ზლატან იბრაჰიმოვიჩი წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მოგების მთავარი კანდიდატია
საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (UNFP) 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელის, ახალგაზრდა მოთამაშის და მეკარის პრიზების მოპოვების კანდიდატები დაასახელა.

ლიდერად აქაც "პარი სენ ჟერმენი" გვევლინება, პარიზელებს 6 ნომინანტი ჰყავთ. მეორეზე კი "სენტ ეტიენია" - 3 ნომინაციით.

საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვების მთავარი კანდიდატი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, ვინც 27 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს და პსჟ-ის წარმატების მთავარი შემოქმედია.

მწვრთნელებში გამარჯვებას კარლო ანჩელოტის უწინასწარმეტყველებენ და გასაკვირი ამაში არაფერია. აღიარებას არანაკლებ იმსახურებენ კრისტოფ გალტიე და კლოდ პუელი.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, სპეციალისტების აზრით, რემი კაბელია უნდა გახდეს, რომელმაც ეს პრიზი თანაგუნდელისგან, იუნეს ბელჰანდასაგან უნდა გადაიბაროს. კარგი შანსი აქვს მარკო ვერატისაც, თუმცა, ჩვენ აზრით, წელს ამ პრიზს უფრო ფლორიან ტოვენი იმსახურებს.

საუკეთესო კიპერის ნომინაციაში კი ფავორიტად სალვატორე სირიგუ მოჩანს, ვისაც ამ სეზონში ყველაზე ნაკლები გოლი (21) აქვს გაშვებული. უშანსოდ არ უნდა იყოს სტივ მანდადაც, ვინც ამ სეზონში საოცარი მშრალი სერია "გამოაცხო".

ნომინანტები და შარშანდელი გამარჯვებულები:

წლის საუკეთესო ფეხბურთელი:

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი)

პიერ-ემერიკ ობამეიანი (სენტ ეტიენი)

ბლეზ მატუიდი (პარი სენ ჟერმენი)

ტიაგო სილვა (პარი სენ ჟერმენი)

2012 წლის გამარჯვებული: ედენ აზარი (ლილი)

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი:

რემი კაბელია (მონპელიე)

ლუკას დინიე (ლილი)

ფლორიან ტოვენი (ბასტია)

მარკო ვერატი (პარი სენ ჟერმენი)

2012 წლის გამარჯვებული: იუნეს ბელჰანდა (მონპელიე)

წლის საუკეთესო მეკარე:

მიკელ ლანდრო (ბასტია)

სტივ მანდანდა (მარსელი)

სტეფან რუფიე (სენტ ეტიენი)

სალვატორე სირიგუ (პარი სენ ჟერმენი)

2012 წლის გამარჯვებული: უგო ლორისი (ლიონი)

წლის საუკეთესო მწვრთნელი:

კარლო ანჩელოტი (პარი სენ ჟერმენი)

ელი ბოპი (მარსელი)

კრისტოფ გალტიე (სენტ ეტიენი)

კლოდ პუელი (ნიცა)

2012 წლის გამარჯვებული: რენე ჟირარი (მონპელიე)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა