ეს ინტერვიუ,არ უნდა იყოს წესით აზრის გამოტანა აქედან რთული.არ ამბობს ეს კაცი სახელმწიფო არ უნდა დაეხმაროს კლუბებსო,მხოლოდ მახინჯი ფორმით არ უნდა ხდებოდესო ეს.ფეხბურთი ბატონებო არაა ქველმოქმედება ის ბიზნესია.აქ წარმატება დიდ წილად შედეგზეა დამოკიდებული.თუ ვერ გაიმარჯვე,ვერც ევროპაზე გახვალ და შემოსავალს ვერ მიიღებ,ვერც მაყურებელს მოიზიდავ ვერც სატრანსფერო ბაზარზე ისაქმიანებ წარმატებულად და იმდენად ძვირი სიამოვნებაა აუცილებლად გაკოტრდები.ასეთ "შარიან"საქმეს რომ,მოკიდებ ხელს,არავითარ შეღავათს სახელმწიფო არ გიწევს და პირიქით,შენივე ბიუჯეტში პატიოსნად ბოლო თეთრამდე გადახდილი ფულით სახელმწიფო კონკურენტს გიფინანსებს ეს მართლა არაა ნორმალური.სანამ ასეთი მიდგომა იქნება ახალი კერძო სტრუქტურა არ მოვა ფეხბურთში და ის თითო ოროლაც მიატოვებს ამ საქმეს ვინც დღემდე არიან.ვიცი ბატონო სახელმწიფოს დახმარების გარეშე ამ ეტაპზე არაფერი გამოვა სამწუხაროდ, მაგრამ,ერთნაირი მიდგომა უნდა ქონდეს გორთანაც,ბოლნისთანაც,ზუგდიდთანაც და იმ თითო-ოროლა კლუბთანაც ვინც კერძო მეპატრონეების ხელშია.ვინმემ გამაგებინეთ,რატომ უნდა ქონოდა სახელმწიფოსგან გორს ისეთი დახმარება რაც ქონდა და რატომ უნდა გაემართა გაფიცვა თვეში ერთხელ მაგალითად იგივე ბიუჯეტზე ჩამოკიდებულ ზუგდიდის ფეხბურთელებს საჭმლის ფულიც არ გვაქვს და სათამაშოდ არ გავალთო,რატომ გააგდეს ტორპედო ქვედა დივიზიონში იმის გამო რომ,ადგილობრივ ბიუჯეტს არ მისცეს მისი თუნდაც მინიმალურად დაფინანსების უფლება და რამდენი მსგავსი შემთხვევის ჩამოთვლა შეიძლება კიდე.ikako ვერ დავიჯინებ ასეათქო მაგრამ ის ზუგდიდელი ბავშვების წარმატებაში ვინც ზესტაფონმა წამოიყვანა არა მგონია სახელმწიფოს როლი იყოს რამეში,იქაც როგორც ყველგან საქართველოში ბავშვის გაზრდა და ვარჯიში მშობლის ჯიბეზეა ჩამოკიდებული სამწუხაროდ.და ის ინფრასტრუქტურა რაც ბაიას ბავშვებს აქვს,კერძო პირის,ზვიად სიჭინავას გაკეთებულია და არა სახელმწიფოს.

• torpedo

მართალია კოკაია ერთნაირ პირობებში უნდა იყოს ყველა რა მნიშვნელობა Aქვს გორი იქნება თუ ზუგდიდი,კოკაია ჯიგარი და მართალი კაცი ხარ მიაწექი მასე იქნებ შენსავითიფიქროს კიდევ ვინმემ

• ramo

აბა სახელმწიფო თუ არ დაეხმარა დარჩება 5 კლუბი საქართველოში. მეორეც გორს ცენტრალური ბიუჯეტიდან კი არ ეხმარებიან არამედ ადგილობრივიდა, იგივეა ზუგდიდში. და კიდევ ბევრი ბრიტანული კლუბი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ოღონდ ნაწილობრივ. დავუშვათ გორს რომ დარჩეს 35% დანარჩენი კერძო პირებს მიყიდონ. შეიძლება გულშემატკივრების დიდმა ჯგუფმა იყიდოს. ანუ ინვესტიციის საფასურად კლუბის აქციები მისცენ. სამაგიეროდ ინგლისში მე თვითონ ვნახე ადგილობრივი მმართველობა ეხმარება კლუბს ბილეთების გასაღებაში. მაგალითად თვითონ ყიდულობს და ურიგებს ბავშვებს, აგრეთვე ადგილობრივ ფირმებს მოუწოდებს რომ ბილეთები შეიძინონ სამაგიეროდ მათ ბიუროკრატიულ ბარიერებს არ უქმნის. მოკლედ უამრავი "დემოკრატიული" მეთოდია გუნდის შესანახად, განძრევაა საჭირო.

• Zviadi

თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ გუნდები სახელნწიფოს მხრიდან, კოკაიამ მართალი თქვა, ზესტა კი არუნდა დაიშალოს!!! ასე რომ მოხდეს თანამედროვე ქართული ფეხბურთის ტრაგედია იქნება ეს ფაქტი...

• Levan

დღესდღეობით არის ორი მიმართულება, რომელიც ჯერ არცერთი არ არის არც დამტკიცებული და არც არაფერი მაგრამ ორივეს ლობირება და აქტიურობა სჭირდება და ესენი ერთმანეთს არ გამორიცხავენ-პირიქით. პირველი მიდგომა პროექტის სახით დეტალურად ჩამოაყალიბა გია ისიანმა, მარტო კაცმა მოახდინა მისი პოპულარიზებაც, ფართო მასებისთვის მიწოდებაც და ლობირებს სერიოზულად. ეს პროექტი ეხება მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ კლუბებს, რომლებიც უმრავლესობას შეადგენენ და პრინციპი არის მარტივი, ეს კლუბები რომ გახდნენ ინვესტორებისთვის მიმზიდველები მანამდე უნდა გახდნენ კონკურენტუნარიანები და ამაში სახელმწიფომ უნდა ჩადოს ფული, რადგან საზოგადოების მოთხოვნაა გვქონდეს ფეხბურთი, ხოლო კერძო კომპანიები საერთოდ არ იყურებიან ფეხბურთისკენ. გამოიყოფა თანხა, ხოლო სახელმწიფო კლუბები წარადგენენ დეტალურ ანალიზს არსებული სიტუაციის, მათთვის საჭირო თანხას, დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, განსაზღვრავენ მოსალოდნელ შედეგებს, რისკებს და დაასაბუთებენ. ვინც უკეთ დაასაბუთებს და მცირე თანხით უკეთეს შედეგს დადებს, ანუ ვისიც უკეთესი პროექტი იქნება ის მეტად დაფინანსდება, დაფინანსება კი იქნება გრძელვადიანი-2-3 წლიანი, რათა კლუბებმა შესძლონ სტაბილურობის მიღწევა. ეს არის სუფთა ევროპული მიდგომა დაფინანსების ოდენობასთან დაკავშირებით და ძალიან კარგი მიდგომაა, როგორც სამართლიანობის ასევე შედეგების ოპტიმიზაციისა და თუნდაც ფულის კონტროლის კუთხით. მეორე მიმართულება არის ფხაკაძეების პროექტი, რომელიც საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს კერძო მეწარმეებისთვის, რომლებიც ამ ფულს ჩადებენ ფეხბურთში, ესეც სწორი მიდგომაა და ბიზნესის დაინტერესებას გამოიწვევს, მაგრამ რაც ეს პროექტი გააჟღერეს ფხაკაძეებმა იმის მერე ჩამიჩუმი არ ისმის ამ საქმის. რეალურად კი ორივე პროექტი განხორციელებადია და ძალიან კარგია, ამასთან კი ერთმანეთს ხელს არ უშლიან არანაირად-პირიქით, ამიტომ გაუგებარია ზოგიერთი საფეხბურთო საქმოსნის პანიკური ტონი და ყოვლად გაუგებარი მოთხოვნები, მაშინ როცა თუ კლუბები მოადენდნენ კონსოლიდაციას, გაუწევდნენ სოლიდარობას ერთმანეთს, იაქტიურებდნენ, სწორად გამოიყენებდნენ პრესას, მედიას, გულშემატკივარს და სახელმწიფოსაც პრინციპულად და დასაბუთებულად მოსთხოვდნენ პასუხს, სავსებით შესაძლებელია ორივე პროექტის განხორციელება და ამით ყველა მოგებული დარჩებოდა, პირველ რიგში კი ქართული ფეხბურთი. თუმცა ძალზე სამწუხაროა, რომ ნაცვლად ამისა უაზრო გამოხდომებსა და ურთიერთბრალდებებს ვაწყდებით, გათვლილს ერთმანეთისთვის ძირის გამოთხრაზე, ხშირად დაუსაბუთებელს, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს...

• Levan

კაცი არის ბოღმა და მეტი არაფერი... მართალია ისიანი რომ ამბობს, ფეხბურთელები მოვლენ აზრზე სახელმწიფო კლუბებში, მერე უფასოდ დაითრევს კერძო კლუბი და იჩემებს, აწი სახელმწიფო კლუბებიც მოძლიერდებიან და მერე არარ ექნება უფასო მასალა... ინტრიგანი და ბოღმიანია და მეტი არაფერი... ყოველ წელს საჭიჭყინო არ ელევა და თავის თავს ამადლის სრულიად საქართველოს

• 1223

ასაკობრივში ბევრს უთამაშნია, მაგრამ შემდეგ ეროვნული კი არა, საერთოდ დაიკარგნენ. რატომ მიდიან ეგ ფეხბურთელები ვიზეც საუბრაბობ, იგივე ზესტაში, ამაზე გიფიქრია? კერძოს ალტერნატივა არ აქვს, სახელმწიფო საინტერესო გარემოთი უნდა დაეხმაროს კლუბებს და შეიძლება ერთჯერადად ყველას დაეხმაროს თანხითაც

• ikako

"ლელოში" იყო საინტერესო წერილი: დაითვალეთ, რამდენი მოთამაშე გაუზარდეს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს კერძო და სახელმწიფო გუნდებმაო და აღმოაჩენთ, რომ პირველებს უზარმაზარი უპირატესობა გვაქვს. ეს მეტყველებს, რომელი დაქვემდებარების კლუბია უფრო ეფექტური და სასარგებლო ჩვენი ფეხბურთისთვის.....ილია კოკაია!!! ბატონო ილია შენ დაითვალე წელს მარტო რამდენი ბავშვი აიყვანე ზუგდიდიდან, საკუთარ გუნდში, რომლებიც ყველა აკობრივ ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და არიან კიდეც, მერე კი აიქაფე ენა მუნიციპალური გუნდები გაუქმნდნენო.ორგზის ჩემპიონია შენი გუნდი და მინიმუ ათწლიანი ისტორია აქვს და გეკითხები, რამდენი ზესტაფონელი გაუზარდე ას

• malxazi

ზესტაფონს არ შევურცხვენივართ, და კაკია გულზე ნაგდად არ მეხატება, ბევრი რამის გამო, მაგრამ ამ შემთხვევაში სრულიად ვეთანხმები, დილა, რომ შეიქმნა, იმდენი ფეხბურთელები ჩამოიკვანეს და ისეთი ხელფასები ჰქონდათ, რომ მისი შენახვა მართლა გაუჭირდებოდათ, დილას აკვდებოდნენ დაფინანსებით როცა რამდენიმე გუნდი დაშლის პირას იყო, კველას რომ ექნება დაფინანსება თანაბარი სხვებიც განვითარდებიან და ჩემპიონატის დონეც აიწევს, თუ არა მასე ლიგის, ან უეფას შესარჩევისთვის შექმნილი გუნდი, მეორე სეზონში იშლება...

• 1223

ჰუნტერ რომელ ქართულ კლუბს ქონდა ზესტაზე უკეთესი შედეგი 2004 წლის დინამოს თუ არ ჩავთვლით? პლეიოფი ზესტამ და დინამომაც ითამაშეს წინა წელს. ეს გუნდები მიზანმიმართულად ვითარდებიან და ერთ წელზე არ ყრიან ფუკს იმის იმედად, რომ მომავალ წელს სახელმწიფოს ეხვეწონ ისევ დაფინანსებაზე. ტორპედოც ამის მაგალითია.

• GIO

ვისთან შეგვარცხვინა? წლების განმავლობაში არ შევურცხვენივართ ზესტაფონს ევროპაში, ნეფთჩის თუ არ ჩავთვლით. რომელიც სხვათაშორის ევროპილ ლიგაში გავიდა და ფრე ეთამაშა იტალიაში მილანის ინტერს. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. ზუსტად ამ თამაშის წინ ნახევარდაცვის ლიდერი გრიგალაშვილი და დაცვის ლიდერი ონიანი სახელმწიფოს ხარჯზე შეთავაზებული პირობების გამო დილამ აართვა ზესტაფონს და დაიწყო აქედან გუნდის დაშლა. ათი წელი ხდება ეს კაცი გუნდს ინახავს და მადლობის მაგიერია ეს? ასეთი ხალხი თუ არ იქნა ფეხბურთში, სახელმწიფო რამდენს შეინახავს და რამდენხანს? ბათუმს დაუფინანსოს გუნდი სახელმწიფომ თუ გორს? რომელი უფრო ტრადიციული გუნდია? ეს კაცი ამბობს, რომ მისი გადახდილი ფული კონკურენტს არ უნდა მისცე და ყველას ერთნაირად უნდა დაეხმარო.

• hunter

კერძო კლუბი ჩამოაყალიბე... წლების მანძილზე ქვეყანას ევროპაზე სირცხვილის და იმედ გაცრუების მეტი რა მოუტანე? შენ გელოდოს ქვეყანა? საშვალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელებსაც ვერ ინარჩუნებ, ნეფჩისთან უშანსოდ აგებ და ესეიგი სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს? გვწყევლი? ნეფჩს საქართველოს ჩემპიონი *** Kერძო ვერ ახერხებს იკისროს სახემწიფომ რა ფორმით არ მაინტერესებს, წახვალ თუ არა არც ეგ, ნეფჩის უნდა დავუბრუნოთ

• 12233

კი არ იმუქრება, რეალობას საუბრობს ეს კაცი. სწორ ინტერპრეტაციას დიდი მნიშვნელობა აქვს.

• GIO

სახელმწიფოს დაფინანსებულ კლუბებს დიდი პერსპექტივა არ აქვს. ბევრჯერ გამოჩნდა. კერძო ინვესტორები უნდა მოვიძიოთ და ვინც არის ისინი არ გავაქციოთ

"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა