საფრანგეთი. ლიგა 1. სტატისტიკური შეჯამება
კლოდ პუელის მიერ გაცოცხლებული "ნიცა" რეკორდს რეკორდზე ამყარებს. "ლიონმა" მორიგი მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით, ანდრე-პიერ ჟინიაკი კი საოცარ ფორმაშია...

მთავარი:

17 - "ნიცას" "რენი" 1990 წლის შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული. კვირას კლოდ პუელის გუნდმა ბრეტანელებს 3:0 მოუგო, სეზონში მე-17 გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გადავიდა. ასეთი წარმატებული სეზონი ზღვისპირულ გუნდს 1977/78 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია. კლოდ პუელის სამწყსოს ასეთ კარგ ასპარეზობას, დიდწილად, შეტევა განაპირობებს. "ნიცას" უკვე 54 გოლი აქვს გატანილი. ამაზე მეტი გუნდმა ბოლოს 1978/79 სეზონში გაიტანა (58).

გუნდური მიღწევები:

7 - კვირას "ლიონმა" "ნანსის" სტუმრად 3:0 მოუგო და ამ სეზონში დიდი ანგარიშით მეშვიდედ იმარჯვა. რემი გარდის გუნდს სულ 18 მოგება აქვს. აქედან 39 პროცენტი - სამი ან მეტბურთიანი სხვაობით.

6 - "სოშომ" "ლორიანს" 1:0 სძლია და შინ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა, აქედან ოთხი 2013 წელს. იანვრიდან მოყოლებული, საკუთარ მოედანზე დაგროვებული ქულების მიხედვით, "სოშოზე" უკეთესი შედეგი მხოლოდ ხუთ გუნდს აქვს.

9 - "ტულუზმა" "ლილს" 4:2 მოუგო და ამ შეხვედრაში კარში 9-ჯერ დაარტყა. ასეთი კარგი შედეგი ამ გუნდს ბოლოს 2012 წლის 26 თებერვალს ჰქონდა, როდესაც "სოშოს" 2:0 სძლია.

ინდივიდუალური მიღწევები:

7 - ანდრე-პიერ ჟინიაკმა დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს "ბასტიასთან" მოაგებინა (2:1). 27 წლის ფორვარდმა კარისკენ 7-ჯერ დაარტყა, აქედან ოთხჯერ ზუსტად. ამ სეზონში ჟინიაკმა მეორე დუბლი შეასრულა და ახლა ლიგა 1-ში მის ანგარიშზე 65 გოლია.

10 - "მონპელიეს" ფორვარდმა სულეიმან კამარამ სეზონში თავისი მეათე გოლი გაიტანა, რაც სენეგალელისთვის საუკეთესო შედეგია. ლიგა 1-ის ბოლო ორ სეზონში კამარამ გოლების 84 პროცენტი "სტად დე ლა მოსონზე" გაიტანა.

13 - "ტულუზის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვისამ ბენ იედერმა სეზონში მეცამეტე გოლი გაიტანა. აქედან 10 მან საკუთარ მოედანზე შეაგდო. "ლილთან" გამართულ შეხვედრაში ბენ იედერის ყველა დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა - ასეთი რამ 22 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში უკვე მეექვსედ მოახერხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგა 1. სტატისტიკური შეჯამება: "რენის" 2000

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა