ხასიათის სიმტკიცე, საბრძოლო სულისკვეთება და ერთსულოვნება

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მთავარი სიურპრიზი რა თქმა უნდა "ლაციოს" წარმატებული ასპარეზობაა. გუნდი, რომელიც გასულ სეზონში გადარჩენისთვის იბრძოდა, ჯერჯერობით ლიდერობს პირველობას და თანაც, სოლიდური უპირატესობით. თავად განსაჯეთ, "ბიანკოჩელესტე" "ინტერს" ოთხი ქულით უსწრებს, "მილანს" კი ხუთით. არადა, თითქოს არაფერი მოასწავებდა იმას, რომ რომაულ გუნდს სეზონი ასე წარმატებულად დაეწყო. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, "ლაციოს" პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო მაინც და მაინც აქტიური არ იყო და მხოლოდ ის მოახერხა, რომ გუნდის წამყვანი ფეხბურთელების უმეტესობა შეინარჩუნა. მაგალითად, ალექსანდრ კოლაროვთან დაკავშირებით ვერც ეს შეძლო და დიდი თანხის სანაცვლოდ შეელია. თუმცა, დიდი ბრძოლის ფასად შეინარჩუნა მაურო სარატე, რომელიც ბედის ირონიით, მიმდინარე სეზონში მაინც და მაინც ვერ ბრწყინავს. როდესაც გუნდში ექსტრაკლასის ფეხბურთელები არ ასპარეზობენ და მიუხედავად ამისა, შედეგები ძალიან წარმატებულია, ყურადღების ცენტრში უმალ მთავარი მწვრთნელი ექცევა. ასეა ედუარდო რეიას შემთხვევაშიც, რომელმაც თითქოს არაფრისგან შექმნა მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რეია პრაქტიკულად ყველა თამაშში ცვლის სათამაშო ტაქტიკას, მისი არჩევანი კი ყოველთვის ამართლებს. "ლაციოს" შეუძლია საკუთარ მოედანზე აუტსაიდერთან 4-1-4-1 ტაქტიკით ითამაშოს და თითქოს დაცვაზე გააკეთოს აქცენტი, მომდევნო ტურში კი გაცილებით ძლიერ გუნდს ესტუმროს და 4-3-3-ით, ანუ შემტევი ტაქტიკა-სტრატეგიით შეებას მეტოქეს. ჯერჯერობით, ასეც ამართლებს და ისეც - ამიტომ რეია სრულიად დამსახურებულად მიიჩნევა "ლაციოს" აღმასვლის მთავარ შემოქმედად. შესაძლოა, "ბიანკოჩელესტემ" ვერ იბრძოლოს სკუდეტოსთვის, მაგრამ მაღალი ადგილის დაკავება, წესით არ უნდა გაუჭირდეს - ეს უკვე დიდი საქმეა, რადგან ბოლო წლებში, რომაულ გუნდს ძირითადად ცხრილის ქვედა ნაწილში უწევდა ყოფნა. რეია პრესასთან ურთიერთობისას ყოველთვის მოზომილ კომენტარებს აკეთებს, თუმცა მაინც გვგონია, რომ გულის სიღრმეში მასაც სწამს იმის, რაზეც გულშემატკივრები უკვე აქტიურად საუბრობენ... ქვემოთ, სწორედ რეიას მოსაზრებებს გაეცნობით, რომელიც აქტუალურ საკითხებზე საუბრობს.

საჩემპიონო პერსპექტივა

"ჩემი გამოთვლით, თუ ჩემპიონატში 40 ქულა აიღე, შეგიძლია გქონდეს იმის ამბიცია, რომ მაღალი მიზნისთვის იბრძოლო. ჩვენ უკვე 22 ქულა გვაქვს და როდესაც კიდევ 18-ს ავიღებთ, მაშინ გადავხედავ სატურნირო ცხრილს და შესაბამის მიზანსაც დავისახავ. შესაძლოა, 40 ქულა ძალიან მალე მოვაგროვოთ და ასეთ შემთხვევაში, მიზანი მაღალი იქნება, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გვიან მოხდა, მაშინ თამასა დაიწევს. ბუნენრივია, ჩვენი სურვილია, რომ მინიმუმ ოთხეულისთვის ვიბრძოლოთ, მაგრამ დღეს ამაზე თავგამოდებით საუბარი ნაადრევი მგონია. სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე ბჭობა დიდად არც მსიამოვნებს, რადგან დღესდღეობით ჩემი მიზანი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა და ცხრილში ნაკლებად ვიყურები. სკუდეტოზე კი უმჯობესია "ინტერმა", "მილანმა" და "იუვენტუსამა" იფიქრონ - ვგონებ, სწორედ ამ სამ გუნდს აქვს ყველაზე კარგი შანსი ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავოს".

შემადგენლობა

"ჯერჯერობით, ძალიან კარგად მივდივართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელები თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებენ. ბევრი თვლის, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გაძლიერება გვმართებს და პრინციპში, ამის საწინააღმდეგო არც მე მაქვს რამე. სრულყოფილ ფეხბურთს ნამდვილად არ ვთამაშობთ, ხარვეზი ბევრია და შესაბამისად, გაძლიერების სურვილი მაქვს. მაგალითად, უარს არ ვიტყოდი ბომბარდირული თვისებებით დაჯილდოვებული ფორვარდის დამატებაზე. ხშირად, ძალიან ბევრ მომენტს ვქმნით მეტოქის კართან, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვცოდავთ. ბოლო ტურის პაექრობას ეს ნაკლებად ეხება, მაგრამ ზოგადად, სწორედ ასეთი ვითარებაა. ყველაზე უფრო მეტად კი ის მახარებს, რომ შეგვიძლია გაცილებით უკეთ ვითამაშოთ, ანუ გვაქვს მომატების რესურსი. ვფიქრობ, დღემდე ვერ ვიყენებთ რამდენიმე ფეხბურთელის შესაძლებლობებს - მაგალითად, მაურო სარატე და ტომაზო როკი ჯერჯერობით ჩრდილში არიან, არადა, მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ და ეს წინა სეზონებში არაერთხელ დაამტკიცეს".

რომაული დერბის წინ

"მომდევნო ტურში დერბი შედგება და ბუნებრივია, ცოტათი ყველანი დაძაბულები ვართ. ვფიქრობ, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთი ხელის მოსმით, შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაყარო. დიახ, თუ "რომასთან" დავმარცხდით, გულშემატკივარს ჩვენი ლიდერობაც დაავიწყდება და ის გამარჯვებებიც, რომლებიც ჩემპიონატის დაწყებიდან მოვიპოვეთ. ამიტომ, მაქსიმალური კონცენტრაციით გვმართებს თამაში, რათა იმ პაექრობაში მოვიპოვოთ გამარჯვება, სადაც სამ ქულაზე გაცილებით მეტი თამაშდება. დარწმუნებული ვარ, სტადიონი გაივსება და ტიფოზები მხურვალედ გვიქომაგებენ - უბრალოდ, არ გვაქვს უფლება, რომ ბოლომდე არ დავიხარჯოთ. დიდი ჯახი იქნება, რომელშიც გამარჯვება ჩვენ უნდა დაგვრჩეს".

წარმატების საიდუმლო

"ხასიათის სიმტკიცე, საბრძოლო სულისკვეთება და ერთსულოვნება - აი ეს სამი კომპონენტი, რომელიც შერწყმულია "ლაციოში" და შედეგად, მივიღეთ ძალიან კარგი რეზულტატი. თუ ასევე გავაგრძელებთ და ყველა ჩამოთვლილ ასპექტში მოწოდების სიმაღლეზე დავრჩებით, ყველაფერი კარგად იქნება. ამად არის, რომ ხშირად ვცვლი ტაქტიკას, მაგრამ რეზულტატი ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი გვაქვს. ნაკლებად მნიშვნელოვანია რა სქემით თამაშობ, მთავარია როგორ განეწყობი პაექრობისთვის და რამდენად ძლიერი იქნები შინაგანად. ამიტომ, მწვრთნელი აუცილებლად ფსიქოლოგიც უნდა იყოს, რომ მისმა დამოძღვრილმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება