შედარებისთვის: საქართველოს სამ ლიგაში სულ 62 გუნდი თამაშობს მაშინ, როცა უკრაინის ყველა ლიგაში 6 500 გუნდია, რუსეთში - 18 000
"ლელოს" მკითხველი უკვე ინფორმირებულია, გორში გულშემატკივრებმა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე აქცია რომ გამართეს სლოგანით - "გადავარჩინოთ გორის "დილა" (იხილეთ ვრცლად).

იმედია, ყველაფერი კლუბის და მთლიანად ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ გადაწყდება. ამისთვის კი მედიის, გულშემატკივრებისა და საფეხბურთო სამყაროს მხარდაჭერა და პრინციპული პოზიციაა საჭირო - ჩვენთვის გორის "დილა" ისევე ძვირფასია, როგორც ნებისმიერი ქართული კლუბი.

ახლა ეს მხარდაჭერა მართლაც ბევრს ნიშნავს. საქართველოს ჩემპიონატში სულ სამი ლიგაა და მხოლოდ 62 გუნდი თამაშობს: უმაღლესში 12 მონაწილეა, პირველში - 23 ("ა" ჯგუფში - 12, "ბ" ჯგუფში - 11), მეორე ლიგაში - 27 (აღმოსავლეთ ზონაში - 14, დასავლეთში - 13).

დუბლშემადგენლობების პირველობაზე 12 გუნდი გამოდის, მაგრამ ისინი დამოუკიდებელი გუნდები არ არიან და საერთო ციფრს ვერ მივათვლით.

აქვე ვიტყვით, რომ პირველ ლიგაში გამოდის "დინამო 2", მეორე ლიგაში კი პირველლიგელთა სარეზერვო გუნდები - ცხინვალის "სპარტაკი 2", "გაგრა 2", "ლიახვი 2", "გურია 2", "შუქურა 2", ხობის "კოლხეთი 2".

სამწუხაროდ, სეზონის მსვლელობისას დაიშალა მეორე ლიგის "დუშეთი". არადა, ამ ქალაქში ყოველთვის იყო ფეხბურთის კერა.

ანუ რეალურად საქართველოში გუნდების რაოდენობა გაცილებით მცირეა - 55. ეს რომ კატასტროფული ციფრია, სადავოც არ არის.

ცნობისთვის, 1990 წელს, როდესაც ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, 160 გუნდი გვყავდა. შედარებისათვის კი ვიტყვით, რომ ამჟამად უკრაინის ყველა ლიგაში 6500 გუნდია, რუსეთში - 18 000.

წლების წინათ გუნდი საქართველოს ყველა რეგიონში, რაიონში და ბევრ სოფელშიც კი არსებობდა. ახლა უგუნდოდ კი მთელი რეგიონები დარჩა.

შედარებით კარგი მდგომარეობაა თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში; გუნდები არიან შიდა და ქვემო ქართლში, აჭარაში, გურიაში; ხოლო კახეთში, ჰერეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამცხე-ჯავახეთში დიდი პრობლემებია.

არადა, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა და ფეხბურთი მასობრივი არ გახდა, ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული ნაკრების წინსვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია: მცირე რაოდენობის გუნდები თავისთავად მოთამაშეთა სიმწირესა და მცირე არჩევანსაც გულისხმობს.

ასეთ დროს საქართველოს არც ერთი გუნდის დაკნინებისა და დასუსტების უფლება არ აქვს, მით უფრო, ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის. როგორ და რანაირად, ამაზე მათ იფიქრონ, ვინც ამაზე პასუხისმგებლობა აიღო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kkk
ერთი გუნდი რაც არ უნდა დააფინანსო, ვერ განვითარდება, კონკურენციის გარეშე.
azri
სახელმწიფომ გარკვეული საგადასახადო შეგავათი უნდა დაუწესოს მეწარმეს ვინც სპორტის ნებისმიერ სახეობაში ჩაერთობა სპონსორის სახით, თუნდაც 3-4% საშემოსავლოზე რო ნაკლები დაუწესოს
hunter
KKKK გადაიხადოს მაგის მეათედი და შეინახოს ერთი, ქვეყანას და ნაკრებს ჭაობიდან ამოსათრევად ეგაც ეყოფა, მართალია ბევრი დაიბოღმება მაგრამ ასე ჯობია, რამდენიმე ვაი და უი კერძო გუნდს ერთი უუცხოელო კაი წელში გამართულლ ქართული კლუბი სჯობია
hunter
GIO ელემენტალურ რაღაცაზე ვდაობთ, აზერბაიჯანში გუნდები კერძო არის და საკმაოდ წელ გამართულიც იქ ამართლებს რეალობას უნდა შეხედო აქ საქართველოა არ არის ნავთის ჭაბურღილი ბიზნესი ღატაკია არ აქვს გუნდის შენახვის საშვალება, არ არის გაზპრომი, როსნეფტი, ლუკოილი...
hunter
GIO რუსეთში და უკრაინაში ყველა გუნდი საბიუჯეტო იყო, კრიზისის დროს კუჩმამ ოფიციალურად ყველა ოლქს გუნდის შენახვა დაავალა, კიევის დინამოს უკრაინის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა,იქ ამაზე არავინ იბოღმებოდა რატომ იმათ მეტი ჩვენ ნაკლები,შესძლეს შევჩენკოს და დანარჩენების რამდენიმე სეზონით "რჩენა" მაშინდელი კიევი ბრწყინავდა. ეხლა მითხარი მცდარი იყო ის მიდგომა? აბა შალკეს, ბაიერნის, ჰამბურგის მეპატრონე ვინ არი?
avoyee
GIO, აზერბაიჯანი რომელი წარმატებული საფეხბურთო ქვეყანა ნახე? უეფა სახელმწიფო დაფინანსებას რომ კრძალავს ეგეთი რამ სასაცილოა. პირიქით შპს-ები რომაა კლუბები ეგაა ტრაგედია. ამ შპს-ებს ჭკუა არ ყოფნით თორემ ინდ. მეწარმეებად გაფორმდებოდნენ და მერე ნახავდი მაგათ ბაქიბუქობასა :))))) უცხოური მაგალითი გინდა? აგერ ლიგის ფინალი აიღე, რომელ კერძო ბიზნესმენს ეკუთვნის ბაიერნი ან დორტმუნდი?
kkkk
hunter სახელმწიფო გადაიხდის 100 მილიონს ყოველ წელს ერთ გუნდზე? რამდენი ასეთი გუნდი უნდა დააფინანსოს? არარეალურია. ყველამ გაიარა ეს ეტაპი, სახელმწიფომ კერძო სექტორს უნდა მისცეს განვითარების საშუალება
1223
hunter რატომ წავიდა ის ფეხბურთელები შენ იცი? ალადაშვილი, ონიანი და გრიგალაშვილი დილაში გადავიდნენ იმის გამო, რომ კოკაიასგადახდილი გადასახადი სახელმწიფომ დილას ჩაურიცხა, მან კი უკეთესი ხელფასი შესთავაზა ნაჩუქარი ფულით და ახლა შემოელია ეს ფული, რომელიც არასწორად დახარჯა და ისევ ხელი აქვს გაწვდილი, კიდევ დაგვეხმარეთო.
GIO
აზერბაიჯანში ყველა კლუბი კერძო რომაა იცი? ისეთ თემაზე მეკამათები, საკამათოდ არ ღირს საერთოდ. ერთი წარმატებული სახელმწიფო კლუბი დამისახელე ევროპაში. სასაცილოა ეს. უეფა კრძალავს სახელმწიფო კლუბებს, იცი? რამდენიმე წელში უბრალოდ ვერ იარსებებს ასეთი კლუბებ. ყველა ქვეყანამ ეს გზა გაიარა და წარმატებას მიაღწია, ჩვენ ვერ მივედით აქამდე და კერდზო ვინცაა მასაც არ ვაძლევთ განვითარების საშუალებას. რამდენი კლუბი შეიძლება დააფინანსოს სახელმწიფომ და სანამდე?
hunter
GIO ტობოლთან 3-0 სირცხვილად მიმაჩნია, საბიუჯეტო გუნდების პლუსი ისიცაა რომ ფეხბურთელებს მონათმფლობელებისგან იცავს, არჩევანის ან გასაქცევს აძლევს, ნეფჩისთან წაგების მიზეზი აგენტები ყოფილან 4 ფეხბურთელი წაიყვანეს და რატომ წავიდნენ იკითხა ვინმემ? ეს კაცი ნეფჩის ვერასოდეს მოუგებს ამიტომ ვამბობ სახელმწიფო
Paata
უკრაინაში 50 მილიონი ადამიანო ცხოვრობს საქართველოში 2მილიონი არის სხვაობა???
Giorgi
კარგი სტატიაა. "ნორჩ დინამოელს" რა კარგი გუნდი ყავდა წინა სეზოზე, გაიხსენეთ! ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დაგვიშალა ფედერაციამ პირველ ლიგაში მონაწილეობის მიღება. ბიჭებიც გაურკვევლობაში აღმოვჩნდით. გვეგონა, ვითამაშებდით მომდევნო სეზონზეც პირველ ლიგას და, ამ გაურკვევლობის გამო, სულ უგუნდოდ დავრჩით. ზოგმა მოასწრო სხვა გუნდის მონახვა, ზოგმა ვერა...
hunter
"მორიგი სკანდალი: "ზესტაფონის" პრეზიდენტი გუნდის დაშლით იმუქრება" იქ ჩემს კომენტარი იბლოკება ამიტომ აქ გპასუხობთ
hunter
მე ზოგადად ქართული ფეხბურთის მდგომარეობიდან გამომდინარე ვამბობ რომ მხოლოდ კერძო გუნდებით წინ ვერ წავალთ, ამას უნდა მიხვდეთ ელემენტარულია, ქვეყანაში არაა ისეთი ბიზნესმენი წლიურად მინიმუმ 20-30 მილიონს კლუბს რომ დაახარჯავს, აქ რამდენჯერმე ეს უკვე დავწერე 3მილიონიან ღარიბ ქვეყანაში ჩემპ.ლიგის დონის გუნდი მომგებიანი ვერასოდეს იქნება! გაიგეთ! ზესტა ზენიტის დონეზე რომ გავიდეს 100 მილიონის ევროს ინვესტიცია არ ეყოფა, რთულია ამის მიხვედრა? კერძო დადებს ამ თანხას?
juss
გენაცვალე სტატიაში
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა