"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელისთვის, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ცხრილში მეორე ადგილი გაინაღდა, სეზონი არ დასრულებულა
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი კმაყოფილია იმით, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, თუმცა სპეციალისტისთვის სეზონი ჯერ არ დასრულებულა - მას სერია A-ში მაქსიმალურად მაღალი შედეგის მიღწევა სურს.

ნეაპოლელებმა იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურის მატჩში "ბოლონია" ანგარიშით 3:0 გაანადგურეს, რითაც ცხრილში მეორე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს.

რადგან დარჩენილ ორ ტურში "ნაპოლი" ცხრილში ვეღარც წინ წავა ("იუვენტუსი" უკვე ჩემპიონია) და ვეღარც დაქვეითდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისთვის სეზონი დასრულებულია, თუმცა გუნდის თავკაცი ასე სულაც არ ფიქრობს.

იხილეთ ვიდეო

"ეს არაჩვეულებრივი წარმატებაა, მაგრამ კიდევ ორი გამარჯვება ჩვენ ქულებით უკეთეს შედეგს მოგვიტანს, ვიდრე დიეგო მარადონას პერიოდის "ნაპოლის" ჰქონდა, - გაიხსენა მაცარიმ დიდი არგენტინელის დროება ნეაპოლში.

წელს მხოლოდ ექსტრაორდინარულ "იუვენტუსს" ჩამოვრჩით. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ამ სეზონში მივაღწიეთ და მისი მაჟორულ ნოტაზე დასრულება მწადია.

რა თქმა უნდა, გუნდი ახლა უფრო მომწონს, ვიდრე მაშინ, როცა ჩემპიონთა ლიგაში პირველად გავაღწიეთ".

"ნაპოლიმ" ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირში მონაწილეობა 2011/12 წლების სეზონში მიიღო, სადაც 1/8-ფინალამდე მიაღწია.

გუნდის თავკაცთან კონტრაქტი ამ ზაფხულს იწურება. აღსანიშნავია, რომ მაცარიმ მის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი უკვე თქვა.

"კლუბის ხელმძღვანელობასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს და ამის შესახებ აურელიო დე ლაურენტისსაც ველაპარაკე.

ჩემი გადაწყვეტილება პირად მიზეზებს უკავშირდება და აუცილებლად კარგად უნდა ავწონ-დავწონო ყველაფერი, სანამ "ნაპოლიში" მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილებას მივიღებ", - აქვეყნებს მაცარის ნათქვამს "ფუტბოლ იტალია".

ასევე იხილეთ:

სერია A. XXXVI ტური: მასპინძელთა შავი დღე ფინიშის სწორზე [VIDEO]

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა