9 მაისს "ოლიმპიკში" დაიწყება და 12 მაისს დამთავრდება 1996-97 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირი
9 მაისს საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" დაიწყება და 12 მაისს დამთავრდება 1996-97 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირი.

B ჯგუფში ფინალური ეტაპის (სექტემბერი, მალტა) ორი საგზურისთვის ხუთი გუნდი იბრძოლებს: საქართველო, გერმანია, ჰოლანდია, სლოვაკეთი და მოლდოვა.

ამ შეჯიბრებისთვის საქართველოს ნაკრები სერბი სპეციალისტის, იოვან პოპოვიჩისა და ირაკლი ბაქრაძის ხელმძღვანელობით სამ თვეზე მეტია, ემზადება.

ბიჭებმა ორკვირიანი საწვრთნელი შეკრება სერბეთშიც გაიარეს, იქაურ თანატოლებთან სპარინგმატჩებიც გამართეს, აპრილის ბოლო დეკადაში კი თბილისის საერთაშორისო ტურნირშიც იასპარეზეს სახელოვანი წყალბურთელის - ნოდარ გვახარიას თასზე, რომელსაც "ოლიმპიკმა" უმასპინძლა.

პოპოვიჩის შეგირდებმა ყაზახეთის, ჩეხეთის, ისრაელის გუნდები დაამარცხეს და მთავარი პრიზიც მოიპოვეს.

9 მაისს "ოლიმპიკში" საზეიმოდ გაიხსნება შესარჩევი ტურნირი. 17.00 საათზე ერთმანეთს ფავორიტები - გერმანელები და ჰოლანდიელები დაუპირისპირდებიან, ხოლო 18.30 საათიდან ქართველები და მოლდოველები ითამაშებენ. დანარჩენი დღეების შეხვედრათა განრიგი კი ასეთია:

10 მაისი

დილით: ჰოლანდია-სლოვაკეთი, გერმანია-მოლდოვა;

საღამოს: საქართველო-სლოვაკეთი, ჰოლანდია-მოლდოვა.

11 მაისი

მოლდოვა-სლოვაკეთი, საქართველო-გერმანია.

12 მაისი

გერმანია-სლოვაკეთი, საქართველო-ჰოლანდია.

მსგავსი შესარჩევი ტურნირები 9 მაისს კიდევ სამ ჯგუფში დაიწყება. A ჯგუფი (გორჟოვი, პოლონეთი): საფრანგეთი, ბელორუსი, პოლონეთი, ირლანდია, ისრაელი; C ჯგუფი (სტამბული, თურქეთი): რუსეთი, ბულგარეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია; D ჯგუფი (ბუდვა, ჩერნოგორია): ჩერნოგორია, სლოვენია, უკრაინა, ჩეხეთი, ბელგია. თითოეული ჯგუფიდან ფინალის საგზურს ორ-ორი საუკეთესო მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tamari
წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ წყალბურთელებს!
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა